15 წუთი ვარჯიში დაგეხმარებათ დღის განმავლობაში ჯდომისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებთან გამკლავებაში
10 წუთიანი სიარულიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი იყოს.
უკვე წლებია, ამერიკის გულის ასოციაცია და სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ჯდომა მნიშვნელოვნად აზიანებს ჯანმრთელობას. დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა ზრდის გულის დაავადების, დიაბეტის და სიკვდილის ალბათობას.
ახალმა კვლევამ, რომელიც დაფუძნებულია თითქმის ნახევარი მილიონი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებზე, დაადგინა, რომ პირებს, რომლებიც ძირითადად სხედან სამსახურში, გულის დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის 16%-ით მაღალი რისკი აქვთ. თუმცა, ყოველდღიურად მცირე აქტივობამ შეიძლება შეამციროს რისკები.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Network Open-ში, ვარაუდობს, რომ მუდმივ მჯდომარეებს, რომლებიც დღეში დამატებით 15-დან 30 წუთამდე ფიზიკურ აქტივობას ეწევიან, შეუძლიათ შეამცირონ სიკვდილის ალბათობა იმავე დონემდე, რაცა ქვთ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად არ სხედან სამსახურში.
ხანგრძლივ ჯდომასთან დაკავშირებული სერიოზული რისკები შეიძლება შემცირდეს რეგულარული შესვენებებით და დამატებითი ფიზიკური აქტივობით.
ცვლილებებმა, როგორიცაა უფრო ხშირი შესვენებები, დგომა, გამოყოფილი სამუშაო ადგილი ფიზიკური აქტივობისთვის და სპორტულ დარბაზში სიარული ეხმარება რისკების შემცირებას.
იპოვნეთ მარტივი გზები, რათა ჩართოთ ვარჯიში თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ უფრო ჯანმრთელი რომ იყოთ, ჯერ უნდა დააკვირდეთ, რამდენად მოძრაობთ ან არ მოძრაობთ. დაისახეთ გარკვეული მიზნები, რომ ცოტა მეტი დრო დაუთმოთ დგომას, სიარულს, მოძრაობასა და ვარჯიშს.
მუდმივ მჯდომარეებს შეუძლიათ ისარგებლონ მარტივი სამუშაო შესვენებებით, რომლებიც არ საჭიროებს სავარჯიშო სესიებს, როგორიცაა სამუშაო მაგიდასთან ადგომის დრო ან 10 წუთიანი სეირნობა ყოველ რამდენიმე საათში.