რომელი პროდუქტები გვინარჩუნებს კანის ახალგაზრდობას

რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს.
კანის კოლაგენის შრე შედგება ცილისგან, ამიტომ საკვებად უნდა გამოვიყენოთ ანტიოქსიდანტებითა და ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში კანი იქნება მკვრივი, ახალგაზრდული, გლუვი და ბრწყინავი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ კარგად ათვისებად ცილებზე: კვერცხის, რძის ცილა, თევზი, ქათამი, ინდაური, კურდღელი. ასევე მნიშვნელოვანია კენკრის მიღება, რადგანაც ის კაპილარების მუშაობის ნორმალიზაციას უწყობს ხელს. აუცილებელია სალათის მწვანე ფოთლები, მარწყვი სისხლძარღვებისა და კაპილარების უკეთ მუშაობისთვის.
ახალი კენკრა მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში ზოგადი ანთების დონეს, აუმჯობესებენ სისხლძარღვების კედლების მდგომარეობასა და სისხლის მიმოქცევას.