/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სასარგებლო რჩევები

სასარგებლო რჩევები
ქოშინი ზოგჯერ არსებითად ცვლის ცხოვრების ხარისხს - სამუშაო, რომელსაც ადრე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ასრულებდით, მისი წყალობით თითქმის შეუსრულებელი ხდება.

ყველაზე სახიფათოა ქოშინის უეცარი შეტევა. ამ დროს აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო, მის მოსვლამდე კი ავადმყოფს თავად გაუწიეთ პირველი დახმარება, კერძოდ:

* ყოველგვარი საქმე შეაწყვეტინეთ და მოასვენეთ.

* სავარძელში ან საწოლში წამოსვით, ქვედა კიდურები დააშვებინეთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

* თავქვეშ შეგიძლიათ ამოუდოთ რამდენიმე ბალიში ან რბილი ქსოვილი, რათა სხეულის ნახევარი ვერტიკალურ მდგომარეობაში დაფიქსირდეს.

* ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ და გაართოთ, რათა განგაშის შეგრძნება არ დაეუფლოს - ეს მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

* გადახადეთ მძიმე საბანი, გაათავისუფლეთ მჭიდრო და მოჭერილი ტანსაცმლისგან.

* გაუღეთ სარკმელი და საშუალება მიეცით, სუფთა ჰაერით ისუნთქოს.

* თუ შინ ჟანგბადის ბალიში გაქვთ, შეგიძლიათ ჩაუტაროთ დატენიანებული ჟანგბადის ინჰალაცია.

* თუ ქოშინი არც ისე ძლიერია, ფეხები თბილ წყალში ჩააყოფინეთ ან ქვედა კიდურებზე სათბურები დაადეთ. შეგიძლიათ, თბილ წყალში ხელებიც ჩააყოფინოთ.

ქოშინის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდგომ აუცილებელია, განსაზღვრულ რეკომენდაციებს პაციენტის მომვლელიც გაეცნოს.

ქრონიკული ქოშინი

როდესაც ქოშინი ქრონიკული ხასიათისაა, უკავშირდება ქრონიკულ ბრონქიტს ან ფილტვის ემფიზემას:

* მწეველებმა აუცილებლად უნდა დაანებონ თავი თამბაქოს წევას, რადგან თამბაქოს კვამლი ქოშინს აპროვოცირებს.

* გაესაუბრეთ ექიმს, რათა იგი პრეპარატებითა და სხვადასხვა პროგრამით თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაგეხმაროთ.

* მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, თავი არიდეთ მტვერს, კვამლს და მკვეთრ არომატებს.

* მეტი ხანი დაუთმეთ დასვენებას, თავი ფორმაში მოიყვანეთ. ჭარბი წონისა და ჰიპოდინამიის პირობებში ქოშინის შესამცირებლად აუცილებელია გულისა და ფილტვების გაკაჟება. შეგიძლიათ დაიწყოთ ჩქარი სიარულით, დღეში ერთხელ, 20 წუთი მაინც უნდა ივარჯიშოთ.

* ისწავლეთ მუცლით სუნთქვა. დიაფრაგმის მონაწილეობით სუნთქვისას ფილტვების ფუნქცია იზრდება. ამისათვის ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ, თან თვალყური ადევნეთ, რომ სუნთქვისას მუცელი მოძრაობდეს და არა გულმკერდის ზედა ნაწილი. ამგვარად ჩასუნთქული ჰაერი უფრო ადვილად ავსებს ფილტვებს და მის ქვედა წილებს.

* უფრთხილდით გაციებას და გრიპოზულ ინფექციებს.

* რეკომენდებულია, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტის მეთვალყურეობით გაიაროთ სუნთქვითი ვარჯიშების კურსი.

* სასარგებლოა ფიზიოთერაპიული პროცედურებიც.

* ექიმის რჩევით, ყოველთვის უნდა გქონდეთ შინ ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელთაც ინფექციის დართვის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად მიიღებთ.

ალერგიული ქოშინი

თუ ქოშინი ალერგიულ დაავადებებს, მაგალითად, ბრონქულ ასთმას უკავშირდება:

* აუცილებელია ალერგენთან კონტაქტის დაუყოვნებლივ გაწყვეტა;

* ქოშინისას იმ ინჰალატორის ან პრეპარატის გამოყენება, რომელიც შეტევამდე დანიშნა ექიმმა;

* თუ ქოშინს ნახველის გამოყოფის გაძნელებაც ერთვის, აუცილებელია სწრაფად მოქმედი ამოსახველებელი პრეპარატის გამოყენება.

მიმართეთ ექიმს, როდესაც:

* გაქვთ ჰაერის უკმარისობა, რომლის კომპენსირებაც სუნთქვის სიხშირის გაზრდით ვერ ხერხდება.

* ქოშინთან ერთად თავი იჩინა გულმკერდის ტკივილმა, ქვედა კიდურების, მუხლის სახსრისა და ტერფების შეშუპებამ.

* ქოშინს ერთვის ხვრინვა, სუნთქვის გახშირება ან ნახველიანი ხველა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მეცნიერები მოგვიწოდებენ, უკონტროლოდ არ გამოვიყენოთ გულძმარვის სამკურანალო მედიკამენტები
მეცნიერები მოგვიწოდებენ, უკონტროლოდ არ გამოვიყენოთ გულძმარვის სამკურანალო მედიკამენტები
იმ მედიკამენტების რეგულარული გამოყენება, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, შეიძლება უკავშირდებოდეს ალერგიის განვითარების მაღალ რისკს.
სრულად
სოლარიუმი: მითები და ფაქტები
სოლარიუმი: მითები და ფაქტები
რას ამბობს მეცნიერება ხელოვნური გარუჯვის შესახებ
სრულად
ვისთვის არ შეიძლება აბანოში წასვლა
ვისთვის არ შეიძლება აბანოში წასვლა
რას ამბობს მეცნიერება აბანოს პროცედურების რეალურ უკუჩვენებებზე.
სრულად
შტოში შეიძლება საშიში იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის
შტოში შეიძლება საშიში იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის
შტოში შეიძლება საშიში იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები აჩვენებენ,
სრულად
რა განსხვავებაა „უკუჩვენებასა“ და „გვერდით მოვლენებს“ შორის“
რა განსხვავებაა „უკუჩვენებასა“ და „გვერდით მოვლენებს“ შორის“
ნებისმიერ ფარმაცევტულ მედიკამენტს გამოყენების წესების გარდა ანოტაციაში მითითებული აქვს პრეპარატის
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სასარგებლო რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები