კონიაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კონიაკი

რთული ვანილის არომატისა და რბილი ჰარმონიული გემოს წყალობით კონიაკი არა მარტო მეტად პოპულარულ სასმელად, არამედ კანფეტების, ნამცხვრებისა და ტორტების შეუცვლელ კომპონენტად იქცა.კეთილშობილი სითხის ისტორია კონიაკის სამშობლო საფრანგეთია. მისი სახელწოდება შარანტის დეპარტამენტის ქალაქ კონიაკიდან (ჩოგნაც) წარმოდგება, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

კონიაკის ისტორია XVI საუკუნეში იწყება. ამ შარანტის დეპარტამენტში ყურძნის ისეთი მოსავალი მოვიდა, რომ მისგან დაწურული ღვინის საფრანგეთში გასაღება შეუძლებელი გახდა, ამიტომ სასმელი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიტანეს, მაგრამ მსუბუქი ღვინო გზაში ფუჭდებოდა. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც ღვინის უფრო ძლიერი დესტილატი - საკონიაკე სპირტი დაამზადეს. მეღვინეების ჩანაფიქრით, მომხმარებელს შეეძლო, პროდუქტი განეზავებინა და კვლავ ღვინო მიეღო. კონიაკს დაძველება რომ სჭირდებოდა, ეს მეღვინეებმა შემთხვევით შეიტყვეს.

XVIII საუკუნის დასაწყისში საომარი მოქმედებების დროს ბრიტანეთის ფლოტმა საფრანგეთის სანაპირო დაბლოკა. კონიაკით ვაჭრობა დიდი ხნით შეჩერდა და სასმელი რამდენიმე წლით მუხის კასრებში დარჩა. როდესაც მისთვის მოიცალეს, ცეცხლოვანი სასმლის ნაცვლად ხელთ არომატული ოქროსფერი სითხე შერჩათ, რომელსაც სასიამოვნო და ხავერდოვანი გემო ჰქონდა.

XIX საუკუნის 40-იან წლებამდე საფრანგეთში კონიაკის წარმოებისთვის საჭირო სპირტი მხოლოდ ღვინის გამოხდით მიიღებოდა, მაგრამ საკონიაკე სპირტის წარმოებაში თანდათან სხვა ნედლეულის: შაქრის ლერწმის, ჭარხლის, კარტოფილის - გამოყენებაც დაიწყეს, რამაც ფალსიფიცირებული კონიაკის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. ფრანგული ნატურალური კონიაკის ძირითადი მომხმარებელი ინგლისი იყო, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში უმთავრესად ფალსიფიცირებული პროდუქტი გაჰქონდათ. დღეს კონიაკს მხოლოდ იმ სასმელს უწოდებენ, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ კონიაკის მიდამოებში მზადდება. ჩვენში ამ ტერმინის გამოყენება დასაშვებია პროდუქტის ქვეყნის შიგნით გაყიდვისას. ექსპორტის შემთხვევაში იმავე სასმელს ბრენდი ეწოდება. "ნებისმიერი კონიაკი ბრენდია, მაგრამ ნებისმიერი ბრენდი კონიაკი არ არის", - ამბობენ ფრანგები. კონიაკი მათთვის ეროვნული მონაპოვარია!

  • ქართული კონიაკი და მისი ფუძემდებელი

საქართველოში კონიაკის წარმოებას საფუძველი ჩაუყარა თავისი დროის გამოჩენილმა მოღვაწემ და მეცენატმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა. იგი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაში კონიაკის წარმოების ფუძემდებლად ითვლება.

რუსეთის იმპერიაში კონიაკზე მოთხოვნა XIX საუკუნის II ნახევარში გაიზარდა. კონიაკის სრულყოფილი წარმოების შექმნამდე რუსეთში კონიაკს უწოდებდნენ ყოველგვარ არაყს, რომელიც ყურძნისგან ან მისი ნარჩენებისგან მიიღებოდა. დავით სარაჯიშვილმა სრულიად განსხვავებული წარმოება შექმნა. მან განათლება საფრანგეთში მიიღო, 1884 წელს თბილისში საკუთარი ფირმა დააარსა, 1888 წელს კი პირველი ქართული კონიაკის გამოშვება დაიწყო. დავით სარაჯიშვილის ფირმის საქმიანობამ პიკს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. ის, ეპოქის კვალობაზე, საკმაოდ მრავალმხრივი იყო: სარაჯიშვილი ხდიდა არაყს, ასუფთავებდა სპირტს, ამაგრებდა ღვინოს, ახდენდა სპირტის დენატურაციას, ამზადებდა სხვადასხვა სახის ლიქიორის ნაყენს, რომს, ხდიდა საკონიაკე სპირტს და ამზადებდა კონიაკს. დავით სარაჯიშვილის პროდუქცია საზღვარგარეთაც გადიოდა. მის ნაწარმს იცნობდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინოპოლში. მისი კონიაკები ბაზარზე ცნობილი იყო "კავკასიის ნატურალური კონიაკის" სახელწოდებით, რომლის ეტიკეტს კლდეზე შემდგარი ჯიხვის ემბლემა ამშვენებდა.

  • კონიაკის სამკურნალო თვისებები

მუხის კასრში ყურძნის სპირტი არა მარტო არაჩვეულებრივ გემოს, არამედ მრავალ სამკურნალო თვისებასაც იძენს. კონიაკის შემადგენლობაში შემავალი ტანინი და მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს ც ვიტამინის სწრაფ ათვისებას, აუმჯობესებს ნაღვლის წვენის სტიმულაციას და საჭმლის მონელების პროცესს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხუთიდან ათ წლამდე დაძველების კონიაკი. შედარებით ახალგაზრდა სასმელს ჯერ კიდევ არ გააჩნია კონიაკისთვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი თვისება, ხოლო შედარებით ძველი შესაძლოა მთრიმლავი ნივთიერებებით იყოს გადატვირთული.

  • სტენოკარდიის შეტევისას

ამერიკელი ექიმები გვირჩევენ, სტენოკარდიის შეტევის მოსახსნელად მივიღოთ 20-30 მლ კონიაკი ნატეხ შაქართან ერთად. ტკივილი მართლაც მყისიერად გაივლის.

  • ბრონქული ასთმის დროს

ერთმანეთში კარგად აურიეთ თითო ჭიქა გასრესილი შტოში, თაფლი და კონიაკი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, თითო სუფრის კოვზი. მკურნალობის კურსია 1 კვირა.

  • ქრონიკული მშრალი ხველის დროს

1 კგ ნიგვზის უღელს დაასხით 0,5 ლ კონიაკი, 1 კვირით დატოვეთ მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსია 14 დღე, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.

  • პანკრეატიტის დროს

ერთმანეთში აურიეთ 1 ლ კონიაკი, 1 კვერცხის ცილა და ნახევარი ლიმონის წვენი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსია 3-4 კვირა.

  • პოტენციის დასაებლადხმარ

1 სირჩა კონიაკში აურიეთ კვერცხის გული და მიიღეთ ინტიმურ სიახლოვემდე ერთი საათით ადრე.

  • კბილის ტკივილისას

1 სირჩა კონიაკში გახსენით 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი, დაასველეთ მასში ბამბის 2 ცალი ტამპონი. ერთი მტკივანი კბილის მხარეს ყურში ჩაიდეთ, მეორე კი თავად კბილზე დაიდეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ შვებას იგრძნობთ.

  • ფარინგიტისა და ლარინგიტის დროს

1/2 ჭიქა ანისულის მარცვალს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გაფილტრეთ, დაამატეთ 1/4 ჭიქა ცაცხვის თაფლი და წამოადუღეთ. შემდეგ ქურიდან გადმოდგით და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კონიაკი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 4-5 დღეა. ხმის დაკარგვის დროს გამოგადგებათ შემდეგი საშუალება: აიღეთ 3-3 სუფრის კოვზი კონიაკი და თაფლი და 3 უმი კვერცხი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 15-30 წუთში ერთხელ მთელი დღის განმავლობაში.

  • გაციებისას

მომინანქრებულ ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ 1 ჭიქა მაგარი ტკბილი ჩაი, 1 სუფრის კოვზი რომი და 1 ჩაის კოვზი კონიაკი, დაახურეთ თავზე და წამოადუღეთ. მიიღეთ თბილი, 100-100 მლ დღეში 1-2-ჯერ. სასურველია, მიღების შემდეგ ჩაწვეთ ლოგინში და თბილად დაიხუროთ.

  • ტუბერკულოზის დროს

საპნითა და მდუღარე წყლით გულდასმით გარეცხეთ 6 ცალი თეთრი უმი კვერცხი, გააშრეთ, გაწმინდეთ არყით ან სპირტით და ჩააწყვეთ ქილაში, დაასხით 10 ცალი ლიმონის წვენი. ქილას შემოახვიეთ მუქი ქაღალდი, დააფარეთ დოლბანდი და დადგით მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას (მაგრამ არა მაცივარში). 3-5 დღის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი გალღვება. ამის შემდეგ ჩაუმატეთ 12 სუფრის კოვზი ცაცხვის თაფლი და 3/4 ჭიქა კონიაკი. კარგად აურიეთ, გადაასხით მუქი მინის ბოთლში და სიგრილეში შეინახეთ. მიიღეთ საჩაროზე კოვზით დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსია 1-2 თვე.

  • დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს

აიღეთ ალოეს 4 ფოთოლი და სურნელოვანი ნემსიწვერას 8 ფოთოლი, დაჭერით, დაასხით 4 სუფრის კოვზი კონიაკი, დაამატეთ 8 სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი და 5 წვეთი იოდი. გადაასხით ნახევარლიტრიან ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, 10 დღეს სიბნელეში გააჩერეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა.

  • კალციუმის უკმარისობისა და ოსტეოპოროზის პრიფილაქტიკისთვის

ჩააგდეთ ჭიქაში ქათმის უმი კვერცხი, დაასხით თანაბარი რაოდენობის ახალგამოწურული ლიმონისა და კონიაკის ნარევი, დაახურეთ დოლბანდი. 2 კვირის შემდეგ კვერცხი ფრთხილად ამოიღეთ, ნაყენი კი მიიღეთ ჩაის კოვზით დღეში 2-ჯერ. მკურნალობა ხანგრძლივია - ნახევარ წელიწადს მაინც გრძელდება, მაგრამ ძალიან ეფექტურია.

  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს

აურიეთ ერთმანეთში 200 გ დაქუცმაცებული არყის ხის სოკო, 50 გ გამომშრალი ფარსმანდუკი, კრაზანა, ასკილი, ფიჭვის გირჩა და მაისში შეგროვილი აბზინდა. ნარევს დაასხით 5 ლ წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე 2 საათით, ისე, რომ არ აგიდუღდეთ, შემდეგ 2 საათით წყლის აბაზანაზე დატოვეთ, ბოლოს გაწურეთ, შეურიეთ 0,5 კგ თაფლი, 1 ჭიქა ალოეს წვენი და 1 ჭიქა კონიაკი. 3 დღით დადგით სიბნელეში, თან ყოველდღიურად ურიეთ. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსია 3 კვირა. საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს მიიღეთ შემდეგი სქემით: პირველ 6 დღეს - დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი ჭამამდე 1/2 საათით ადრე; მე-7-დან 21-ე დღემდე - დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

წამალი მაცივარში შეინახეთ.

  • სირსველის დროს

აურიეთ ერთმანეთში შტოშის ნაყოფი და თაფლი, კვერცხის გული და 1/2 ჩაის კოვზი კონიაკი. დაიდეთ დაზიანებულ კანზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენი და სტერილური დოლბანდი. 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის კურსია 10-12 დღე.