თაფლის სარგებელი
თაფლი სიტკბოს იღებს მისი ქიმიური შემადგენლობით. ზოგიერთი მინერალის გარდა, ის შედგება ორი მარტივი შაქრისგან, რომელსაც გლუკოზა და ფრუქტოზა ეწოდება.
თაფლი შეიძლება იყოს:
ნედლი - პირდაპირ სკიდან მოდის. ნედლი თაფლი ყველაზე ნაკლებად დამუშავებულია და მეტად გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. იგი, როგორც წესი, ითვლება უსაფრთხო საჭმელად, გარდა 1 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის, რომლებიც უნდა მოარიდოთ თაფლის მიღებას.
პასტერიზებული -ასეთი თაფლი დამუშავებულია მისი შენახვის ვადის გასაუმჯობესებლად. ასევე შეიძლება დამატებული ჰქონდეს სიმინდის სიროფი ან სხვა დამატკბობელი.
შეინახეთ თაფლი გრილ ადგილას, მზისგან დაცულ ადგილას. მაგრამ ზოგჯერ, თუნდაც იდეალურ ადგილზე, თაფლი შეიძლება დაკრისტალდეს და გამაგრდეს. თაფლი გლუკოზის უფრო მაღალი თანაფარდობით ფრუქტოზასთან შედარებით უფრო ადრე კრისტალიზდება. მაგრამ, კრისტალიზებული თაფლი უსაფრთხოა საჭმელად, დიეტოლოგების რეკომენდაციით, მისი გამოყენება შეიძლება კარაქის მსგავსად.
თაფლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მინერალებს, ფერმენტებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ:
თაფლი ამცირებს ხველას: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ამერიკის პედიატრიის აკადემია თაფლს მიიჩნევს, როგორც ხველის შემცირების ბუნებრივ საშუალებას.
თაფლში შემავალი ანტიოქსიდანტები შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის დაავადებების რისკის შემცირებასთან.
თაფლმა შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებების შემსუბუქებას, როგორიცაა დიარეა, რომელიც დაკავშირებულია გასტროენტერიტთან. თაფლი ასევე შეიძლება იყოს ეფექტური, როგორც ორალური რეჰიდრატაციის თერაპიის ნაწილი.
თაფლს შეიძლება ჰქონდეს შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ თაფლი ხელს უწყობს მეხსიერების დარღვევის თავიდან აცილებას.
მიუხედავად ამისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომედაციით, ქალებმა დღეში არ უნდა მიიღონ 24 გრამზე მეტი შაქარი, ხოლო კაცებმა 36 გრამზე მეტი. ვინაიდან, თაფლი შაქრის დამატებით წყაროს წარმოადგენს, მისი გამოყენებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა.
როგორ ავირჩიოთ თაფლი
სუფთა თაფლი, მინარევების გარეშე (შაქარი, სახამებელი, ლითონი), როგორც წესი გამჭვირვალეა. პროდუქტისთვის უჩვეულო დანამატების შემთხვევაში - შემღვრეული ფსკერზე ნალექიც კი შეიძლება შეინიშნებოდეს. ნამდვილი თაფლი გამჭვირვალეა, თუკი არ დაუწყია ჩაშაქრება (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება.
ნამდვილი თაფლი კოვზიდან გადმოდის უწყვეტი ნაკადით, ხოლო ფალსიფიცირებული წვეთწვეთობით წვეთავს.