/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-ბავშვი არის 9 წლოს გოგონა , არის ძალიან გაფანტული გონების, რამეს რომ ვავალებ რამოდენიმეჯერ უნდა გაუმერო რომ გააკეთოს. შუა კითხვის დროს ფიქრები სხვა რამეზე აქვს გადატანილი. ტელევიზორის ყურების დროს მთელი მისი ემოციებით ჩართულია და რომ ვეძახი არ ესმის იმდენად ყურადღებით უსმენს! ასევე თამაშის დროს რაიმე დავალების შესრულება უჭირს ბურთის სწორად გაგორება ხტუნვა სხვა ბავშვებს უკეთ გამოსდით ამას თითქმის არაფერი ეხერხება გარად ლამაზად ხატვის. გთხოვთ მირჩიოთ რომელ ექიმს მირჩევთ ვის მივმართო? ან რა რჩევებს რა აქტივობებს მირჩევთ რომ ბავშვი მეტად ფხიზელი და გონება მახვილური გახდეს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინა და რელიგია

მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც

მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც
სიტყვა პატრიარქისა : "ფიზიოლოგი პავლოვი მღვდლის შვილი იყო. როცა რუსეთში რევოლუცია მოხდა, ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს: "ნუთუ თქვენ,

მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მორწმუნე ბრძანდებით?" პავლოვმა უპასუხა: "როცა ადამიანის სისხლს სწავლობ, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმინდანი გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობას!" ეს ამბავი მომითხრო ამ დიდი მეცნიერის, პავლოვის მოწაფემ, როცა მე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი". ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თანამედროვე მედიცინა აღიარებს მარხვის დადებით ზეგავლენას ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დაცვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ექიმი ზურაბ ვარაზი:

- ცოცხალი ადამიანი მუდმივ კონტაქტშია ირგვლივ მყოფ სამყაროსთან. იგი ახდენს ნივთიერებათა ცვლას, გარემოდან ითვისებს მისთვის საჭირო ნივთიერებებს და გამოყოფს დაშლილ პროდუქტებს. საკვები, რომელსაც ადამიანი ღებულობს, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს.

  • ცილებს დიდი რაოდენობით შეიცავს ხორცი, თევზეული, რძის პროდუქტები, კვერცხი, ხოლო მცენარეული საკვებიდან - სოია, ლობიო, მუხუდო, მარცვლეული. ცილებს ორგანიზმი იყენებს ახალი უჯრედების მშენებლობისთვის;
  • ცხიმები იყოფა ცხოველურ (კარაქი, ერბო, ქონი) და მცენარეულ (მაგ., ზეთი) ცხიმებად. ცხოველური ცხიმები დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ლაგდება სისხლძარღვთა კედლებში, იწვევს ათეროსკლეროზს და ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას და დაავადებას. ამიტომ, უმჯობესია რაციონში ვიყენებდეთ მცენარეულ ცხიმებს.
  • ნახშირწყლები ენერგეტიკული ნივთიერებებია. მათი ქიმიური დაშლით გამოყოფილ ენერგიას ორგანიზმი იყენებს ცხოველმოქმედებისთვის. აგებულებითა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების თავისებურებით ადამიანი უპირატესად მცენარეული საკვებით უნდა იკვებებოდეს.
  • პური

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველაზე უნიკალური საკვები, რომელიც ღმერთმა ადამიანს გაუჩინა, პურია. იგი შეიცავს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს. მას აქვს მაღალი კვებითი ღირებულება. პურს აქვს უნიკალური თვისებები: მას ვიღებთ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მთელი სიცოცხლის მანძილზე და იგი არასოდეს გვბეზრდება. ასეთი თვისება არ ახასიათებს არც ერთ სხვა პროდუქტს. პური თვითონ მაცხოვარმა აკურთხა და უწოდა მას თავისი სხეული. საქართველოში პური უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა ძირითად საკვებს.

  • "მშობლიური საკვები"

საერთოდ, ადამიანი უკეთესად ითვისებს იმ საკვებს, რომელიც მის საცხოვრებელ რეგიონში მოიპოვება, მისთვის ტრადიციულია და მასთან ენერგეტიკულად ახლოა. დღეს მოდაშია სხვადასხვა ხელოვნური კომბინირებული ნარევები, რითაც კვებავენ მცირეწლოვან ბავშვებს. მართალია, ისინი შექმნილია რაციონალური კვებისთვის საჭირო ყველა ნივთიერების დამატებით, მაგრამ მასში არ არის ის მასაზრდოებელი ელემენტები, რომელსაც იძლევა მშობლიური მიწა, რომელთანაც გენეტიკურად ვართ დაკავშირებული. ამიტომ არის, ალბათ, ასე გავრცელებული ალერგიული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დიათეზი. ქართველი ბავშვი საქართველოში მოყვანილი ხილ-ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით უნდა გაიზარდოს ისე, როგორც იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები. ეკლესიური ცხოვრება მოითხოვს მარხვას.

  • მარხვა

მარხვა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მდგომარეობაა. მას ხელს უწყობს ცხოველური საკვებისგან თავშეკავება. მარხვის დროს ცილოვანი ნივთიერებების დეფიციტი რომ არ გაჩნდეს, საჭიროა ადამიანმა მიიღოს ლობიო, სოია, მუხუდო, ბურღულეული, ვიტამინებით მდიდარი ახალი ბოსტნეული.

სხეული მარხვის დროს ფიზიკურად იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან. ადამიანი გრნობს სიმსუბუქეს. ქოლესტერინის რაოდენობა მცირდება სისხლში. აღსარებითა და ზიარებით სული იწმინდება და მშვიდდება. მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების შენახვით ადამიანი ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნებს ჯანმრთელობას.

ასევე დაგაინტერესებთ
მარხვის შემდეგ არასამარხვო კვებაზე თანდათანობით გადასვლა მნიშვნელოვანია
რა საკვები უნდა მიიღონ მარხვაზე მყოფმა ადამიანებმა რკინის ალტერნატიულ წყაროდ

ზოგ შემთხვევაში, ავადმყოფობის დროს, ადამიანს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული სახის საკვების მიღება. ასეთ სამკურნალო კვებას დიეტა ეწოდება. დიეტა ხელს უწყობს განკურნებას. ავადმყოფ ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამკურნალო კვება, ორსულ, მეძუძურ ქალებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ეკლესია ათავისუფლებს მარხვისაგან. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, იგი თანდათან უნდა შევაჩვიოთ მარხვას. შემდგომში ეს მისი ცხოვრების წესი გახდება, აღარ გაუჭირდება მარხვის შენახვა და რაც მთავარია, ამით ხელს შევუწყობთ მათ დღეგრძელ, ჯანმრთელ სიცოცხლეს.

მარხვას უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. იგი აჩვევს მოთმენას, თავშეკავებას, ადამიანს უვითარებს ნებისყოფასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

მარხვის დამთავრების შემდეგ ადამიანი გრძნობს დიდ სიხარულს, რომ მას შეუძლია ღვთის გულისათვის მსხვერპლის გაღება. ღმერთიც უხვად აჯილდოებს მას თავისი მადლით.

ქრისტეს აღდგომის სიხარულს ჭეშმარიტად გრძნობს ის ადამიანი, რომელიც ინახავს დიდმარხვას. ეს მისი განახლება და აღდგომაცაა. ქართველი ხალხი უთუოდ დაიბრუნებს თავის სიძლიერეს, თუ დედაეკლესიის ლოცვა-კურთხევით ქრისტიანულად იცხოვრებს.

  • წმიდა მამები გვასწავლიან:

  • "სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება" (აბბა პიმენი).
  • "არ იქნებოდა სამართლიანი, ძლიერი და სუსტი ორგანიზმისთვის ერთნაირი მარხვა დაგვეწესებინა" (წმიდა ბასილი დიდი).
  • "ნურასოდეს იტყვი - დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე" (წმიდა ეფრემ ასური).

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა კავშირი აქვს ერეკლე მეორეს ვაქცინაციის დანერგვასთან საქართველოში?
რა კავშირი აქვს ერეკლე მეორეს ვაქცინაციის დანერგვასთან საქართველოში?
ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი იმის შესახებ არის თუ არა აუცილებელი სხვადასხვა სახის აცრები
სრულად
"ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი"
"ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი"
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ
სრულად
პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ
პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
სრულად
ზეთისცხების საიდუმლო
ზეთისცხების საიდუმლო
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.
სრულად
წმინდა პატაპიოსის სასწაულები
წმინდა პატაპიოსის სასწაულები
წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.
სრულად
ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე
ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე
ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
ბოლო წლებში თმის ცვენა დამეწყო. თმის ძირების გასაძლიერებელმა სხვადასხვა საშუალებამ და შამპუნებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
სრულად

სამკურნალო წერილები

ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ტროფიკული წყლულები შემთხვევაში დაგეხმარებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

სამყურა სტომატიტს შველის
სამყურა სტომატიტს შველის
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც სტომატიტის დროს დაგეხმარებათ.
სრულად

მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები