/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარმაკოლოგია

რა უნდა გავითვალისწინოთ წამლების მიღებისას

წამლების შეძენისა და მიღებისას ადამიანები, როგორც წესი, ვადასა და სხვა პრეპარატებთან მათ შეთავსებას აქცევენ ყურადღებას. ეს, რა თქმა უნდა, სწორია და აუცილებლად ყურადსაღები.

მაგრამ, მედიკამენტების საკვებ პროდუქტებთან შეთავსება­დობასაც რომ უნდა მიექცეს ყურადღება, ეს ბევრმა არ იცის. ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებ რაციონს, დღის განმა­ვლობაში საკვებად გამოყენებულ პროდუქტებსა და სითხეებს, ჩაის ვსვამთ, ყავასა თუ რძეს.

მკითხველის ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ:

  • სამკურნალო პრეპარატებთან შეთავსების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე „სახიფათო“ პროდუქტი გრეიპფრუტი და მისგან მიღებული წვენია. სამწუხაროდ, დაფიქსირებულია გარდაცვალების ფაქტიც კი იმ ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატის მიღების პარალელურად დღეში რამდენიმე ჭიქა გრეიპფრუტის წვენს სვამდა. როგორც ცნობილია, გრეიპფრუტი და მისი წვენი შეიცავს ღვიძლის ფუნქციობის რამდენადმე დამაქვეითებელ, მედიკამენტების ცალკეულ კომპონენტებად დაშლის შემაფერხებელ ნივთიერებებს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სამკურნალო საშუალებათა დაშლის შეფერხება, შესაბამისად, ორგანიზმში მათი გავრცელების პროცესსაც აფერხებს. ამის შედეგად კი სამკურნალო წამლის ჰიპერდოზირება (გადაჭარბება) ხდება. მაგალითად, თუ ადამიანი იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატს და იმ დღესვე დალევს გრეიპფრუტის წვენს, ხელს შეუწყობს წამლის დოზის გაორმაგებას. გრეიპფრუტს ვერ „ეწყობიან“ ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე პრეპარატები და სხვა მრავალი მედიკამენტი. დღეისათვის ამ სიაში 50-ზე მეტი დასახელების პრეპარატია.
  • მედიკამენტების მიღებისას ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ რძეც. ეს უკანასკნელი კოფეინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას ანეიტრალებს. რძესთან შეუთავსებელია ანტიბიოტიკები, ასკოფენი, ციტრამონი. რძე გარკვეულწილად შემაფერხებელია რკინის შემცველი პრეპარატებისთვის.
  • მწარე აბების მიღებისას ადამიანები მათ ხშირად ტკბილ გაზიან სასმელს ან უბრალოდ მინერალურ წყალს აყოლებენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. მედიკამენტებს მხოლოდ წყალი უნდა მივაყოლოთ. არავითარ შემთხვევაში გაზიანი სასმელი! ნახშირორჟანგი ხომ ცვლის მედიკამენტების მჟავიანობას და ე. ი. მათ თვისებებს. გაზიან სასმელებზე ბევრად ნაკლებ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვეულებრივი წვენების მიყოლება. თუმცა არც მათი გამოყენებაა რეკომენდებული მედიკამენტის მისაღებად. წვენები აქვეითებენ ანტიბიოტიკების, ნო-შპის აქტივობას, აძლიერებენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ტოქსიკურობას. წვენებისადმი „მეგობრული დამოკიდებულებით“ გამოირჩევა პოლივიტამინური კომპლექსები და რკინის პრეპარატები. როდესაც აღნიშნულ საშუალებებს წვენებს აყოლებენ, ორგანიზმში მათი შეწოვა უმჯობესდება.
  • წამლის მოქმედების ეფექტურობა მხოლოდ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რა სახის სასმელს ვიღებთ დღის განმავლობაში, უშუალოდ რას ვაყოლებთ მედიკამენტს, არამედ იმაზეც, თუ რა სახის საკვებს ვჭამთ დღის განმავლობაში, რა პროდუქტებითაა წარმოდგენილი ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამი. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვები რაციონის შემადგენლობას და რაოდენობას. მაგალითად, იმისათვის, რომ A ვიტამინი დროულად და სათანადოდ შეითვისოს ორგანიზმმა, საკვები რაციონი ცხიმებით უნდა გავამდიდროთ. ასეთივე საკვები რეკომენდებულია მეტრონიდაზოლის, სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატებისა და ტრანკვილიზატორების მიღებისას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხიმიანი საკვები აქვეითებს თირკმლის ინფექციების სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების მოქმედებას. ტუბერკულოზის სამკურნლოდ გამოყენებული პრეპარატი – იზონიაზიდი „ვერ ეწყობა“ მარილიან და მჟავე პროდუქტებს. სამაგიეროდ, ცილებით მდიდარი საკვები მასთან კარგად „ურთიერთქმედებს“. ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მოქმედების ეფექტურობას ცხიმებითა და შაქრებით მდიდარი საკვები აქვეითებს.
  • ხილი, ბოსტნეული და კენკროვნები მეტად სასარგებლო და უვნებელ საკვებადაა მიჩნეული. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნან ორგანიზმს. მაგალითად, საკმარისია, ჰიპერტონიული დაავადების მქონე პირმა მარწყვის ან შავნაყოფიანი ცირცელის წვენი მიიღოს, რომ მას არტერიული წნევა მკვეთრად დაუქვეითდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მარწყვიც და ცირცელიც სისხლძარღვთა გამაფართოებელ ნივთიერებებს უხვად შეიცავს. ბოლოკი, ბოლოკურა, კომბოსტო (თეთრთავიანი), მწვანე სალათი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა გავლენას ასუსტებს.
  • ისპანახი, მჟაუნა და სხვა მწვანე ბოსტნეული მდიდარია K ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ამიტომაც მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატები აქვს დანიშნული. ათეროსკლეროზის სამკურნალო საშუალებებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულის მიღება კი, პირიქით, სასარგებლოა. ამ შემთხვევაში საკვებ რაციონში განსაკუთრებით აუცილებელია კიტრის, პომიდვრის, სტაფილოს, ჭარხლისა და კომბოსტოს ჩართვა, რათა ორგანიზმმა წარმატებით შეძლოს ქოლესტერინის სათანადო რაოდენობის შეთვისება და წიდების გამოდევნა. ჰომეოპათიური საშუალებების გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ყავის, სპირტიანი სასმელების, პიტნის ნაყენის, სუნელებით შეზავებული კერძების, არომატიზატორებითა და საღებავებით გაჯერებული საკვების მიღება.
  • მცენარეული ნაყენებისა და ნახარშების უმრ­ავლესობა ჭამამდე უნდა მიიღოთ. ჭამის შემდეგ, ჩვეულებრივ, ინიშნება ის მედიკამენტები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს – მეტრონიდაზოლი, ინდომეტაცინი, ანტიბიოტიკების უმრავლესობა, სტეროიდები. იმისათვის, რომ ამ პრეპარატების მავნე მოქმედება განეიტრალდეს, მათ ბრინჯის ნახარშს აყოლებენ. ნაღველმდენი მცენარეული საშუალებებისა და მადისაღმძვრელი პრეპარატების მიღება ჭამადე 15-20 წუთით ადრეა რეკომენდებული, საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა – კვების დაწყებისთანავე, პოლივიტამინებისა კი – ჭამის პროცესში.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული მკურნალობა და როგორ შეარჩევენ ექიმები ანტიბიოტიკებს?

ანტიბიოტიკები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში.
სრულად
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის - ექიმი თამარ მამაცაშვილი სტატინების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს

რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის და ზოგადად რის მიხედვით შეარჩევენ ხოლმე სტატინს კონკრეტული პაციენტისთვის?
სრულად
რომელ მედიკამენტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები?

რძის პროდუქტებმა, როგორიცაა რძე, იოგურტი და ყველი, შეიძლება შეამცირონ ანტიბიოტიკების შეწოვა.
სრულად
რომელი წამლები იწვევენ სმენის დაქვეითებას

დადასტურებული ტოქსიკური ეფექტების მქონე წამლები,
სრულად
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები
ხველა ფართოდ გავრცელებული და, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია.
სრულად
მეცნიერებმა მალარიის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატი შექმნეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID) სპეციალისტებმა შეიმუშავეს მალარიის პრევენციის ახალი ეფექტური საშუალება. ამისათვის მათ მონოკლონური ანტისხეულების საფუძველზე შექმნეს ვაქცინა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა გავითვალისწინოთ წამლების მიღებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები