თევზის მარინადი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

თევზის მარინადი

თევზის მარინადი

6 ულუფა,
თითოეული - 220 კკალ
ცილები - 8 გ,
ცხიმები - 9 გ,
ნახშირწყლები - 5 გ

საჭიროა: 1 კგ თევზი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი, შავი პილპილი;
მარინადისთვის - 3 ცალი სტაფილო, 1 ნიახურის ძირი, 3 თავი ხახვი, 5 სუფრის კოვზი ზეთი,

 100 გ ტომატ-პასტა, 1 ლიმონის წვენი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, ბაჰრის 7 მარცვალი, 2 ცალი მიხაკი, შაქრის ფხვნილი.

 თევზი გაწმინდეთ, გარეცხეთ, გამოაცალეთ ძვლები, მოაჭერით თავი და ამოაცალეთ ლაყუჩები. თავსა და ძვლებს დაასხით 500 მლ წყალი და მოხარშეთ. მზა ბულიონი გაფილტრეთ.

ფილე მსხვილად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში.
სტაფილო და ნიახურის ძირი გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული მოხრაკეთ ზეთში, დაამატეთ ტომატ-პასტა და 20 წუთის განმავლობაში შუშეთ, დროდადრო ურიეთ. შემდეგ დაამატეთ 250 მლ ბულიონი, ბაჰრი, მიხაკი, დაფნის
ფოთოლი და 10 წუთს ადუღეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. თევზის ნაჭრები გადმოიღეთ სასალათეში, მოასხით მარინადი, დაახურეთ თავზე და მთელი ღამით შედგით მაცივარში.

ექიმის კომენტარი

მარინადში ჩაწყობილი თევზი შესანიშნავი მეორე კერძია. ის ძალიან გემრიელია, თანაც ზაფხულის პაპანაქებაში ცივი გეამებათ. რაც შეეხება თევზის სასარგებლო თვისებებს, შეგახსენებთ, რომ მასში ზომიერად არის ცილები, ნახშირწყლები, უხვად - მინერალური მარილები და ვიტამინები, ცხოველურ ცხიმს კი თითქმის არ შეიცავს და არც იმდენად კალორიულია, რომ გასუქების შეგეშინდეთ. შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ნაჭერი თეთრი პური და ხილის ახალგამოწურული წვენი.

 

შნიცელი ქამა სოკოთი ფლორენციულად

4 ულუფა,
თითოეული - 340 კკალ
ცილები - 39 გ,
ცხიმები - 19 გ,
ნახშირწყლები - 2 გ

საჭიროა: 2 თავი ხახვი, 250 გ ქამა სოკო, 4 ცალი ხბოს ხორცის თხელი შნიცელი, 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ცალი პომიდორი, 150 გ ყველი, 1 სუფრის კოვზი ბაჰრი, რეჰანის ფოთლები,
მარილი, შავი პილპილი.

ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ. სოკო გაარჩიეთ, გარეცხეთ, გააშრეთ და ძალიან წვრილად დაკეპეთ. ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ და ოდნავ დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და ბაჰრი.
გააცხელეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწვით შნიცელი ორივე მხრიდან (თითო მხარეს - თითო წუთის განმავლობაში). საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ შნიცელი.
ტაფაზე დარჩენილ ცხიმში მოხრაკეთ ხახვი და სოკო, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაამატეთ ხორცს.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. პომიდვრები გარეცხეთ და დაჭერით. დაჭერით ყველიც. პომიდვრისა და ყველის ნაჭრები მოაწყვეთ ხორცს და 12-15 წუთით შედგით ღუმელში შუა დონეზე.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ რეჰანის ფოთლებით.

ექიმის კონტარი

გირჩევთ, ეს უგემრიელესი კერძი სადილზე, მეორე კერძად (ბოსტნეულის წვნიანის შემდეგ) მიირთვათ. ის ზომიერად კალორიულია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ნაჭერი თეთრი პური, დესერტისგან თავის შეკავება კი არ გაწყენთ.
ამგვარადვე შეგიძლიათ მოამზადოთ შნიცელი ინდაურის ან ქათმის ხორცისგან. მთავარია, ხორცი წინასწარ მსუბუქად შეიწვას ორივე მხრიდან, შემდეგ კი ღუმელში გამოცხვეს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
დიასახლისები საზამთროდ მხოლოდ მურაბებსა და კომპოტებს კი არ იმარაგებენ, ბოსტნეულსაც.
სამზარეულოს ღრუბელი, სახლში, ერთერთი ყველაზე საშიში და ჭუჭყიანი საგანია.
ბინას, მის მოწყობასა და ესთეტიკას, სივრცის განაწილებას, ქალების უმრავლესობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბინის მორთულობა არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციურიც უნდა იყოს, მოხერხებულ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდეს.
ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
გაზაფხული – მკვეთრი ფერებისა და სურნელოვანი ყვავილების დროა არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ ყოველ სახლში.
ჯანმრთელობა რომ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ, აუცილებელია სწორი კვება.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად