/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სანდო რჩევები

რატომ გვიყვარს მარილიანი საკვები

რატომ გვიყვარს მარილიანი საკვები
ყველაზე ჩვეული ზოგჯერ გაუგებარი ხდება. საკვების გემო ამ რიგიდანაა.

კულინარები, რომლებიც მას ქმნიან და მეცნიერები, რომლებიც მას იკვლევენ, დღემდე ცდილობენ გაერკვნენ, რა გემოები არსებობს და რით განსხვავდებიან. თითოეული საბაზისო გემოს უჯრედებს შესაბამისი რეცეპტორები შეესაბამება. საკვების პირში მოხვედრისას მასში არსებული მოლეკულები ურთიერთქმედებენ რეცეპტორებთან. ეს ქიმიური სიგნალი გარდაიქმნება ელექტრულად და გადაეცემა ქალას ნერვებს ჯერ ტვინის ღეროში და შემდეგ სხვა განყოფილებებში, სადაც აღიქმება გემო.

რატომ უნდა შევიგრძნოთ გემო

გავრცელებული ჰიპოთეზით, გემოს გარჩევის უნარი ცხოველებს განუვითარდათ იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სასარგებლო ნივთიერებები და მორიდებოდნენ შხამიან საკვებს. ადამიანს ყველაზე მეტი მწარე გემოს შემგრძნები რეცეპტორი აქვს. ჩვეულებრივ, ეს უსიამოვნო გემოა და ბევრი მწარე ნივთიერება სახიფათოა. ტკბილი და უმამი (ერთში არის შაქარი, მეორეში – ცილების გლუტამატი) უფრო ხშირად მოგვწონს. მჟავე გემოს გარჩევის არსი ძნელი ასახსნელია. შესაძლოა, ეს გემო სიგნალს გვაძლევს, რომ ნაყოფი უმწიფარია და საჭმელი – გაფუჭებული. ამიტომ, უმჯობესია, არ მივიღოთ. მაგრამ მჟავე სასიამოვნოცაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგიერთი ცხოველი ყველა საბაზისო გემოს ვერ ასხვავებს. კატები ვერ გრძნობენ ტკბილს.

გემოს რეცეპტორები საჭიროა იმისათვის, რომ ორგანიზმში არ იყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ქიმიური ელემენტების დისბალანსი. მცენარეებში ნაკლებადაა ცილა, შესაბამისად, აზოტი. სასიამოვნო უმამის გემო არის სტიმული ცილოვანი საკვების მოსაძიებლად.

მიჩნეულია, რომ მარილიანის შეგრძნება გვეხმარება ქიმიური ელემენტის ნორმალური კონცენტრაციით შენარჩუნებაშიც. ეს ელემენტია ნატრიუმი. ნატრიუმის დადებითი იონები აღწევს უჯრედის გარსის სპეციალურ არხებში, ცვლის მუხტს მათ გარეთა და შიგნითა მხარეს. ამაზეა დამოკიდებული უჯრედის მუშაობა. მაგალითად, ნეირონები მუხტის ცვლილებით გადასცემენ ან აჩერებენ სიგნალებს. ნატრიუმის გარეშე უჯრედებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეუძლიათ.

ნატრიუმი ასევე მოქმედებს ორგანიზმში სითხის განაწილებაზე. ბევრი ცხოველი ეძებს და იმახსოვრებს იმ ადგილს, სადაც არის მარილი ან ნატრიუმის სხვა ნაერთი, ჭამს მას დიდი რაოდენობით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნატრიუმის მიმართ არის თანდაყოლილი მადა. ადამიანს უყვარს მარილიანი საკვები და მას ჭარბად მიირთმევს. მარილისადმი ლტოლვა მაშინვე არ ვლინდება. ახალშობილები ან გულგრილები არიან მარილიანის მიმართ, ან საერთოდ არ უყვართ. მაგრამ ამ ასაკში ადამიანები მარილზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. 4-6 თვისთვის ზოგიერთი ბავშვი უკვე უპირატესობას ანიჭებს მარილიან წყალს. შემდგომში უპირატესობები ვლინდება საკვების არჩევაში, ხოლო ხსნარები უკვე უსიამოვნო ხდება.

მოგვიანებით მათ, ვინც სიცოცხლის პირველ თვეებში იღებდა ბევრ მარილს, არტერიული წნევა დანარჩენებთან შედარებით საშუალოდ მაღალი აქვთ. ამის გამო მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ მარილის ადრეულ ასაკში გასინჯვა განაპირობებს მომავალში მის უფრო მეტად მოხმარებას. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრებაა. ფიზიოლოგიურად, მარილიანის მოყვარულებს შორის მეტია ისეთი, ვისაც ნატრიუმის ნაკლებობა ჰქონდა დაბადებამდე ან ჩვილობის ასაკში. ასეთი რამ ხდება, როდესაც დედას ორსულობისას აღენიშნება ტოქსიკოზი და ხშირი ღებინება, ახალშობილებს შორის – დიარეა ან არასწორად შერჩეული ბავშვთა საკვები.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ნატრიუმის არასაკმარისი რაოდენობის გარეშე ტვინი და ჰორმონული სისტემა, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას, გადახრებით ფორმირდება.

სხვა კანონზომიერება მიუთითებს იმაზეც, რომ მარილიანის სიყვარული დამოკიდებულია ფიზიოლოგიურ თავისებურებაზე. მაგალითად, მოზარდები მეტ მარილს იღებენ, ვიდრე მოზრდილები, ხოლო მამაკაცები – მეტს, ვიდრე ქალები. შესაძლოა, ბოლომდე არ ვიცით, რამდენი მარილი გვესაჭიროება, რადგანაც დედამიწაზე ადამიანები მას აუცილებელ მინიმუმზე გაცილებით მეტს მოიხმარენ.

ზოგჯერ ქცევა ვითარდება ბიოლოგიური აუცილებლობიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ არის მისით განპირობებული.

კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანებს უშუალოდ მარილიანი კი არ მოსწონთ, არამედ გარკვეული საჭმლის მარილიანი გემო.

მარილი მოქმედებს სხვა გემოებზეც: აძლიერებს სიტკბოებას და აშორებს სიმწარეს. რამდენიმე მწიკვმა მარილმა შეიძლება ცუდი ხარისხის ყავის გემო მისაღები გახადოს. კვების მრეწველობაში მას იყენებენ დამუშავებულ ხორცში დამჟავებული ცხიმების გემოსა და სიმინდის ფანტელებში ლითონის გემოს მოსაშორებლად. ცომში ამატებენ იმისათვის, რომ ის ძალიან რბილი არ გამოვიდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მარილის 70-75% ევროპელების რაციონში ხვდება დამუშავებული პროდუქტებიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, დღის განმავლობაში მივიღოთ 5 გრამი (1 ჩაის კოვზი) მარილი. ევროპელების უმრავლესობა იღებს 8-11 გრამს. ნატრიუმი ხელს უწყობს სისხლის წნევის მატებას, რის შედეგადაც იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი. ეს უკანასკნელი კი მსოფლიოში პირველია სიკვდილის გამომწვევ ფაქტორთაგან.

რადგანაც მარილის სიყვარული ვნებს ჯანმრთელობას და ცოტა თუ სჯერდება რეკომენდებულ ზღვარს, შესაძლებელია მოვიძიოთ მარილის შემცვლელები. თუმცა ძირითადი რეცეპტორების სპეციფიკურობის გამო, რომლებიც მხოლოდ ნატრიუმს აღიქვამს, ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გარდერობის 7 ნივთი, რაც შვებულებაში უნდა წაიღოთ, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ელეგანტურად გამოიყურებოდეთ
გარდერობის 7 ნივთი, რაც შვებულებაში უნდა წაიღოთ, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ელეგანტურად გამოიყურებოდეთ
სავსებით შესაძლებელია, გამოიყურებოდე ელეგანტურად დიდი ძალისხმევის გარეშე - იმ ნივთებისა და აქსესუარების წყალობით, რომლებიც შეიძლება შვებულების ჩაცმულობის საფუძველი გახდეს.
სრულად
სხეულის პოზები ძილის დროს - რა უნდა ვიცოდეთ
სხეულის პოზები ძილის დროს - რა უნდა ვიცოდეთ
ძილი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის არა მხოლოდ ხელს უწყობს ძალების აღდგენას სამუშაო დღის შემდეგ, არამედ გავლენას ახდენს განწყობასა და საერთო კეთილდღეობაზე.
სრულად
ყლაპვის ინფანტილური ტიპი
ყლაპვის ინფანტილური ტიპი
ყლაპვა - სუნთქვისა და ნერწყვდენის მსგავსად, რეფლექსური აქტია, რომლის არსებობაზე თითქმის არც კი ვფიქრობთ, რადგან თავისთავად ხორციელდება და ჩვენთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორ არის დაკავშირებული სისხლძარღვების პრობლემები ალცჰაიმერის დაავადებასთან?
როგორ არის დაკავშირებული სისხლძარღვების პრობლემები ალცჰაიმერის დაავადებასთან?
დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც ბლოკავენ გულის არტერიებს, ასევე ბლოკავენ სხეულის დანარჩენი ნაწილის არტერიებს, მათ შორის თავის ტვინს.
სრულად
როგორ მოქმედებს ზამთარი ქრონიკულ დაავადებებზე
როგორ მოქმედებს ზამთარი ქრონიკულ დაავადებებზე
სიცივემ შესაძლოა გაამწვავოს გარკვეული დაავადებები.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ გვიყვარს მარილიანი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები