/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქირურგია

სველი ჭიპი - ომფალიტი

სველი ჭიპი - ომფალიტი
რამდენიმე თვეა, ჭიპის ირგვლივ სისველე შევამჩნიე. გამონადენი ხან სუნიანია, ხან - არა. სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობ,

არც სიცხე მაქვს და არც არაფერი მაწუხებს. ვიფიქრე, ბანაობის დროს კარგად არ ვიმშრალებ-მეთქი და გულდასმით დავიწყე გამშრალება, მაგრამ ამაოდ - ისევ და ისევ მისველდება. მირჩიეს საფენები, მაგრამ არ მიშველა. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, რა მჭირს და როგორ მოვიქცე.

ომფალიტი ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა. იგი ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.

ომფალიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული.

  • ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი). ომფალიტის ამ ფორმის დროს ჭიპის ჭრილიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება. სხვა მხრივ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, ჭიპის ჭრილში შეიძლება გაჩნდეს ქერქი ან იგი ამოივსოს გრანულებით. თუ გრანულების ზრდა მოხდება, მაშინ ჭიპზე გაჩნდება სოკოსმაგვარი გამობერილობა.

სავარაუდოდ, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი წერილის ავტორს მარტივი ომფალიტი აწუხებს, რასაც გვაფიქრებინებს შემდეგი სიმპტომები: ხანგრძლივი მიმდინარეობა, გამონადენის ხასიათი (ჩირქოვან-სეროზული) და დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა. ორიოდე სიტყვით ომფალიტის სხვა ფორმებსაც შევეხებით.

  • ფლეგმონურ ომფალიტს ახასიათებს ჭიპის ირგვლივ ინფილტრირებული კანის შეშუპება და შეწითლება (ჰიპერემია). ჭიპის ჭრილის ის კიდეები დაზიანებულია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის გავრცელებაზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტემპერატურის 37,5-38 გრადუსამდე ზრდა და ზომიერად გამოხატული მოუსვენრობა დამახასიათებელია შემოფარგლული ფორმისთვის, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება და ტოქსიკოზის ნიშნები კი გავრცელებულ ფლეგმონაზე მიგვითითებს.

  • ნეკროზული ომფალიტიიშვიათად გვხვდება. ამ დროს ჭიპის ირგვლივ კანი მოწითალო-მოლურჯო შეფერილობისაა და მასზე შეინიშნება მუქი რუხი უბნები. მუცლის კედლის ყველა შრის დაზიანებით მიმდინარე ღრმა ნეკროზული ცვლილებების დროს შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ევენტრაცია (ნაწლავის გამობურცვა მუცლის კედლის დაზიანებული არიდან).

ომფალიტის ყველაზე საშიში გართულებებია სეპტიცემია და სეფსისი. ადგილობრივ გართულებათაგან აღსანიშნავია მუცლის კედლის ფლეგმონა (ჩირქოვანი ანთება), კონტაქტური პერიტონიტი, პილეფლებიტი (კარის ვენისა და მისი ტოტების ანთება), ღვიძლის აბსცესი (ღვიძლში ჩირქგროვის გაჩენა), არ არის გამორიცხული პორტარული ჰიპერტენზიაც (კარის ვენაში წნევის მატება). დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის მიხედვით.

მარტივი ომფალიტი მოითხოვს დიფერენცირებას ჭიპის თანდაყოლილი ფისტულისგან, ჭიპის კალცინოზისგან, ხოლო ფლეგმონური და ნეკროზული ახალშობილების შემთხვევაში - ე.წ. ახალშობილთა ფლეგმონისგან, ხოლო მოზრდილებთან - წითელი ქარისგან.

მკურნალობა

მარტივი ომფალიტის დროს საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება თავდაპირველად 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ - იოდის 5%-იანი სპირტხსნარით, ან 1-2%-იანი მწვანე ბრილიანტით. კარგია ჭიპის ულტრაიისფერი დასხივება.

თუ ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები აღინიშნება, წვავენ ლიაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ამ გამობერილობის ქირურგიული მოშორება.

მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია. ჭიპზე საფენების დადება (რასაც ჩვენი მკითხველი მიმართავდა) და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებს ჭიპიდან გამონადენის გამოყოფას.

თუ მარტივი ომფალიტის მკურნალობა ამბულატორიულად და სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, ფლეგმონური და ნეკროზული ომფალიტის დროს ავადმყოფს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს საავადმყოფოში. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ომფალიტის ეს ფორმები მეტად იშვიათია, მაგრამ მისი მკურნალობის პრინციპს მაინც შევეხებით.

  • ადგილობრივად ჭიპი მუშავდება ისევე, როგორც მარტივი ომფალიტის დროს.
  • აუცილებელია ანტიბიოტიკის დანიშვნა, ამისათვის საჭიროა გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა, ანუ განისაზღვროს გამომწვევის მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი. ანტიბიოტიკოგრამის პასუხის მიღებამდე პაციენტს ენიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამპიოქსი (ამპიცილინი + ოქსაცილინი), ან ცეპორინი, ან კეფზოლი.
  • ახდენენ ორგანიზმის სტიმულაციას იმუნოგლობულინით, ავადმყოფს უსხამენ სისხლის პლაზმას, ინიშნება ვიტამინები და ა.შ.

სიმპტომური მკურნალობა ტარდება ინდივიდუალურად (საგულე საშუალებები, შარდმდენები, დამამშვიდებლები და სხვა).

მარტივი ომფალიტის შემთხვევაში პროგნოზიკეთილსაიმედოა - სწორი მკურნალობის შემთხვევაში ის ადვილად და სწრაფად იკურნება. ფლეგმონურ და ნეკროზულ ომფალიტს ახასიათებს გართულებები, თუმცა დროულ და ადეკვატურ მკურნალობას აქაც აქვს დადებითი შედეგი.

ომფალიტის პროფილაქტიკაგულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა ინფექციის შეჭრისგან თავი დავიზღვიოთ, ახალშობილებთან კი ჭიპის დამუშავებას უბნის ექიმის მითითებების მიხედვით.

კომენტარები (7)
ლოლიტა
მოგესლამებით რამოდენიმე თვეა ჭიპი მაქვს გაღიზიანებული პერიოდულად ქავილიც მაწუხებს . დღეს საღამოს საკმაოდ ბევრი სითხე გადმოვიდა მძაფრი სუნი ჰქონდა .დავიმუშავე ბეტადინისსს კრემით იმედია რამე საოცრება არ გავაკეთე . რა კვლევებია საჭირო რომ დამაკვალიანოთთ 🙏
თარიღი : 10-02-2024
მარი
2დღე არი შევმჩნიე სველი მაქ ჭიპი და წითელი მაქ შიგნით და მატკივა
თარიღი : 20-11-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ტრახისანის მიღებიდან 15 წუთში ყელის ტკივილი საგრძნობლად შესუსტდება
ტრახისანის მიღებიდან 15 წუთში ყელის ტკივილი საგრძნობლად შესუსტდება
უეცრად აღმოცენებული ტკივილი ყელში, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე და დიაგნოზიც ნათელია - ყელის ანთება!
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სველი ჭიპი - ომფალიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სველი ჭიპი - ომფალიტი

არც სიცხე მაქვს და არც არაფერი მაწუხებს. ვიფიქრე, ბანაობის დროს კარგად არ ვიმშრალებ-მეთქი და გულდასმით დავიწყე გამშრალება, მაგრამ ამაოდ - ისევ და ისევ მისველდება. მირჩიეს საფენები, მაგრამ არ მიშველა. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, რა მჭირს და როგორ მოვიქცე.

ომფალიტი ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა. იგი ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.

ომფალიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული.

  • ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი). ომფალიტის ამ ფორმის დროს ჭიპის ჭრილიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება. სხვა მხრივ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, ჭიპის ჭრილში შეიძლება გაჩნდეს ქერქი ან იგი ამოივსოს გრანულებით. თუ გრანულების ზრდა მოხდება, მაშინ ჭიპზე გაჩნდება სოკოსმაგვარი გამობერილობა.

სავარაუდოდ, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი წერილის ავტორს მარტივი ომფალიტი აწუხებს, რასაც გვაფიქრებინებს შემდეგი სიმპტომები: ხანგრძლივი მიმდინარეობა, გამონადენის ხასიათი (ჩირქოვან-სეროზული) და დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა. ორიოდე სიტყვით ომფალიტის სხვა ფორმებსაც შევეხებით.

  • ფლეგმონურ ომფალიტს ახასიათებს ჭიპის ირგვლივ ინფილტრირებული კანის შეშუპება და შეწითლება (ჰიპერემია). ჭიპის ჭრილის ის კიდეები დაზიანებულია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის გავრცელებაზე.

ტემპერატურის 37,5-38 გრადუსამდე ზრდა და ზომიერად გამოხატული მოუსვენრობა დამახასიათებელია შემოფარგლული ფორმისთვის, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება და ტოქსიკოზის ნიშნები კი გავრცელებულ ფლეგმონაზე მიგვითითებს.

  • ნეკროზული ომფალიტი იშვიათად გვხვდება. ამ დროს ჭიპის ირგვლივ კანი მოწითალო-მოლურჯო შეფერილობისაა და მასზე შეინიშნება მუქი რუხი უბნები. მუცლის კედლის ყველა შრის დაზიანებით მიმდინარე ღრმა ნეკროზული ცვლილებების დროს შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ევენტრაცია (ნაწლავის გამობურცვა მუცლის კედლის დაზიანებული არიდან).

ომფალიტის ყველაზე საშიში გართულებებია სეპტიცემია და სეფსისი. ადგილობრივ გართულებათაგან აღსანიშნავია მუცლის კედლის ფლეგმონა (ჩირქოვანი ანთება), კონტაქტური პერიტონიტი, პილეფლებიტი (კარის ვენისა და მისი ტოტების ანთება), ღვიძლის აბსცესი (ღვიძლში ჩირქგროვის გაჩენა), არ არის გამორიცხული პორტარული ჰიპერტენზიაც (კარის ვენაში წნევის მატება). დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის მიხედვით.

მარტივი ომფალიტი მოითხოვს დიფერენცირებას ჭიპის თანდაყოლილი ფისტულისგან, ჭიპის კალცინოზისგან, ხოლო ფლეგმონური და ნეკროზული ახალშობილების შემთხვევაში - ე.წ. ახალშობილთა ფლეგმონისგან, ხოლო მოზრდილებთან - წითელი ქარისგან.

მკურნალობა

მარტივი ომფალიტის დროს საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება თავდაპირველად 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ - იოდის 5%-იანი სპირტხსნარით, ან 1-2%-იანი მწვანე ბრილიანტით. კარგია ჭიპის ულტრაიისფერი დასხივება.

თუ ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები აღინიშნება, წვავენ ლიაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ამ გამობერილობის ქირურგიული მოშორება.

მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია. ჭიპზე საფენების დადება (რასაც ჩვენი მკითხველი მიმართავდა) და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებს ჭიპიდან გამონადენის გამოყოფას.

თუ მარტივი ომფალიტის მკურნალობა ამბულატორიულად და სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, ფლეგმონური და ნეკროზული ომფალიტის დროს ავადმყოფს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს საავადმყოფოში. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ომფალიტის ეს ფორმები მეტად იშვიათია, მაგრამ მისი მკურნალობის პრინციპს მაინც შევეხებით.

  • ადგილობრივად ჭიპი მუშავდება ისევე, როგორც მარტივი ომფალიტის დროს.
  • აუცილებელია ანტიბიოტიკის დანიშვნა, ამისათვის საჭიროა გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა, ანუ განისაზღვროს გამომწვევის მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი. ანტიბიოტიკოგრამის პასუხის მიღებამდე პაციენტს ენიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამპიოქსი (ამპიცილინი + ოქსაცილინი), ან ცეპორინი, ან კეფზოლი.
  • ახდენენ ორგანიზმის სტიმულაციას იმუნოგლობულინით, ავადმყოფს უსხამენ სისხლის პლაზმას, ინიშნება ვიტამინები და ა.შ.

სიმპტომური მკურნალობა ტარდება ინდივიდუალურად (საგულე საშუალებები, შარდმდენები, დამამშვიდებლები და სხვა).

მარტივი ომფალიტის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა - სწორი მკურნალობის შემთხვევაში ის ადვილად და სწრაფად იკურნება. ფლეგმონურ და ნეკროზულ ომფალიტს ახასიათებს გართულებები, თუმცა დროულ და ადეკვატურ მკურნალობას აქაც აქვს დადებითი შედეგი.

ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა ინფექციის შეჭრისგან თავი დავიზღვიოთ, ახალშობილებთან კი ჭიპის დამუშავებას უბნის ექიმის მითითებების მიხედვით.