/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სოციალური

იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული კონსულტაცია
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" იურიდიული კონსულტანტი შრომისა და სოციალურ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
  • ვინაიდან უხეშად დაირღვა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ჩემი სახელშეკრულებო უფლებები, მსურს გავასაჩივრო. გთხოვთ მიმითითოთ, რამდენ წელს შეადგენს ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა და საიდან იწყება მისი ათვლა.

უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 თვეს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

  • როცა მუშაობა დავიწყე (ამჟამად 2 წლის და 6 თვის სტაჟი მაქვს), დამსაქმებელს შრომის შინაგანაწესი არ გაუცვნია. ამჟამად კი ისეთ შეზღუდვებს მიწესებს, რაც შრომის ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული და მეუბნება, ეს შინაგანაწესით გვქონდა გათვალისწინებული და შენთვის მისი შესრულება სავალდებულოაო. აქვს ამის უფლება?

კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, პირს შრომის ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი, ხოლო შემდგომში - მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. თუ სამუშაოზე თქვენი მიღების დროს ზემოაღნიშნული პირობები არ ყოფილა დაცული, ამჟამად დამსაქმებლის მოქმედება კანონსაწინააღმდეგოა.

  • თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, მოქმედი შრომის კოდექსი როგორი წესით ითვალისწინებს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაცემას.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს სამუშაო ადგილზე თვეში ერთხელ.

  • დამსაქმებელმა, რომელთანაც ვმუშაობდი, გამოგვიცხადა ლოკაუტი, ე.ი. დროებით გვითხრა უარი მოცემული სამუშაოს შესრულებაზე. დასაქმებულთა ჯგუფმა გავასაჩივრეთ მისი გადაწყვეტილება. სასამართლომ ჩვენი საჩივარი სამართლიანად ცნო და ლოკაუტი უკანონოდ ჩათვალა. გთხოვთ, გვაცნობოთ, არის თუ არა ვალდებული დამსაქმებელი, აგვინაზღაუროს იმ პერიოდის ხელფასი, როცა ყოვლად უმიზეზოდ არ მოგვცა სამუშაოს შესრულების უფლება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიახ, უნდა გადაგიხადოთ. კანონის თანახმად, თუ სასამართლომ ლოკაუტი უკანონოდ ცნო, დამსაქმებელი ვალდებულია, აღადგინოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან და აუნაზღაუროს გაცდენილი სამუშაო საათები.

  • გთხოვთ, განგვიმარტოთ, საიდან (რომელი ხელფასიდან) განისაზღვრება დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება.

საქართველოს შრომის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან.

  • ვართ ახალშექმნილი საწარმო, ასე რომ, ჯერ შრომის ხელშეკრულების ფორმაც არ გვაქვს შემუშავებული. არ გვყავს იურისტი. შრომის ხელშეკრულებას გავართმევ თავს, მაგრამ გთხოვთ მიგვითითოთ, რა შეიძლება განისაზღვროს შრომის შინაგანაწესით?

შრომის შინაგანაწესით შეგიძლიათ განსაზღვროთ: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველთვიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; დასვენების ხანგრძლივობა; შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი; ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; შრომის პირობების დაცვის წესები; წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.

  • მყავს 2 წლის ბავშვი. გთხოვთ განგვიმარტოთ, მძიმე ოჯახური პირობების გამო მომეცემა თუ არა უხელფასო შვებულება.

კანონის თანახმად, დასაქმებულ ქალს, თავისი თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

  • იბეგრება თუ არა ერთჯერადი მეცნიერულ-ინტელექტუალური შრომა და თუ იბეგრება, თანხის რამდენი პროცენტით?
ასევე დაგაინტერესებთ
იურიდიული კონსულტაცია

ერთჯერადი მეცნიერულ-ინტელექტუალური შრომა არ იბეგრება, მეცნიერთა ჯგუფს არ გევალებათ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის რომელიმე სახის (მათ შორის საშემოსავლო გადასახადის) გადახდა.

კომენტარები (2)
ბობოქარი
ევროპაში აიკრძალა "ლიდოკაინის"გამოყენება.რადგან ზოგჯერ გულის გაჩერებას იწვევს
თარიღი : 02-11-2018
რამაზი
და რუსულად რატო აწერია სსრკ-ა?
თარიღი : 30-10-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტრახისანის მიღებიდან 15 წუთში ყელის ტკივილი საგრძნობლად შესუსტდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრახისანის მიღებიდან 15 წუთში ყელის ტკივილი საგრძნობლად შესუსტდება

რატომ ვითარდება ანთება ყელში?

უმეტესად ყელის ანთების მიზეზია ხახის, ნუშურა ჯირკვლების ან ხორხის მწვავე ინფექცია. მედიცინაში ხახის ანთებას ფარინგიტი ეწოდება, ნუშურა ჯირკვლების ანთებას - ტონზილიტი, ხოლო ხორხის ანთებას - ლარინგიტი.

რა იწვევს ყელის ანთებას?

ყელის ანთება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია:

•    ვირუსული ინფექცია. ყელის ანთებას იწვევს მრავალი ვირუსი, რაც ეგრეთ წოდებული გაციების მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ცნობილი ვირუსი (მაგალითად, გრიპის, ყბაყურას, პარაგრიპის, კოქსაკის ვირუსები, მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი) ასევე შეიძლება იქცეს ყელის ანთების მიზეზად.

•    ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერია იწვევს სტრეპტოკოკულ ანგინას, პერიტონზილურ აბსცესს (ჩირქგროვა ნუშურა ჯირკვლების ირგვლივ არსებულ არეში), დიფტერიულ ანგინას, ეპიგლოტიტს (ნაქის ანთება), ტონზილიტს. იშვიათად ყელის ანთების მიზეზად გვევლინება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც (გონორეა, ქლამიდიოზი).

•    ტოქსინები, გამღიზიანებლები. მაგალითად, თამბაქოს კვამლი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები (უნებლიე ან განზრახ მიღებისას), ასევე - ცხვირ-ხახაზე სეკრეტის ჩადინება, ალერგია, ხველა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის მჟავა წვენის ამოტყორცნა საყლაპავში), სიმსივნე.

•    ტრავმა, დაზიანება, უცხო სხეული, მეტისმეტად ხმამაღალი ყვირილი ან ლაპარაკი.

როგორ ვლინდება ყელის ანთება

ყელის ანთების კლინიკური სურათი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. ესენია ყელის ტკივილი და დისკომფორტი, რომლებიც უფრო მეტად შემაწუხებელია ყლაპვის ან ლაპარაკის დროს. ზოგიერთი ყელში სიმშრალის შეგრძნებას უჩივის. ვინაიდან ყელის ანთება უმეტესად მაინც ვირუსულ, ზოგჯერ კი ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული, მას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

•    ტემპერატურის მომატება, შემცივნება;

•    გულისრევა, ღებინება;

•    მოთენთილობის, ტეხის შეგრძნება;

•    თავის ტკივილი;

•    ხველა;

•    ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა;

•    ყურის ტკივილი;

•    ცემინება;

•    სისუსტე;

•    უმადობა;

•    ხახისა და ნუშურა ჯირკვლების სიწითლე და შეშუპება;

•    ნუშურა ჯირკვლების არეში თეთრი ნადების არსებობა;

•    კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;

•    ხმის ჩახლეჩა ან შეცვლა.

მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტისა და ვირუსული ანგინის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც სტრეპტოკოკული ფარინგიტის დიდ ალბათობაზე მიუთითებს. ესენია გადიდებული, შეშუპებული წითელი ნუშურა ჯირკვლები მოთეთრო ნადებით, ტემპერატურის მომატება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება მაშინ, როდესაც არ შეინიშნება გაციებისთვის ტიპობრივი სიმპტომები - ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება ყოველთვის არ არის თვალში საცემი და დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ლაბორატორიული კვლევა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ხახიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.

mkurnali.ge

პირის ღრუსა და ყელის   ანთებითი თუ ინფექციური დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობისას ხშირად გამოიყენება ტრახისანი.

მას გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი და სწრაფი ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი. გამოყენება ნებადართულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ტრახისანის შემადგენლობაშია: ტოპიკური ანტიბიოტიკი (თიროტრიცინი), ანტისეპტიკი (ქროჰექსიდინი) და ანალგეტიკი (ლიდოკაინი).

თიროტრიცინი - ტოპიკური  (ადგილობრივი) ანტიბიოტიკი, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი არ შეიწოვება სისხლით და შესაბამისად არ ახდენს სისტემურ ნეგატიურ გავლენას ორგანიზმზე. მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმის წყალობით თიროტრიცინს არ ახასიათებს რეზისტენტობა.

ქლორჰექსიდინი - ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მოქმედებს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.

ლიდოკაინი- ყველაზე ხშირად გამოყენებადი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა რომელსაც ბევრი უპირატესობა გააჩნია სხვა ანალგეტიკებთან შედარებით (მაგ. ნოვოკაინთან).

აქტიური კომპონენტების წყალობით, ტრახისანს გააჩნია სამმაგი მოქმედება. ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებით  იგი მოქმედებს ძირითად გამომწვევებზე, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესებსა და ინფექციურ დაავადებებს პირისა და ყელის ღრუში, ხოლო ლიდოკაინის მეშვეობით გააჩნია სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ტრახისანის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

•    პაციენტების 70%-მა აღნიშნა, რომ ტრახისანის მიღებიდან 15 წთ-ში შემცირდა ტკივილის შეგრძნება ყელში.

•   ტრახისანის მიღება ნებადართულია მოზრდილებსა და ბავშვებში 4 წლიდან.

პრეპარატზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს ფეისბუქზე ან დარეკეთ ნომერზე 032 261 46 88