/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარმაკოლოგია

შარდმდენი პრეპარატები - მედიკამენტური უსაფრთხოება

შარდმდენი პრეპარატები - მედიკამენტური უსაფრთხოება
დიურეტიკების ანუ შარდმდენი პრეპარატების აღმოჩენა და მათი მკურნალობის აქტიური დანერგვა უდიდესი სამედიცინო მიღწევა გახლდათ.

მათი წყალობით მხოლოდ ორგანიზმის ჭარბი სითხისგან განთავისუფლება კი არ არის შესაძლებელი, რაც ზოგიერთი პათოლოგიის, მაგალითად გულისა და ფილტვის უკმარისობის, თირკმლის დისფუნქციის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია - ისინი არტერიულ წნევასაც არეგულირებენ, რადგან ეფექტიანად აქვეითებენ მას ჭარბი სითხის გამოდევნის ხარჯზე.

მაღალეფექტიანი მოქმედების მიუხედავად, შარდმდენ პრეპარატებს უნარი შესწევთ, არასწორი მიღებისას ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენონ. საქმე ის არის, რომ ორგანიზმიდან უსარგებლო ნივთიერებების გამოდევნისას მათ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მარილების გამოდევნაც შეუძლიათ, რის გამოც ყველაზე მეტად გული და თირკმელები ზარალდებიან.

შარდმდენი პრეპარატების მიღების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტების სრული ნუსხა კი ასე გამოიყურება:

  • გადაღლა და ზოგადი სისუსტე, რაც ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უკავშირდება;
  • ხშირი შარდვა;
  • კრუნჩხვები. ხშირად ვლინდება წამლის არასწორი მიღების პირობებში, რაც ორგანიზმიდან მაღალი კონცენტრაციით კალციუმისა და კალიუმის გამოდევნის შედეგია;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ეს ნიშნები ხშირად იჩენს თავს დაბალი არტერიული წნევის მქონე პირებთან;
  • გაძლიერებული ოფლდენა;
  • არითმია, გულის ნორმალური რიტმის დარღვევა, რაც კალიუმისა და კალციუმის დაკარგვის შედეგია - ეს ორი მინერალი ხომ აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციობისთვის;
  • უმიზეზო ფორიაქი;
  • ორგანიზმის გაუწყლოება.

როგორ მივიღოთ დიურეტიკები

  1. ამ ჯგუფის პრეპარატების მისაღებად აუცილებელია მკურნალი ექიმის ნებართვა. იგი ინფორმორებული უნდა იყოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო იღებთ.
  2. გარდა ამისა, ექიმმა უნდა იცოდეს ყველა იმ ქრონიკული დაავადების შესახებ, რომელიც გაქვთ, განურჩევლად იმისა, დაავადება გამწვავებულია თუ რემისიის სტადიაშია.
  3. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან დაკლება.
  4. თუ პრეპარატი დღეში ერთხელ გაქვთ დანიშნული, უმჯობესია, იგი დილით ან დღის პირველ ნახევარში მიიღოთ - საღამოს ან ღამით მიღების შემდეგ ხშირი შარდვა ძილის ნორმალურ პროცესს დაგირღვევთ.
  5. პრეპარატის მიღებისას აუცილებელია, რეგულარულად აკონტროლოთ არტერიული წნევა და თირკმელთა მდგომარეობა.
  6. დაუშვებელია შარდმდენი პრეპარატების გამოყენება წონის დასაკლებად, რადგან ასე თირკმელებს დაიზიანებთ, ამასთან, დაკარგულ სითხეს ორგანიზმი მალევე აღიდგენს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიურეტიკებს ხშირად უნიშნავენ პაციენტებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსში. ზოგჯერ ორივე ერთი აბის სახით არის მისაღები. ამ გზით შესაძლებელია ორივე პრეპარატის როგორც დოზის, ასევე გვერდითი ეფექტების ხარისხის შემცირება. თუ წამლის მიღების შემდეგ გრძნობთ გვერდითი ეფექტების გაძლიერებას, ამის თაობაზე უნდა აცნობოთ ექიმს - შესაძლოა პრეპარატის შეცვლა დაგჭირდეთ.

დიურეტიკების მიღებისას:

  • უმჯობესია, გადახედოთ კვების რაციონს და შეზღუდოთ სუფრის მარილის მიღება.
  • ეცადეთ, მიიღოთ კალიუმის პრეპარატები ან ამ ელემენტით მდიდარი საკვები: ბანანი, ქიშმიში, გარგარის ჩირი.
  • კალიუმის დამზოგველი დიურეტიკის მიღებისას კალიუმის შემცველი პრეპარატის მიღება აუცილებელი არ არის.
  • ალკოჰოლი და საძილე საშუალებები აძლიერებს დიურეტიკების გვერდით ეფექტებს, ამიტომ უმჯობესია, მკურნალობისას მათი მიღებისგან თავი შეიკაოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა სახის მედიკამენტები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ
რა სახის მედიკამენტები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალება უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის, არსებული თერაპიისა და
სრულად
კუჭის მჟავიანობის ეფექტური მარეგულირებლები - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი)
კუჭის მჟავიანობის ეფექტური მარეგულირებლები - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი)
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი) წარმოადგენს მედიკამენტების ჯგუფს,
სრულად
ჰორმონული სპრეის გამოყენება სეზონური ალერგიული რინიტისა და ცემინების დროს
ჰორმონული სპრეის გამოყენება სეზონური ალერგიული რინიტისა და ცემინების დროს
ჰორმონული სპრეი არის ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდი, რომელიც ეფექტურად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას, შეშუპებას,
სრულად
როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული მკურნალობა და როგორ შეარჩევენ ექიმები ანტიბიოტიკებს?
როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული მკურნალობა და როგორ შეარჩევენ ექიმები ანტიბიოტიკებს?
ანტიბიოტიკები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში.
სრულად
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის - ექიმი თამარ მამაცაშვილი სტატინების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის - ექიმი თამარ მამაცაშვილი სტატინების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის და ზოგადად რის მიხედვით შეარჩევენ ხოლმე სტატინს კონკრეტული პაციენტისთვის?
სრულად
რომელ მედიკამენტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები?
რომელ მედიკამენტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები?
რძის პროდუქტებმა, როგორიცაა რძე, იოგურტი და ყველი, შეიძლება შეამცირონ ანტიბიოტიკების შეწოვა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

შარდმდენი პრეპარატები - მედიკამენტური უსაფრთხოება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდმდენი პრეპარატები - მედიკამენტური უსაფრთხოება

მათი წყალობით მხოლოდ ორგანიზმის ჭარბი სითხისგან განთავისუფლება კი არ არის შესაძლებელი, რაც ზოგიერთი პათოლოგიის, მაგალითად გულისა და ფილტვის უკმარისობის, თირკმლის დისფუნქციის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია - ისინი არტერიულ წნევასაც არეგულირებენ, რადგან ეფექტიანად აქვეითებენ მას ჭარბი სითხის გამოდევნის ხარჯზე.

მაღალეფექტიანი მოქმედების მიუხედავად, შარდმდენ პრეპარატებს უნარი შესწევთ, არასწორი მიღებისას ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენონ. საქმე ის არის, რომ ორგანიზმიდან უსარგებლო ნივთიერებების გამოდევნისას მათ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მარილების გამოდევნაც შეუძლიათ, რის გამოც ყველაზე მეტად გული და თირკმელები ზარალდებიან.

შარდმდენი პრეპარატების მიღების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტების სრული ნუსხა კი ასე გამოიყურება:

  • გადაღლა და ზოგადი სისუსტე, რაც ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უკავშირდება;
  • ხშირი შარდვა;
  • კრუნჩხვები. ხშირად ვლინდება წამლის არასწორი მიღების პირობებში, რაც ორგანიზმიდან მაღალი კონცენტრაციით კალციუმისა და კალიუმის გამოდევნის შედეგია;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ეს ნიშნები ხშირად იჩენს თავს დაბალი არტერიული წნევის მქონე პირებთან;
  • გაძლიერებული ოფლდენა;
  • არითმია, გულის ნორმალური რიტმის დარღვევა, რაც კალიუმისა და კალციუმის დაკარგვის შედეგია - ეს ორი მინერალი ხომ აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციობისთვის;
  • უმიზეზო ფორიაქი;
  • ორგანიზმის გაუწყლოება.

როგორ მივიღოთ დიურეტიკები

  1. ამ ჯგუფის პრეპარატების მისაღებად აუცილებელია მკურნალი ექიმის ნებართვა. იგი ინფორმორებული უნდა იყოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო იღებთ.
  2. გარდა ამისა, ექიმმა უნდა იცოდეს ყველა იმ ქრონიკული დაავადების შესახებ, რომელიც გაქვთ, განურჩევლად იმისა, დაავადება გამწვავებულია თუ რემისიის სტადიაშია.
  3. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან დაკლება.
  4. თუ პრეპარატი დღეში ერთხელ გაქვთ დანიშნული, უმჯობესია, იგი დილით ან დღის პირველ ნახევარში მიიღოთ - საღამოს ან ღამით მიღების შემდეგ ხშირი შარდვა ძილის ნორმალურ პროცესს დაგირღვევთ.
  5. პრეპარატის მიღებისას აუცილებელია, რეგულარულად აკონტროლოთ არტერიული წნევა და თირკმელთა მდგომარეობა.
  6. დაუშვებელია შარდმდენი პრეპარატების გამოყენება წონის დასაკლებად, რადგან ასე თირკმელებს დაიზიანებთ, ამასთან, დაკარგულ სითხეს ორგანიზმი მალევე აღიდგენს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

დიურეტიკებს ხშირად უნიშნავენ პაციენტებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსში. ზოგჯერ ორივე ერთი აბის სახით არის მისაღები. ამ გზით შესაძლებელია ორივე პრეპარატის როგორც დოზის, ასევე გვერდითი ეფექტების ხარისხის შემცირება. თუ წამლის მიღების შემდეგ გრძნობთ გვერდითი ეფექტების გაძლიერებას, ამის თაობაზე უნდა აცნობოთ ექიმს - შესაძლოა პრეპარატის შეცვლა დაგჭირდეთ.

დიურეტიკების მიღებისას:

  • უმჯობესია, გადახედოთ კვების რაციონს და შეზღუდოთ სუფრის მარილის მიღება.
  • ეცადეთ, მიიღოთ კალიუმის პრეპარატები ან ამ ელემენტით მდიდარი საკვები: ბანანი, ქიშმიში, გარგარის ჩირი.
  • კალიუმის დამზოგველი დიურეტიკის მიღებისას კალიუმის შემცველი პრეპარატის მიღება აუცილებელი არ არის.
  • ალკოჰოლი და საძილე საშუალებები აძლიერებს დიურეტიკების გვერდით ეფექტებს, ამიტომ უმჯობესია, მკურნალობისას მათი მიღებისგან თავი შეიკაოთ.


დიურეტიკები და ორსულები

ორსულობის პერიოდში შარდმდენი პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან პირველ ტრიმესტრში ნაყოფზე მათი ზემოქმედება ჯერ კიდევ შეუსწავლელია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ორსულისთვის აუცილებელია ამ ტიპის მედიკამენტის მიღება, რაც უპირობოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით უნდა მოხდეს.

ძუძუთი კვება

მეძუძურმა დედამ უმჯობესია მათი მიღების პერიოდში ძუძუ არ აწოვოს ჩვილს, რადგან პრეპარატის აქტიური, მოქმედი ნივთიერება გადადის რძეში და ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწვევს სითხის გაძლიერებულ გამოყოფას. შედეგად გამორიცხული არ არის ორგანიზმის გაუწყლოება, რაც პატარას ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ბავშვები

შარდმდენი პრეპარატების მიცემა შეიძლება ბავშვებისთვისაც, თუმცა დოზები ასაკის მიხედვით განსხვავებული და შემცირებულია. გვერდითი ეფექტები ბავშვებსაც ისევე უვლინდებათ, როგორც დიდებს. აღსანიშნავია, რომ მათ შესაძლოა კალიუმდამზოგველი დიურეტიკების მიღების შემთხვევაშიც კი განუვითარდეთ კალციუმის დეფიციტი, ამიტომ ამ კუთხით ექიმს განსაკუთრებული ყურადღება მართებს.

მოხუცები

ყველა სხვა წამლის მსგავსად, შარდმდენი პრეპარატებიც მოხუცებულებს სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. ხანდაზმულ ასაკში ეს წამლები მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, თუ მათი გამოყენება ექიმის კონტროლით მიმდინარეობს. ამასთან, მოხუცებულებთან გვერდითი ეფექტები გაცილებით ხშირად და მწვავედ ვლინდება.

შარდმდენი მცენარეები

გულისა და თირკმელების დაავადებისას ექიმები ხშირად უნიშნავენ პაციენტებს შარდმდენი ეფექტის მქონე მცენარეებს, მათ ნახარშებსა და ნაყენებს, რომელთაც პაციენტები ფარმაცევტულ პრეპარატებთან ერთად იღებენ. საინტერესოა, როგორ მოქმედებენ ეს მცენარეები და როგორ უნდა მივიღოთ, რომ საუკეთესო ეფექტი მოგვცეს. როდის არის რეკომენდებული შარდმდენი მცენარეების მიღება:

  • ცისტიტის, პიელონეფრიტის, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციური დაავადებების დროს;
  • ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს;
  • შარდკენჭოვანი დაავადების გამო გადატანილი ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, თირკმელებში ქვების გაჩენის პროფილაქტიკისთვის.
  • გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება, მაგრამ არ აქვს დარღვეული გულის ნორმალური რიტმი.

როგორ მივიღოთ მცენარეები

  • სხვა ფარმაცევტულ საშუალებათა მსგავსად, მათი მიღებაც უნდა მოხდეს გარკვეული პერიოდულობით. არ არის რეკომენდებული შესვენების გარეშე მიღება - ასე შესაძლოა მიჩვევაც კი ჩამოყალიბდეს.
  • აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა და ელექტროლიტური ცვლის პერიოდული კონტროლი.
  • ნიახურის, ოხრახუშის, გვირილის ნახარშის, კიტრის მიღება ზედმეტი სიფრთხილის გარეშე შეიძლება, ესენი პრაქტიკულად უვნებელი მცენარეებია, მაგრამ ძლიერ გამოხატული შეშუპებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაციაც - უნდა გაირკვეს, გაცილებით ძლიერი პრეპარატები ხომ არ არის საჭირო.

შეგახსენებთ, სამკურნალო მცენარეების ბუნებრივი წარმოშობა სულაც არ არის მათი უვნებლობის საწინდარი. ზოგიერთ მცენარეულ შარდმდენს შეუძლია ორგანიზმის მოწამვლა, რადგან ტოქსიკურ ნაერთებს შეიცავს.