როგორ მოვუაროთ ნაოპერაციევ კუჭს

უმეტესად - კუჭის რეზექცია, ე.ი. მისი ნაწილის ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ მკვეთრად ქვეითდება კუჭის წვენის და მარილმჟავას გამომუშავება და ამგვარად ისპობა ლორწოვანი გარსის დაწყლულების პირობები.
უნდა ითქვას, რომ კუჭის რეზექცია საკმაოდ მძიმე ოპერაციაა, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ ინვალიდობამდე მიჰყავს. თანამედროვე ფარმაკოლოგიური პრეპარატებით მკურნალობამ მხოლოდ ოდნავ შეამცირა ქირურგიული ჩარევის სიხშირე. მარტო წამალი ვერ უშველის ადამიანს, მან თავად უნდა უშველოს თავს. ვგულისხმობთ ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს, ნორმალურ კვებას, მჟავე, ცხარე, მწარე და მლაშე საკვებზე უარის თქმას და ა.შ. არანორმალური (დღეში ერთხელ ან ორჯერ, დიდი ულუფებით) კვება კი ჩვენს თანამოქალაქეებს, სამწუხაროდ, ჩვევად ექცათ.
ოპერაციის ჩვენება და უკუჩვენება
ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა:
1. წყლულის პერფორაცია (გახვრეტა - გადაუდებელი ოპერაცია), აგრეთვე - მიფარებული პერფორაცია (ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილ ადგილს რომელიმე ორგანო მიეფარება) 48 საათის განმავლობაში და შემდეგაც, თუ არ არის განვითარებული საიმედო მიფარება;
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
2. კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავიდან უხვი სისხლდენა (თუ ის 48 საათის განმავლობაში არ შეწყდა ან სისტემატურად მეორდება);
3. ეჭვი კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარების თაობაზე ან ამის დამადასტურებელი მონაცემები;
4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი დეფორმაციები;
5. კალოზური (დიდი ზომის, გარქავებული) და მეზობელ ორგანოში პენეტრირებული (ჩაზრდილი) წყლული.
ოპერაციის შედარებითი ჩვენებაა თერაპიული კლინიკის პირობებში მართებული მკურნალობის უშედეგობა, 2-3-წლიანი ხანგრძლივობის წყლულოვანი დაავადება და მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესების შემდეგ - რეციდივი.
ოპერაციის უკუჩვენებაა წყლულოვანი დაავადების ახალი შემთხვევა, როცა ავადმყოფს ცხოვრებისა და შრომის რეჟიმი არ მოუწესრიგებია და არ ჩაუტარებია კონსერვატიული (დიეტური) მედიკამენტური, სანატორიულ-კურორტული და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ქირურგიული ოპერაციების ტექნიკასა და შესრულების ხერხებზე მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებთ. ეს მეტისმეტად რთული საკითხია და მისი განხილვა შორს წაგვიყვანს. სჯობს, იმ გართულებებს გავეცნოთ, რომლებიც ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში, კვირასა თუ თვეში ვითარდება. ავადმყოფთა დიდი უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ თავს ჯანმრთელად გრძნობს, სრულყოფილად იკვებება და სრული დატვირთვით შრომობს. ზოგჯერ კი ორგანიზმი სრულყოფილად ვერ ეგუება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაკარგვას, ოპერაციის შედეგად შექმნილ ახალ გზებს და ამის გამო თავისებური ავადმყოფური მოვლენები ვითარდება.
მანკიერი წრე
ის ზოგჯერ ოპერაციის მომდევნო პირველსავე დღეებში ყალიბდება, ზოგჯერ - რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. მისი მიზეზია კუჭ-ნაწლავისწინა შერთული (ეს ოპერაციის ერთ-ერთი სახეა). მანკიერი წრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს კუჭის ატონია (ბუნებრივი დაჭიმულობის, ელასტიკურობის უქონლობა) და სპაზმი.
მანკიერი წრის თავიდან აცილება შეიძლება ტექნიკურად სწორად შესრულებული ოპერაციის გამოყენებით. ამ გართულების დროს, უხეშად რომ აგიხსნათ, ნაწლავის შიგთავსი ბუნებრივი გზით გადანაცვლების დაბრკოლების გამო კუჭში ბრუნდება და კუჭიდან კვლავ მხოლოდ დაბრკოლების არემდე ბრუნავს. ავადმყოფს ეწყება სლოკინი, გულისრევა და პირღებინება უხვი მასით, ძლიერ აწუხებს წყურვილის შეგრძნება, მაგრამ სითხის მიღებას პირღებინება მოსდევს, რის გამოც ადამიანი ძლიერ სუსტდება.
ამ მეტად მძიმე გართულების სამკურნალოდ დასაწყისში გამოიყენება კონსერვატიული მეთოდები: კუჭის სისტემატური ამორეცხვა ან წვრილი ზონდით მისი შიგთავსის მუდმივი ევაკუაცია. საჭმლის მიღების შემდეგ ავადმყოფს აწვენენ გვერდზე ან ურჩევენ ჯდომას. იყენებენ მაღალ ოყნას, დროებით წყვეტენ საკვების მიცემას და ა.შ. როდესაც კონსერვატიული ღონისძიებები უშედეგოა, უნდა გაკეთდეს ოპერაცია. თუ ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, გარანტირებული ოპერაცია - კუჭის რეზექციაა.
დემპინგსინდრომი
დემპინგსინდრომს ანუ "გადაცვენის სინდრომს" მრავალი სიმპტომი აქვს. ამ გართულებას რეზექციის შემდგომ დარღვევებს შორის სიხშირით პირველი ადგილი უჭირავს. ის ზოგჯერ რეზექციის შემდეგ მალევე, ავადმყოფის გაწერამდე ვითარდება, ზოგჯერ - მოგვიანებით, 0,5-1 წლის შემდეგ.
დემპინგსინდრომის განვითარების მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. მას განაპირობებს საკვების ნორმალური მონელების მოშლა - საჭმელი კუჭში არ ყოვნდება, სწრაფად გადადის ნაწლავებში, იშლება ორგანოების სეკრეციული (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფის) ფუნქცია და ა.შ.
ნიშნები: საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ავადმყოფს წამოახურვებს, ასხამს ოფლი, ეუფლება სისუსტე, უხშირდება პულსი, ეწყება თავბრუხვევა, იშვიათად - გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი. ავადმყოფი იძულებული ხდება, დაწვეს (ზოგჯერ მწოლიარე ჭამს). დემპინგსინდრომს აძლიერებს ტკბილი, ზოგჯერ - ცხელი, თხიერი საკვები, ჭარბად დანაყრება. მოვლენები გრძელდება რამდენიმე წუთს, არა უმეტეს ნახევარი საათისა. მძიმე შემთხვევებში ავადმყოფმა შესაძლოა მცირე ხნით გონიც კი დაკარგოს.
მკურნალობა ითვალისწინებს ორგანიზმის მომაგრებას. მსუბუქი ფორმის დემპინგსინდრომი სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს. დიეტის რეგულირება (ხშირად და მცირე ულუფებით კვება, მკვრივი საკვების წილის გაზრდა, თხიერი, ნახშირწყლოვანი და ტკბილი საკვების შეზღუდვა) კარგ ეფექტს იძლევა.
საშუალო სიმძიმის დემპინგსინდრომის შემთხვევაში, გარდა დიეტოთერაპიისა, საჭიროა პერიოდული სტაციონარული და კურორტული მკურნალობა. მძიმე ფორმის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს განმეორებითი, რეკონსტრუქციული ოპერაცია.