-გამარჯობა, 8 წლის ბავშვს აქვს დ ვიტამინი 22 .ექიმმა დაუნიშნა 1000 იანი ერთი თვე ,რამსენად სწორია ამ დოზის მიღება და პერიოდი უფრო ხანგრძლივი არ ჭირდება?
-გამარჯობა. სტრიდორზე ვწერ ხოლმე. 2 თვის ბავშვზე მეუბნებიან რომ აქვს სტრიდორი. უბრალოდ სტრიდორის დროს ხომ ცხვირში ხრიტუნებენ? ჩემ ბავშვს ხორხიდან ამოსდის ეს ხმა ხრიალის, ისიც როცა ემოციურადაა , ეს სტრიდორია?
-გამარჯობა, ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. ვიცი, რომ ასაკობრივი კაპრიზები ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ვერა, თითქოს ვერ შევეგუე, ახლა კი არა საერთოდ აქამდეც. საერთო კამპანიაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თითქოს ვერც მე, ვერც ის. ძალიან განვიცდი, მასთან გატარებული დრო არ მსიამოვნებს. ძალიან ჭირვეული, ჯიუტი და გაუგონარია. არ ვიცი ასე რომ ვარ განწყობილი ნორმალურია? მე მჭირდება დახმარება თუ მას, როგორ მოვიქცე მირჩიეთ.
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა