/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დრომ საჩვენოდ რომ იმუშაოს

დრომ საჩვენოდ რომ იმუშაოს
იმისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ, მართლაც აუცილებელია, მივდიოთ ცხოვრების აქტიურ წესს და რაციონალურად ვიკვებოთ.

თუ კვებისა და ცხოვრების რეჟიმს სათანადო ყურადღებით მოვეკიდებით, ახალგაზრდობასაც დიდხანს შევინარჩუნებთ და ჯანმრთელობასაც, თუმცა სხვადასხვა ასაკში ამისთვის სხვადასხვაგვარად უნდა ვიზრუნოთ. 25-დან 35 წლამდეამ დროს ორგანიზმში ცხიმი ჯერ არც ისე აქტიურად გროვდება, თუმცა მასთან ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში უნდა დავიწყოთ. 10 წლის შემდეგ დაგროვილი ცხიმის ერთბაშად მოშორება გაცილებით ძნელი იქნება.

მოხდენილი ადამიანის სტრატეგია

გსურთ, თავიდან აიცილოთ წონასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? - მიიღეთ პოლივიტამინების კომპლექსები მაკრო და მიკროელემენტებით. საქმე ის არის, რომ ორსულობის, მშობიარობის, სტრესისა და დიეტის დროს მათი მარაგი მცირდება. იზრუნეთ კუნთთა მასის მომატებაზე. კვირაში სამჯერ 5-5 წუთი დაუთმეთ ძალისმიერ ვარჯიშებს, ხოლო 15 წუთი - კარდიოვარჯიშს. 8 კვირის შემდეგ ფიზიკური აქტივობა 20%-ით მოიმატებს, ხოლო კუნთური ძალა - 25%-ით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოძრაობა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა იქცეს. თუ უპირატესობას მიანიჭებთ მშვიდ საქმიანობას, მაგალითად, გასეირნებას, ეცადეთ, სწრაფ ტემპში მაინც ისეირნოთ. გამხდარი ხართ და ამიტომ არ მისდევთ სპორტს? ძალიანაც ცდებით! ფიზიკური პასიურობა კუნთური და ძვლოვანი მასის დაკარგვამდე და ნივთიერებათა ცვლის გაუარესებამდე მიგიყვანთ. გამხდარი ზარმაცუნები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ლაგდება მათ სხეულში ცხიმი. მუცლისა და თეძოების მიდამოებში თუ არა, შინაგანი ორგანოების ირგვლივ და კანქვეშ. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ კვება.

საკვების რეგულარული მიღება ნივთიერებათა ცვლის ერთსა და იმავე დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ორსულობა სულაც არ გახლავთ მოდუნების საბაბი. არსებობს ფიტნესის ნაირსახეობანი, რომლებსაც ორსულებმაც შეიძლება მისდიონ. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა. სპორტული დატვირთვა ზრდის შანსს, მომავალმა დედამ მშობიარობის შემდეგ სწრაფად დაიბრუნოს ქალიშვილობის დროინდელი წონა, მაგრამ ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

35-დან 45 წლამდე

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 5 წელია დაწყებული მაქვს სექსუალური ცხოვრება, აქტის დროს როცა ღრმად შედის პენისი მტკივა რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? სხვა არაფერი მაწუხებს ორგაზმსაც განვიცდი და პროცესიც მსიამოვნებს, უბრალოდ ღრმად რომ შედის ძალიან მტკივა და მიქმნის დისკომფორტს.</p>

ამ დროს ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობა იზრდება, ხოლო ნაკლებმოძრავ ცხოვრების წესს კუნთთა მასის შემცირებისკენ მივყავართ. 10 წლის განმავლობაში შესაძლოა ორი ზომითაც კი მოვიმატოთ.

მოხდენილი ადამიანის სტრატეგია

შენელებული ნივთიერებათა ცვლის საკომპენსაციოდ კვირაში 3-ჯერ 20-25 წუთი დაუთმეთ აერობულ და ძალისმიერ ვარჯიშებს. თუ ორივე ერთად მიუწვდომელია, სჯობს, არჩევანი ძალისმიერ ვარჯიშებზე შეაჩეროთ. მათი წყალობით დაწვავთ წუთში 10 კალორიას, წაახალისებთ კუნთებს და ისინიც, თავის მხრივ, კალორიების დაწვაში დაგეხმარებიან. ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა. უნდა გქონდეთ განცდა, რომ სავსებით ფლობთ საკუთარ თავს. საამისოდ შეგიძლიათ მიმართოთ იოგას ან მედიტაციას. ეს განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებებია.

ამოიღეთ მენიუდან მავნე პროდუქტები - კრემიანი ნამცხვრები, შოკოლადი, ცხარე საწებლები, სოსისი, შებოლილი ხორცი და თევზი. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, დაღერღილი ხორბლის პური, თევზი და ფრინველის ხორცი. ნუ დაიზარებთ, თქვენივე ხელით მოიმზადეთ ხილის წვენები, ხილისა და ბოსტნეულის სალათები. ეს გაახალისებს კანს, მოაწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აგავსებთ ენერგიით, გამოგიკეთებთ განწყობილებას. გარდა ამისა, ასეთი რაციონის წყალობით ორგანიზმს არასდროს მოაკლდება საჭირო ნივთიერებები, ვიტამინები, ყოველივე ეს კი ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია.

ყოველდღე არანაკლებ 10 წუთი დაუთმეთ გაწელვას. ამ დროს კუნთებში ხდება სისხლის მოზღვავება, იზრდება სისხლძარღვების სიმტკიცე და მოქნილობა, რაც, თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სასიცოცხლო პროცესების მწყობრ მიმდინარეობას უწყობს ხელს. ასეთი ორგანიზმი დიდხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას.

სასარგებლო საშუალება

რას აღარ აკეთებენ ქალები ავადსახსენებელი ჭარბი წონის მოსაშორებლად. ყველამ როდი იცის, რომ საუკეთესო გასახდომი საშუალებაა უჯრედისი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად აქვეითებს მადას. უჯრედისით მდიდარია ხილი, ბოსტნეული, ქატო, მარცვლეული, კაკალი, ყავისფერი ბრინჯი. უჯრედისს მაქსიმალური ოდენობით (44%-ს) შეიცავს ქატო. კარგი იქნება, თუ ცოტაოდენს დაუმატებთ ხორცეულს, თევზეულს, ფაფებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
საზაფხულო განტვირთვა ყველაზე მეტად, ალბათ, დიასახლის ქალებს სჭირდებათ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის აქვთ.
სრულად
კიდევ ერთხელ გარუჯვის საფრთხეების შესახებ
კიდევ ერთხელ გარუჯვის საფრთხეების შესახებ
სრულად
5 ყველაზე მავნე ინტიმური ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აქვს
5 ყველაზე მავნე ინტიმური ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აქვს
გთავაზობთ რამდნეიმე საგულისხმო რჩევას ქალის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკავშირებით:
სრულად
ქალის 5 ქმედება, რომელსაც მამაკაცები ფლირტად მიიჩნევენ
ქალის 5 ქმედება, რომელსაც მამაკაცები ფლირტად მიიჩნევენ
ზოგჯერ ქალს შეუძლია გაიღიმოს და დაინტერესდეს ახლობელი მამაკაცის ცხოვრებით ისე, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
სრულად
როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე
როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე
კოროვირუსული ინფექციის, ასევე გრიპის ვირუსის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს, ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა -
სრულად
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები
უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, საქართველოშიც, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, რადიკალურად იმატა საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილმა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დრომ საჩვენოდ რომ იმუშაოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები