ზღვების საოცარი სამყარო

იჩინა თავი - სად დავისვენოთ. იმის გარკვევაში რომ დაგეხმაროთ, სად ჯობს დასვენება, რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ადგილის მოკლე აღწერილობას შემოგთავაზებთ.
წითელი ზღვა
წითელი ზღვა ინდოეთის ოკეანის შიდა ზღვაა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის არსებულ ტექტონიკურ ღრმულშია მოქცეული. ის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და მარილიანი ზღვაა. წითელი ზღვა ეკვრის ეგვიპტის, ეთიოპიის, ერითრეის, საუდის არაბეთის, ისრაელისა და იორდანიის ნაპირებს.
ჩრდილოეთით იგი სუეცის არხით ერთვის ხმელთაშუა ზღვას, ხოლო სამხრეთით - ბაბ-ელ-მანდების სრუტით არაბეთისას. წითელი ზღვა იმით არის განსაკუთრებული, რომ მასში არც ერთი მდინარე არ ჩაედინება. მდინარეებს თან შლამი და სილა მიაქვთ, რომელიც ზღვის წყალს ამღვრევს. ამიტომ წითელი ზღვა მუდამ კრისტალურად სუფთაა. წითელი ზღვის სანაპიროზე კლიმატი მშრალი და თბილია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჰაერის ტემპერატურა ყველაზე ცივ პერიოდში, დეკემბერ-იანვარში, 20-25 გრადუსს აღწევს, ხოლო ყველაზე ცხელ დროს, აგვისტოში, 35-40 გრადუსს არ აღემატება. მშრალი კლიმატის წყალობით ეგვიპტის ნაპირებთან წყლის ტემპერატურა ზამთარშიც კი არ იწევს 20 გრადუსზე დაბლა, ხოლო ზაფხულში ის 27 გრადუსს აღწევს.
ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სულ რამდენიმე კუნძულია; სამხრეთით მათი რაოდენობა იმატებს. მათ შორის ყველაზე დიდია კუნძული დახლაკი.
ხმელთაშუა ზღვა
ეს მატერიკთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის ნაწილია და მისი აუზი უამრავ სხვა ზღვას მოიცავს: ლიგურიისას, ადრიატიკისას, იონიისას, ეგეოსისას, შავს, მარმარილოსას, აზოვისას...
ხმელთაშუა ზღვა ევროპას, აზიასა და აფრიკას შორის არსებულ დაბლობზეა შეჭრილი. მისი წყლები მრავალი ქვეყნის ნაპირებს ეკვრის. ეს ქვეყნებია ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, მალტა, სერბია და ჩერნოგორია, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია, ალბანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, კვიპროსი, სირია, ლიბანი, ისრაელი და ეგვიპტე, ლიბია და ტუნისი, ალჟირი და მაროკო.
ჩრდილო-აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვა დარდანელის ყურის მეშვეობით მარმარილოს ზღვას უერთდება, ბოსფორის სრუტით - შავ ზღვას, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი სუეცის არხი მას წითელ ზღვასთან აერთებს. უდიდესი კუნძულებია: ბალეარი, კორსიკა, სიცილია, კრეტა და კვიპროსი. ხმელთაშუა ზღვა სუბტროპიკულ სარტყელშია მოქცეული, ამიტომ მისი კლიმატი მეტად სპეციფიკურია. ზამთარი რბილია, ტენიანი, ზაფხული - ცხელი და მშრალი. ზამთარში აქ ხშირია შტორმი და უხვი ნალექი, ჩრდილოეთის ცივი ქარები ჰაერის ტემპერატურას აქვეითებს. ხშირად ქრის ადგილობრივი ქარებიც: მისტრალი და ბორა.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარში 10-16 გრადუსია. აგვისტოში - 24-30 გრადუსი. ზაფხულობით ცა თითქმის არ იღრუბლება. ხმელთაშუა ზღვაზე ხშირია მირაჟი, რომელსაც ფატა-მორგანას უწოდებენ. ხმელთაშუა ზღვაში 550-მდე სახეობის ზღვის ცხოველი გვხვდება, მათ შორის - დელფინები და სელაპები.
ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კურორტებია რივიერა საფრანგეთსა და იტალიაში, ლევანტიის სანაპიროსა და ესპანეთში ბალეარის კუნძულების კურორტები.
მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო ზონად ითვლება. თუ მოდუნება და სხეულის უწონობის შეგრძნება გსურთ, აქ დაისვენეთ. ისრაელის ცნობილი კურორტების ქვიშიან სანაპიროზე, ბიბლიური პეიზაჟებით გარშემორტყმული, იოლად მიაღწევთ სულისა და ხორცის სრულ ჰარმონიას. ამაში მკვდარი ზღვის განსაკუთრებული კლიმატური და სამკურნალო ფაქტორები დაგეხმარებათ:
- განსაკუთრებული ადგილმდებარეობა. ატმოსფერული წნევა აქ დედამიწის სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მაღალია, ხოლო ჰაერში ჟანგბადის შემცველობა - 15%-ით მეტი, რაც ბუნებრივი ბაროკამერის ეფექტს ქმნის. ამასთანავე, აქ გვხვდება ულტრაიისფერი გამოსხივების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მოკლებულია მავნე ზემოქმედებას ჰაერში მინერალური აეროზოლების "ქოლგის" გამო.
- განსაკუთრებული კლიმატი. წელიწადში ათი თვის განმავლობაში ჰაერისა და ზღვის წყლის მუდმივი მაღალი ტემპერატურა (დღე-ღამისა და სეზონების განმავლობაში მკვეთრი ცვლილებების გარეშე), დაბალი ტენიანობა და ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
- მკვდარი ზღვის ბუნებრივი განსაკუთრებულობა. მკვდარი ზღვის წყალი დიდი რაოდენობით მარილებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რაც ზღვის წყლის მაღალ სიმკვრივეს უზრუნველყოფს, ეს უკანასკნელი კი "უწონობის" ეფექტს ქმნის. შედეგად ცურვის დროს განიტვირთება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. გოგირდწყალბადოვანი წყაროები, მინერალებითა და ორგანული კომპონენტებით მდიდარი სამკურნალო ტალახი - არომოპილოიდოთერაპია ბალნეოთერაპიასთან ერთად საუკეთესო და მყარ თერაპიულ ეფექტს იძლევა.
მკვდარი ზღვის მთელი რაიონი ნაკრძალ ზონად ითვლება, რაც კურორტის ჰაერისა და წყლის სისუფთავის საწინდარია.
კურორტული მკურნალობისთვის განკუთვნილ კლინიკებში ხდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ატონიური დერმატიტი (ნეიროდერმიტი), ვიტილიგო, სკლეროდერმია, აკნე და სხვა;
- ართროპათიები, ქრონიკული ართრიტები და პოლიართრიტები, ართროზები, ნევრალგიები და სხვა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: ნევროზები, ბულიმია და ანორექსია, გაფანტული სკლეროზი და სხვა;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, პოსტსტრესული სინდრომი და სხვა;
- ალერგიულ-იმუნოლოგიური დაავადებები: ქრონიკული ბრონქიტები, ყელ-ყურის დაავადებები, ბრონქული ასთმა და სხვა;
- ტროფიკული წყლულები და ნაიარევები (მათ შორის - კელოიდები);
- ენდოკრინული დავადებები: ჭარბი წონა, ცელულიტი, ალოპეცია;
- ნარკოტიკული დამოკიდებულება (უნიკალური თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით).
კარიბის ზღვა
კარიბის ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს ეკუთვნის. შემოსაზღვრულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკით და დიდი და მცირე ანტილის კუნძულებით. ჩრდილო-დასავლეთით იუკატანის სრუტით ის მექსიკის ყურეს უერთდება, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - პანამის ხელოვნური არხით წყნარ ოკეანეს. კარიბის ზღვა გარს ერტყმის დასვენებისა და ტურისტული ბიზნესისთვის ძალზე მიმზიდველ უამრავ ცნობილ კურორტს: კუბას, იამაიკას, ჰაიტის, ბარბადოსს, ანტილისა და სხვა კუნძულებს.
კარიბის ზღვა ტროპიკული კლიმატის ზონაში იმყოფება, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს პასატური ცირკულაცია. ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა 23-27 გრადუსია. ღრუბლიანობა 4-5 ბალით განისაზღვრება. ნალექების წლიური რაოდენობა სხვადასხვა რეგიონში 250 მილიმეტრიდან (კუნძულ ბონაირის მიმდებარე ტერიტორია) 9000 მილიმეტრამდე (დომინიკის უქარო რეგიონები) მერყეობს. ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში ტროპიკული გრიგალებიც გვხვდება, რომელთა სიჩქარე 120კმ/სთ-საც კი აღწევს. წლის განმავლობაში, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, უმთავრესად - სექტემბერ-ოქტომბერში, საშუალოდ 8-9 ასეთი ტროპიკული გრიგალი გადაივლის.