/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბალნეოლოგია

რა რაოდენობით და რა სიხშირით შეიძლება მინერალური წყლის მიღება

სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კუჭის

სეკრეციული ფუნქციის მდგომარეობა, კუჭის წვენის მჟავიანობა.

კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში მინერალური წყალი უნდა მივიღოთ ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, 35-40 გრადუსამდე შემთბარი. ასეთი წყალი უფრო სწრაფად გადადის ნაწლავებში, ნაკლებად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამცირებს კუჭის წვენის გამოყოფას.

კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს კი ავადმყოფს მინერალური წყალი უნდა მიეცეს ჭამამდე 10-15 წუთით ადრე ან საჭმელთან ერთად. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის, გაზიანი. უნდა ვსვათ ნელა, მცირე ყლუპებით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმის ფარგლებშია, მინერალური წყალი ინიშნება ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შემთბარი ან ოთახის ტემპერატურისა. თუ ავადმყოფი მიდრეკილია ფაღარათიანობისკენ ან აქვს პერიოდული ტკივილი კუჭის არეში სპაზმების გამო, წყალი 40-50 გრადუსამდე შემთბარი უნდა მიეცეს, ხოლო ყაბზობის შემთხვევაში უმჯობესია გრილი წყლის მიღება.

მინერალური წყალი, წესისამებრ, ავადმყოფს ეძლევა დღეში 3-ჯერ: პირველი საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. მკურნალობის კურსს იწყებენ უფრო მცირე (100-150 მლ) ოდენობის წყლის მიღებით, შემდეგ ოდენობას თანდათანობით ზრდიან 1-1,5 ჭიქამდე (200-300 მლ) ყოველ ჯერზე. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადების დროს წყალი შეიძლება მიეცეს უფრო დიდი ოდენობითაც (2-2,5 ჭიქა). ამ ოდენობის წყალს სვამენ 2 ჯერზე 30-40 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, წყალი 37-38 გრადუსამდე იყოს შემთბარი. საშარდე გზების დაავადებების დროს მინერალური წყლების მიღება შეიძლება დღეში 5-6-ჯერ 2,5-3-საათიანი ინტერვალით (150-200 მლ-მდე თითო მიღების დროს). ასეთი მეთოდით მინერალური წყლის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს არ აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა ორგანოების რომელიმე დაავადება ან წყლისა და მარილოვანი ცვლის მოშლის ნიშნები. მწარე - სულფატურ-ნატრიუმიან და მაგნეზიურ - წყლებს საფაღარათოდ სვამენ 1-1,5 ჭიქას უზმოზე ან ძილის წინ.

ამასთანავე, წყლების მოქმედება უმტკივნეულო რომ იყოს, უმჯობესია მათი მიღება გამთბარი სახით. გამთბარ მინერალურ წყლებს იყენებენ კუჭის გამოსარეცხად კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების ან მოწამვლის დროს. კუჭის მინერალური წყლით გამორეცხვის ტექნიკა ჩვეულებრივი გამორეცხვისგან არ განსხვავდება. მინერალური წყლით შესაძლებელია თორმეტგოჯა ნაწლავის გამორეცხვა, რაც აცხრობს ანთებით მოვლენებს, აუმჯობესებს მდგომარეობას დუოდენიტების, ქოლეცისტოპათიების დროს, აძლიერებს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გამოდენას. იყენებენ აგრეთვე მინერალური წყლების სიფონის ოყნებს ბორჯომის, ესენტუკის ტიპის წყლებით. არსებობს მინერალური წყლის ოყნის სხვა მეთოდიც, რომელსაც "ნაწლავების აბაზანას" უწოდებენ. ამ მეთოდის თავისებურებაა: არაგამაღიზიანებელი ტემპერატურა (37-40 გრადუსი), მცირე წნევა (ოყნის ტოლჩა უნდა იყოს არა უმეტეს 50 სმ სიმაღლეზე), წყლის რაოდენობა თანდათან უნდა იმატებდეს (500-დან 1500 მლ-მდე), გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს წყლის ქიმიური შემადგენლობა და მინერალიზაციის ხარისხი. ასეთი ოყნებისთვის შესაფერისია საირმის, ბორჯომის ტიპის წყლები.

მინერალურ წყალს იყენებენ საინჰალაციოდაც. გამთბარი მინერალური წყლის გასაფრქვევად ბინის პირობებში იყენებენ უბრალო აპარატებს (ინჰალატორებს). ინჰალაციისთვის გამოსადეგია ესენტუკის, ბორჯომის, საირმის წყლები და სხვა. ამ პროცედურას უნიშნავენ ავადმყოფებს ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის, ბრონქების ქრონიკული კატარის, გაჭიანურებული პნევმონიების, ფილტვების ემფიზემის და სხვათა დროს.

სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადების ხასიათისა და ავადმყოფის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით ექიმი საზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიმეორონ 4-6 თვის შემდეგ. და ბოლოს, სასმელი მინერალური წყლები, განსაკუთრებით - დაბალი მინერალიზაციისა (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი), შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნითაც, როგორც სუფრის წყალი. მათ აქვთ მადის მომგვრელი თვისება, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ამავე დროს ძლიერ გამღიზიანებლად არ მოქმედებენ ორგანიზმზე. მიუხედავად ამისა, მათი სისტემატური (ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე) მიღება რეკომენდებული არ არის. ამისთვის ძირითადად ბოთლში ჩამოსხმულ წყალს იყენებენ. ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყლები უნდა ინახებოდეს გრილ და უსინათლო ადგილას, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. იხილეთ ვრცლად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა როლი ეკისრება მინერალურ წყალს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში

ექიმი-კურორტოლოგის რჩევები და რეკომენდაციები
სრულად
"ბალნეოკურორტი წყალტუბო" ოფიციალურად გახდა ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი

Mkurnali.ge ესაუბრა კურორტის მთავარ ექიმს - ნანა გვიშიანსა და მარკეტინგისა და პიარის
სრულად
მკურნალობა მინერალური წყლებით
მკურნალობა მინერალური წყლებით
საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა რაოდენობით და რა სიხშირით შეიძლება მინერალური წყლის მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები