/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მაწვნის 5 თვისება, რის გამოც ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია

მაწვნის 5 თვისება, რის გამოც ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია
რძის ამ პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა

მისი დადებითი გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მაწონი დატვირთულია "მეგობარი" ბაქტერიებით, ის ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების დროს. მათ შორისაა შებერილობა, სპაზმები ან უბრალოდ დისკომფორტის შეგრძნება.

მაწონი მდიდარია პრობიოტიკებით. ეს არის სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებიც აფერხებენ პათოგენური ფლორის ზრდას, ამცირებენ ნაწლავის კედლის ინფექციური და ანთებითი დაზიანების რისკს და ასევე აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ხელს უწყობენ ორგანიზმში შემავალი საკვები ნივთიერებების დაშლას და შეწოვას.

მაწვნის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა ქოლესტერინის დონის მოწესრიგება. ეს ყველაფერი იგივე პრობიოტიკების წყალობით ხდება. ეს უკანასკნელი აღადგენს ნაწლავის იმუნურ ბარიერს, პასუხისმგებელია ნაღვლის მჟავების გამოყოფაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ღვიძლში. ყოველივე ეს იწვევს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა ამისა, მაწონი შეუცვლელი დამხმარეა წონის დაკლებაში.

დღეში 200 მლ მაწვნის ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია მადის კორექტირება და ჭარბი წონისგან თავის დაღწევა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ეს შესაძლებელია იმის გამო, რომ ფერმენტირებულ საკვებს აქვს სასარგებლო გავლენა მეტაბოლიზმზე, გლუკოზისა და ინსულინის დონის ნორმალიზებაზე.

კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის შემცველობის გამო, მაწონი ასევე ამაგრებს ძვლოვან ქსოვილს. მაწვნის მხოლოდ ორი ჭიქა უზრუნველყოფს ორგანიზმს კალციუმის ყოველდღიური მოხმარების დაახლოებით 40%-ით და ფოსფორის 25%-ით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისა და მამაკაცებისთვის 60 წლის შემდეგ, როდესაც ძვლები ხშირად უფრო მყიფე ხდება.

იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია რძის პროდუქტები. იმუნური სისტემის მუშაობა 80%-ით დამოკიდებულია მიკრობიომზე. დაბალანსებული კვების შემთხვევაში, რომელშიც მაწონიც იქნება წარმოდგენილი, იქმნება ბუნებრივი დაცვა პათოგენების ზემოქმედებისგან - ორგანიზმი ნაკლებად დაექვემდებარება ვირუსებს და უფრო ადვილად გადაიტანს დაავადებებს.

კომენტარები (5)
ხუციშვილი მარინა.
ჰელიკო ბაქტერიის დროს თუ შეიძლება სოფლის მაწონი.
თარიღი : 01-03-2025
მირიანი
სოფლის მაწონზეა საუბარი
თარიღი : 17-06-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა როლი ეკისრება მინერალურ წყალს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა როლი ეკისრება მინერალურ წყალს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში

ჩვენი იმუნური სისტემა დაავადებებთან ბრძოლის მთავარი იარაღია. სწორედ ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ იგი. ეს გასათვალისწინებელია გრიპისა და ვირუსების სეზონზე, განსაკუთრებით კი ახლა, როცა კორონავირუსის ეპიდემიამ სამყარო მოიცვა. იმუნოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმონ და გამონახონ შესაძლებლობები, რათა საკუთარი იმუნიტეტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ. ყველაფერი კი, როგორც პროფესინალები ამბობენ, საკუთარ სხეულზე ზრუნვით იწყება.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად სპეციალისტები მინერალების დღიური დოზის აუცილებლობაზეც მიანიშნებენ და მის აღდგენას მინერალური წყლის მიღების გზითაც გვირჩევენ. მათივე განმარტებით, მინერალური წყალი ბევრი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და თავისი უნიკალური შემადგენლობით იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.

გვესაუბრება ფიზიოთერაპევტი, ექიმი-კურორტოლოგი მანანა ტაბიძე:

- იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინფექციებისგან, ტოქსინებისგან და ავთვისებიანი უჯრედებისგან. ამიტომ, ამ სისტემის სწორ ფუნქციონირებას ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესი, კერძოდ, ძლიერი სტრესისგან თავის დაცვა, ალკოჰოლზე და თამბაქოზე უარის თქმა, სწორი კვება, 7-8 საათი ძილი დღე-ღამეში და სხეულის ჰიგიენა. რაც შეეხება ასაკოვან ადამიანებს - წლებთან ერთად ფიზიკური აქტივობა კლებულობს, კვება ერთფეროვანია და შესაბამისად, იმუნური სისტემა სუსტდება. ამიტომაც, ისინი ავადმყოფობისკენ უფრო მიდრეკილნი არიან.

ცნობილია, რომ კვებაში საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტი აქვეითებს იმუნიტეტს. მინერალების დღიური დოზის უზრუნველყოფა, გარდა საკვებისა, მინერალური წყლის მიღების გზითაც შესაძლებელია. მაგალითად, "ბორჯომის" მინერალურ წყალს, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, აქვს ფარმაკოლოგიური მოქმედებაც. სამკურნალო ფაქტორებად გვევლინება მასში არსებული ნატრიუმის, კალიუმის, ქლორის, ჰიდროკარბონატის, სილიციუმის, ბორის, რკინის იონები. ამიტომ, "ბორჯომის" მინერალური წყლის სწორი მიღება შესაბამისი დადგენილი მეთოდიკებით, რომლებიც დამყარებულია მრავალრიცხოვან სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, აწესრიგებს ორგანიზმში მინერალურ ცვლას, მოქმედებს კუჭ-ნაწლავის გარსზე ანთების საწინააღმდეგოდ, კარგი ტკვილგამაყუჩებელია, აძლიერებს ნაწლავებში არსებული ლიმფოიდური ქსოვილის ფუნქციას, რაც თავისთავად იწვევს იმუნური სისტემის ამაღლებას. "ბორჯომში" არსებული მინერალების დახმარებით, ორგანიზმიდან გამოიყოფა დაგროვილი არასასურველი ნივთიერებებიც.

- მინერალურ წყალში საჭმლის სოდის გემოს არსებობას სწორედ მისი ბუნებრივი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს, რაც ორგანიზმისთვის საკმაოდ სასარგებლოა...

- მინერალური წყლის შემადგენელ ყოველ ქიმიურ ელემენტს თავისი ფიზიოლოგიური მოქმედება აქვს. კერძოდ, ნატრიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილებში ოსმოსური წნევის რეგულაციაში, ხოლო ჰიდროკარბონატის იონები დიდ როლს თამაშობს მჟავე ტუტიანობის ბალანსის რეგულაციაში. ის ასევე ნატრიუმის იონებთან ერთად, ბუნებრივად ქმნის ნატრიუმის ჰიდროკარბონატს (საჭმელ სოდას), რომელსაც შეუძლია კუჭის მომატებული მჟავიანობის დაქვეითება, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს მიკრო და მაკრო ელემენტების ათვისებას და სხვა.

mkurnali.ge

- მინერალური წყლის მინერალიზაციას ორგანიზმისთვის რა მნიშვნელობა აქვს, უწყობს თუ არა ხელს სისხლში მჟავა ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას, მინერალების დეფიციტის აღმოფხვრას?

- მინერალური წყლები თავისი ფიზიკო-ქიმიური შემადგენლებით, წარმოადგენს ორგანიზმისთვის რთულ ბუნებრივ გამაღიზიანებელს. გამოიყენება ორი სახით - სასმელად და გარეგანი მოხმარებისთვის (აბაზანა, შესხურება, გამორეცხვა, ინჰალაცია). ცნობილი მინერალური წყლები - "ბორჯომი", "ლიკანი" და სხვა არის სამკურნალო სუფრის წყლები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ სამკურნალოდ - ექიმის დანიშნულების მიხედვით და - როგორც სუფრის წყალი, ყოველდღიურად. ორგანიზმზე მინერალური წყლის უარყოფითი გავლენა არ არის დაფიქსირებული, პირიქით, "ბორჯომის" სამკურნალო თვისებები დადასტურებულია მრავალი კვლევით წლების მანძილზე. ის კლავს წყურვილს და ამარაგებს ორგანიზმს საჭირო მინერალებით, ინარჩუნებს ორგანიზმის მჟავა ტუტიანობის ბალანსს. მისი მიღება შესაძლებელია, როგორც კურორტზე უშუალოდ ჭაბურღილთან ან წყაროსთან, ასევე ბოთლებში ჩამოსხმული სახით. ჩამოსხმისას მას ემატება ნახშირმჟავა აირი, რაც ზრდის სამკურნალო თვისებებს, უნარჩუნებს იონურ წონასწორობას და ზრდის წყლის შენახვის ვადას.

- ახსენეთ მინერალური წყლების გამოყენება გარეგანი მოხმარებისთვისაც, მაგალითად ინჰალაციისთვის. რა გავლენას ახდენს ის ზემო სასუნთქი გზების დაავადების დროს?

- სასმელი მინერალური წყლის როგორც ერთჯერადი, ისე ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს შინაგან ორგანოთა სისხლის მიმოქცევას, იწვევს კუჭის წვენის გამოყოფის რეგულაციას, შარდის გამოყოფის გაძლიერებას. დადგენილია "ბორჯომის" დადებითი ეფექტი კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღველე გზების, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა დაავადებისა და სიმსუქნის მკურნალობისთვის. კერძოდ, ის აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ტონუსს, აწესრიგებს თირკმლის მუშაობას და სისხლში მჟავატუტიანობის წონასწორობას. მინერალური წყლის დადებითი ეფექტი იწყება მიღებისთანავე, პირის ღრუს ნერვიული რეცეპტორებიდანვე, როდესაც წყალი ჯერ კიდევ არ არის ჩასული კუჭში. მნიშვნელობა აქვს დაავადების სახეს, წყლის ტემპერატურას, წყლის რაოდენობას, მიღების დროს. ამიტომ, ექიმი ინდივიდუალურად არჩევს მინერალური წყლის მიღების რეჟიმს ყოველი პაციენტისთვის, ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობის სპეციფიკური მოქმედების გათვალისწინებით. მინერალური წყლების მოქმედება ხშირად განისაზღვრება მათში არსებული მიკროელემენტებით. "ბორჯომის" მინერალური წყალი წარმატებით გამოიყენება აეროზული ინჰალაციების სახითაც ზემო სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, ბრონქების ლორწოვანში არსებული ლიმფოიდური ქსოვილის გაღიზიანება აძლიერებს იმუნიტეტს.