ძილი დედის საწოლში - მოდა თუ აუცილებლობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილი დედის საწოლში - მოდა თუ აუცილებლობა

.

  • რა სჯობია - დავტოვოთ პატარა დედასთან თუ ვეცადოთ, ცალკე ძილს მივაჩვიოთ?

ახალშობილი ამ პერიოდში ფსიქოლოგებისა და ექიმების დიდ ნაწილს დედისა და შვილის ერთად ძილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მსგავსი შეხედულების სასარგებლოდ მათ სათანადო არგუმენტებიც აქვთ:

  1. ახალშობილს მოთხოვნილებისამებრ სჭირდება დედის რძე, ჩვილების უმრავლესობა კი აქტიურად წოვს ძუძუს ღამის საათებში. საწოლში ბავშვის კვება გაცილებით მოხერხებულია, ვიდრე ადგომა, მისი საწოლიდან ამოყვანა და მერე ისევ დაწვენა. განსაკუთრებით - იმ ქალებისთვის, რომელთაც ჩაუტარდათ საკეისრო კვეთა ან აქვთ ნაკერები შორისის მიდამოში.
  2. დედა-შვილის ერთ საწოლში ძილი მთელ ოჯახს აძლევს ღამის მშვიდად გატარების შანსს.
  3. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი მზად არ არის დედის სხეულთან განშორებისთვის. დედის სურნელი, სითბო, გულისცემა პაწაწინა უსუსურ არსებას ამშვიდებს. მშობლის საწოლში ჩვილს გაცილებით მშვიდად სძინავს.
  4. ექიმების მიერ ჩატარებულ კვლევათა თანახმად, უსაფუძვლოა ძილის დროს ბავშვის მოგუდვის შიში. დადგენილია, რომ ბავშვის გვერდით დედის ტვინის ყველა უჯრედი ფხიზლობს და შვილის ყოველ გაფაჩუნებაზე სწრაფად რეაგირებს. ჩვილის მოხრჩობის შემთხვევები, ამ კვლევათა თანახმად, მხოლოდ ფსიქიკურად არასრულფასოვან ან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქალებს შორის აღინიშნა.

თუ ბავშვთან ერთად ძილს გადაწყვეტთ, უნდა დაიცვათ გარკვეული წესები:

  1. არ არის საჭირო ბავშვის გახვევა. ეს პაწაწინას ხელს შეუშლის ტემპერატურის რეგულირებაში და შესაძლოა, დასცხეს, გარდა ამისა, შეხვეულ პატარას წოვა გაუჭირდება.
  2. ჩვილს შეიძლება პერანგი ჩავაცვათ და მოვათავსოთ სპეციალურ საძილე ტომარაში, რომელსაც სახელოები აქვს.
  3. ღამით რძის გამოყოფა იმატებს, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ საწოლი არ დაგისველდეთ.
  4. ბავშვი დედის გვერდით კედლის მხარეს უნდა დააწვინოთ და არა მშობლებს შორის.

ერთობლივი ძილის პერიოდი უმეტესად 3-4 თვისათვის მთავრდება და პატარაც საკუთარ საწოლს ეჩვევა.

  • სამიდან ხუთ თვემდე

ამრიგად, სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში დედა-შვილის ერთ საწოლში ძილს ექიმები და ფსიქოლოგები თითქმის ერთხმად ეთანხმებიან, მაგრამ საკითხი, როდის უნდა დაიძინოს პატარამ საკუთარ საწოლში, დღემდე საკამათოა. არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო შეხედულება.

  1. ერთად ძილის მომხრეები თვლიან, რომ დედაც და შვილიც ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, თანაც გრძელდება ღამით კვება. ბავშვთა უმრავლესობა საკუთარ საწოლს ძნელად ეჩვევა და ოჯახს ზედმეტ პრობლემებს უქმნის.
  2. მოწინააღმდეგეთა აზრით, ბავშვი დროზე უნდა მიეჩვიოს, რომ დამოუკიდებელი არსებაა და არა დედის ნაწილი.

თუ ჩვილის საბავშვო საწოლში გადაყვანას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ:

  1. ბავშვი უნდა მიეჩვიოს საკუთარ საწოლს, ამიტომ უმჯობესია, დღისით თავის საწოლში დააძინოთ.
  2. საწოლი მოხერხებული და რბილი უნდა იყოს.
  3. დღისა და ღამის ძილს შორის შუალედს პატარა შინაარსიანად უნდა ატარებდეს – სეირნობდეს, თამაშობდეს, ბანაობდეს, რათა ძილის მოთხოვნილება გაუჩნდეს.
  4. ელაპარაკეთ ბავშვს, დაუყვავეთ, გაუმეორეთ, რომ მის გვერდით ხართ.
  • განშორების ფსიქოლოგია

ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მშობლებს საკუთარ საწოლში ბავშვის გადაყვანისას დანაშაულის გრძნობა ეუფლებათ. თანამედროვე სამყაროში მთელი ყურადღება მაინც ბავშვისაკენ არის მიმართული. ეს ბუნებრივიცაა – ოჯახები უმეტესად ორშვილიანია და, შესაბამისად, ბავშვის ნებისმიერი უარყოფითი ემოცია ტრაგიკულად აღიქმება. ასეთ დროს მშობლებს ურჩევენ გაითვალისწინონ, რომ:

  1. პატარა ოჯახის წევრია, რომელსაც მშობლების მზრუნველობა სჭირდება, მაგრამ ამავე დროს თვითონაც უნდა ითვალისწინებდეს მოზრდილთა ინტერესებს.
  2. ვიდრე იმოქმედებდეთ, მყარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა დააწვინოთ თავის საწოლში, თუ გრძნობთ, რომ ამის დრო დადგა. თუ ორჭოფობთ, განიცდით, არ ღირს განცალკევება, ვინაიდან სტრესული ჰორმონები, რომელთა სინთეზიც მსგავს სიტუაციებში იმატებს, რძეშიც გადადის, ეს კი ბავშვს ძილს დაურღვევს.
  3. იმ დედებისთვის, რომლებიც მშობიარობის შემდეგ მალევე უბრუნდებიან სამსახურს, ერთობლივი ძილი დღის განმავლობაში განშორების ერთგვარი კომპენსაციაა, მაგრამ ჯობს, პატარას საღამოს დაუთმოთ მაქსიმალური ყურადღება, ვიდრე ის თქვენს საწოლში დააძინოთ.
  4. პატარას ჩაწვენა ბავშვის საწოლში მამას დაავალეთ. მამები ამ სიტუაციაში უფრო მშვიდები არიან.
  5. ბავშვის მოძრაობა სპეციალური საძილე ტომრით შეზღუდეთ, ვინაიდან ზედმეტი თავისუფლებაც შესაძლოა შფოთვის მიზეზი გახდეს.
  6. თუ პატარა დღის განმავლობაში მშვიდად თვლემს საკუთარ საწოლში, რატომ არ შეიძლება, ღამითაც მარტო იძინებდეს?

  • ერთი წლის შემდეგ

თუ ბავშვს ერთ წლამდე დედასთან ეძინა, საკუთარ საწოლში მისი გადაყვანა საკმაოდ რთული იქნება. მიზეზი მიჩვევაა - მას აღარ სურს ნაცნობი გარემოს შეცვლა. მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, პატარას ვაგრძნობინოთ, რომ ის ოჯახის უფროსი არ არის, მაგრამ ეს ოსტატურად, ძალდაუტანებლად უნდა მოხდეს.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი თავის საწოლს?

  1. უპირველეს ყოვლისა, შინაგანი სიმტკიცე და თავდაჯერება უნდა გამოიჩინოთ. აუხსენით ბავშვს, რომ უკვე დადგა საკუთარ საწოლში ძილის დრო. ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვს შეგიძლიათ საკუთარი საწოლის ზეიმიც მოუწყოთ, აგრძნობინოთ, რომ უკვე დიდია.
  2. თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ ესმის, რას ნიშნავს ყიდვა, საწოლი მასთან ერთად აარჩიეთ. წინასწარ სთხოვეთ გამყიდველს, აღფრთოვანდეს ბავშვის სურვილით – ჰქონდეს საკუთარი საწოლი და მარტო დაიძინოს.
  3. ბავშვის ყურადღება მიაპყარით იმ გარემოებას, რომ მის და-ძმებს ან უფროს ბავშვებს მარტო სძინავთ.
  4. თავდაპირველად პატარას საწოლი შეიძლება თქვენი საწოლის გვერდით დადგათ, შემდეგ კი მანძილი ნელ-ნელა გაზარდოთ.