/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

მამას ყველაფერი შეუძლია

მამას ყველაფერი შეუძლია
როგორია მამის როლი ოჯახში? როგორი უნდა იყოს მამა შვილის თვალთახედვით?სოციალური თვალსაზრისით მამა ოჯახის მცველი, მასზე მზრუნველი და მისი

მატერიალურად უზრუნველმყოფელია. მან რეგულარულად უნდა მიიტანოს სახლში ”მამონტი”. ის აგებს პასუხს საგარეო ურთიერთობებზეც.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას აკეთებს მამა ოჯახის გარეთ, არამედ ისიც, რას აკეთებს შინ. უპირველეს ყოვლისა, მას ეკისრება ტიპური მამაკაცური საზრუნავი: დაჭედება, შეკეთება, ტვირთის აწევა, სპორტული თამაშების, მოგზაურობის, ქალაქგარეთ დასვენების ორგანიზება... სასურველია, ეს ყველაფერი ბავშვების თვალწინ მოხდეს. ამგვარად მათ გაუჩნდებათ დაცულობის განცდა, მამის იმედი და მისდამი ნდობა.

გარდა ამისა, ეს არაჩვეულებრივი მაგალითია ბავშვისთვის: ბიჭუნები სწავლობენ, როგორ გახდნენ მამაკაცები, უყალიბდებათ მამაკაცური თვისებები და ჩვევები, ხოლო გოგონები იღებენ მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილებას. ამიტომ მამამ მუდმივად უნდა აკონტროლოს თავისი ქცევა, ვაჟთან უფრო მეგობრული, მამაკაცური ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდეს, ხოლო გოგონას მიმართ უფრო ლმობიერი, თბილი და ფაქიზი იყოს. ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მეუღლესთან, რათა დედ-მამის სანიმუშო ურთიერთდამოკიდებულება შვილებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ იქცევა დედა. სწორედ მან უნდა მისცეს მეუღლეს საშუალება, სათანადოდ წარმოაჩინოს საკუთარი თავი მამის როლში. დედას შეუძლია და უნდა დაეხმაროს კიდეც ქმარს, რომ მან ოჯახში ღირსეული ადგილი დაიკავოს.

  • ანდეთ მამას მეტი საქმე

ბევრ ქალს ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის ბავშვების მოვლა და აღზრდა, ამიტომ გამუდმებით აკრიტიკებს მეუღლის ქმედებას. ასეთი დამოკიდებულება მამაკაცს უკარგავს თავდაჯერებას და ბავშვებთან ურთიერთობის სურვილს. არც ბავშვისთვის არის სასარგებლო მამის კრიტიკის მოსმენა. როგორც არ უნდა უყვარდეს მამას შვილი, არ უნდა ველოდეთ, რომ ის ზუსტად დედასავით მოიქცევა. ცოლმა უნდა მისცეს მას საშუალება, რაღაც მაინც გააკეთოს ისე, როგორც თვითონ სურს და შეუძლია - გააკეთოს მამაკაცურად.

  • გაინაწილეთ პასუხისმგებლობა

დახმარებას ყველა ქალი ელის, მაგრამ ყველა როდია მზად იმისათვის, რომ ქმარს ბავშვის გამო პასუხისმგებლობა გაუნაწილოს. ურჩევნია, ყველა საკითხი მარტომ გადაწყვიტოს. ამას ხელს უწყობს ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცს არ ესმის, რას ეუბნებიან ექიმი და მასწავლებელი, აუცილებლად რაღაც შეეშლება, რამეს აურევს... მაგრამ მამა ხომ ადეკვატური ადამიანია. ესე იგი, მას შეუძლია, იტვირთოს პასუხისმგებლობა საკუთარ შვილზე. პასუხისმგებლობის განაწილება ნიშნავს ერთად განიხილოთ ბავშვის პრობლემები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თუ ქალი მეუღლის აზრს გაითვალისწინებს, აღარ მოუწევს ხელების მტვრევა და ქმრისთვის ამ სიტყვების თქმა: ”შენ არ მონაწილეობ ბავშვის ცხოვრებაში!”

  • თავი დააღწიეთ ილუზიებს

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ხშირად მამისადმი პრეტენზიებს საფუძვლად უდევს შეუსაბამობა მის საქციელსა და დედის მიერ გამოგონილ ”იდეალური” მამის ხატს შორის. ასეთ ქალებს მოკრძალებით შევახსენებთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, კარგი მამები კი ერთმანეთს არ ჰგვანან. ბავშვისთვის წიგნის კითხვა ღლის? სამაგიეროდ მზად არის, უსასრულოდ გამოიგონოს საინტერესო ისტორიები და ზღაპრები. დიდ დროს ატარებს სამსახურში? სამაგიეროდ, მის ცოლ-შვილს შეუძლია, ისარგებლოს უამრავი სასარგებლო ნივთით.

  • გაინაწილეთ მოვალეობები

ხშირად მამაკაცს არ სურს, შეასრულოს მოვალეობა, რომელიც მეუღლემ დააკისრა. ეუფლება განცდა, რომ მას იყენებენ. იმსჯელეთ იმაზე, რისი გაკეთება სურს მამას ბავშვებთან ერთად. მაგალითად, ის სიამოვნებით გაასეირნებს ბავშვებს, კერძის გაკეთება კი დედას მოუწევს. გონივრული შეთანხმება თავიდან აგაცილებთ კონფლიქტს.

  • წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ

ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვი და გაჯეტები რეკომენდაციები მშობლებისათვის
როდესაც მშობლებისა და ბებიების შეხედულებები განსხვავებულია

მამებს ხშირად სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. ეს აუცილებელია, რათა მამაკაცმა თავი გაართვას ახალ როლს. მისთვის მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ ბავშვებთან მისი ურთიერთობა ფასეულია თავისთავად და არა მხოლოდ როგორც დედის დახმარება. დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს მამის წარმატებას ბავშვებთან ურთიერთობაში. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ფსიქიკის სწორ ჩამოყალიბებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მამას ყველაფერი შეუძლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები