/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

ბავშვი და გაჯეტები რეკომენდაციები მშობლებისათვის

მშობლები ხშირად უჩივიან, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვული. რამდენად დასაშვებია ბავშვებისთვის გაჯეტების გამოყენება გვესაუბრება აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრის, „ლოლიპოპის“ ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, სუპერვიზორი ნაუ ცერცვაძე.

– ქალბატონო ნაუ, რამდენად საზიანოა ბავშვისთვის გაჯეტების გამოყენება?

– თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიის განვითარება დღითი დღე წინ მიიწევს, არარეალისტური იქნება შევიქმნათ მოლოდინი, რომ ბავშვები არ გაატარებენ დროს ეკრანთან. ხშირ შემთხვევაში, მშობლებს ჰგონიათ, რომ ტელეფონი ან პლანშეტი უფრო მეტი ზიანის მომტანია ბავშვებისთვის, ვიდრე ტელევიზორი, თუმცა, რეალურად მათ შორის განსხვავება არ არის. აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკრანს აქვს როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი მხარეები, თუ ბავშვებს მის სწორად გამოყენებას ვასწავლით (ვგულისხმობ, განათლებისა და განვითარების თვალსაზრისით კომპიუტერის მოხმარებას).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და პედიატრთა ამერიკული აკადემია (AAP) გვთავაზობს რეკომენდაციებს, თუ რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ეკრანთან დღის განმავლობაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღსანიშნავია, რომ ორ წლამდე ბავშვებთან სრულიად აკრძალულია ეკრანის გამოყენება, გარდა ვიდეო-ზარებისა (თუ მშობელი ან ოჯახის წევრი იმყოფება სხვა ქალაქში).

2-დან 5 წლამდე დღის განმავლობაში მაქსიმუმ ერთი საათით.

ხოლო 5-დან 17 წლამდე კი, დღის განმავლობაში 2 საათით არის ეკრანთან დროის გატარება რეკომენდებული, ოღონდ აქ არ ითვლება განათლებისთვის გამოყენებული დრო.

– რა მიზნით იყენებენ ხოლმე მშობლები გაჯეტებს და რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს?

– ხშირად, იმისთვის, რომ მშობლებმა ან მზრუნველებმა მიხედონ საქმეებს სახლის ან საკუთარი თავისთვის დრო გამონახონ, სწორედ მაშინ აწვდიან ბავშვებს გაჯეტებს. ამ დროს ეკრანის გამოყენება ნამდვილად ამართლებს, რადგან ბავშვის ყურადღება მოცულია მხოლოდ ეკრანით და ზრდასრულებს ეძლევათ ამოსუნთქვის საშუალება. ან როდესაც ბავშვი ტირის, დაწყნარების მიზნით აწვდიან ტელეფონს, რაც არ არის სწორი მიდგომა. ეკრანი არ უნდა იყოს დამამშვიდებელი საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ავლენს არასასურველ ქცევას.

ბავშვებს გაჯეტების გამოყენების შესაძლებლობა უმეტესად განუსაზღვრელი დროით აქვთ, რაც არ არის სწორი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი დაიცვან თავად მშობლებმაც. მაშინ, როდესაც ბავშვები ქცევათა უმეტესობას დაისწავლიან მოდელირების მეშვეობით, ანუ მაგალითს იღებენ უფროსებისგან, ვუკრძალავთ იმას, რასაც თავადვე ვაკეთებთ. წესები უნდა იყოს საერთო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

– რა შეიძლება გამოიწვიოს ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარებამ?

– მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარებამ შესაძლოა სირთულეები გამოიწვიოს როგორც კოგნიტურ, ისე სოციალურ სფეროებში.

პირველ რიგში, კვლევებით დადასტურებულია, რომ ორ წლამდე ბავშვებს შორის ეკრანი იწვევს ექსპრესიული მეტყველების შეფერხებას. ადამიანებსა და ცოცხალ კომუნიკაციას ვერასოდეს ჩაანაცვლებს ეკრანი.

ადრეულ ასაკში იწყება ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარება და გარემოს შემეცნების პროცესი, როდესაც ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ირგვლივ არსებული სტიმულების მიმართ. უფრო მნიშვნელოვანია ამ სტიმულების გადამუშავების პერიოდი, რომლის საშუალებასაც ეკრანი არ იძლევა. შესაბამისად, ფერხდება ამ უნარების განვითარება.

ზოგჯერ ბავშვებს სჭირდებათ იგრძნონ რაიმეს მობეზრება, რათა ისწავლონ ფრუსტრაციასთან გამ­კლავება და გააკონტროლონ სა­კუთარი იმპულსები. ტვინის მუდმივად ეკრანით სტიმულირება კი იწვევს იმას, რომ ბავშვებს უჭირთ სირთულეებთან გამკლავება მომავალში და ფერხდება შემოქმედებითი უნარების განვითარებაც, ინტერესთა სფერო მწირი ხდება, ამდენად, ბავშვებმა არ იციან, რით გაერთონ გაჯეტების გარეშე.

კვლევებით არის დადასტურებულია ისიც, რომ ეკრანი იწვევს სოციალური უნარების დასწავლის სირთულეებს და სხვა ადამიანების ემოციების განსაზღვრის შეუძლებლობას, რაც სამომავლოდ ხელს უშლის ემპათიის უნარის განვითარებას.

ხშირ შემთხვევაში, უფროსები ბავშვის გამოკვების დროს იყენებენ გაჯეტებს. ამ დროს ბავშვი სრულიად გაუაზრებლად ამუშავებს საკვებს და შესაძლოა ვერ იგრძნოს ნაყროვანება, რაც ზრდის ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას.

ეკრანის გამოსხივება აღაგზნებს ტვინის ნეირონებს, რაც ხელს უშლის ჩაძინების პრცესს. ეს ყოველივე კი შესაძლოა ინსომნიის წინაპირობა იყოს.

– რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დროის კონტროლი, რასაც კომპიუტერული დროის ბალანსის სტრატეგიას ვუწოდებთ, ეს გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია ისეთი დროისა და სივრცის გამოყოფა, სადაც ოჯახის წევრები ერთად გაატარებენ დროს ყოველგვარი გაჯეტების გარეშე. იქნება ეს სამაგიდო თამაშები, სხვდასხვა ფიზიკური აქტივობა თუ ერთად ვახშმობა. თუმცა, ეკრანთან დროის ერთობლივად გატარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუნდაც, მცირე ხნით ან ფილმის ყურება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ეკრანის არა მხოლოდ გასართობად გამოყენება, არამედ საგანმანათლებლო მიზნით მათი მოხმარება.

კომენტარები (2)
ჯულიეტა
მშობლები ბევრს აშავებენ
თარიღი : 21-01-2023
ჯულიეტა
ნამდვილად სიმართლეა, ბავშვს რომელსაც არ დაუშლი და პლანშეტშია თავჩარგული, მთელი დღე და ღამე დაძინებამდე როგორი მხედველობა და ფსიქიკა ექნება?
თარიღი : 21-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვი და გაჯეტები რეკომენდაციები მშობლებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები