ბავშვის ჰიგიენა და მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ჰიგიენა და მოვლა

ბავშვის ჰიგიენის ცნება მოიცავს სხეულის მოვლის ღონისძიებათა კომპლექსს, გაკაჟებას, აგრეთვე ბავშვის ოთახში კომფორტული ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნებას.

გოგონების ჰიგიენა

გოგონების მოვლის თაობაზე ხშირად ჩნდება კითხვები, განსაკუთრებით - თუ მშობლები გამოუცდელები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ გოგონას სწორად ჩაბანა. გოგონები, ბიჭებისგან განსხვავებით, უნდა ჩავბანოთ წინიდან უკან.ამ მარტივი წესის უგულებელყოფამ შესაძლოა ანთებით პროცესს გაუწიოს პროვოცირება. სასქესო ბაგეები უნდა დავბანოთ გარედან; შიგნიდან ხშირად წმენდა არ არის სასურველი; ამან შესაძლოა გამოყელვა და სასქესო ბაგეების შეხორცება გამოიწვიოს - როგორც ცალკეულ, პატარა უბნებზე, ისე საკმაოდ მნიშვნელოვანიც.

გამოყელვის მკურნალობა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

გოგონას ჩაბანა საჭიროა ყოველდღიურად, ჩვეულებრივი წყლით (შეიძლება გადადუღებულითაც), ყოველგვარი ანტისეპტიკური საშუალების გარეშე. არც საპნის ხშირი გამოყენებაა მიზანშეწონილი. ბევრი მშობელი გადაჭარბებულად ხმარობს საპონს, რითაც ხელს უწყობს კანის გაღიზიანებასა და გამოშრობას.

გოგონას ჰიგიენისთვის მნიშვნელოვანია სველი ხელსახოცების სწორი გამოყენების ცოდნაც. ისინი უნდა ვიხმაროთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. გამოყელვის პროფილაქტიკისთვის ექიმები ზეთის გამოყენებას გვირჩევენ. ზეთს ფრთხილად ვაწვეთებთ სასქესო ბაგეზე, აქტიური დამუშავების გარეშე.

ბიჭების ჰიგიენა

ვაჟების ჰიგიენის შემთხვევაშიც საჭიროა ყურადღების გამახვილება რამდენიმე ნიუანსზე. ბიჭების ჩაბანა შეიძლება როგორც წინიდან უკან, ისე საპირისპირო მიმართულებითაც.

ყველას გაუგონია ფიმოზი - ჩუჩის შევიწროება. ის გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს ვერ ხერხდება ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა, რაც იწვევს ჰიგიენურ პრობლემებს: ასოს თავისა და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთებას - ბალანიტსა და ბალანოპოსტიტს. ფიმოზის დიაგნოზი ქირურგმა უნდა დასვას. ეს პრობლემა შეიძლება ვიეჭვოთ, როდესაც:

  • შარდის გამოყოფა დარღვეულია;
  • ბავშვი შარდვისას იჭინთება;
  • შარდი ზოგჯერ მცირე ნაკადით გამოდის;
  • ზოგჯერ ბავშვი შარდვის დროს ტირის და ა.შ.

თუ ეს დიაგნოზი დაისვა, აუცლებელია სათანადო მკურნალობა. ხშირად საკმარისია ასოს თავის სწორად დაბანა, რის წესებსაც დაწვრილებით აგიხსნით ექიმი.

ზოგადი ჰიგიენა

ნებისმიერი ბავშვის ჰიგიენა მოიცავს დილის ტუალეტს:

  • დაბანას;
  • თვალების, ცხვირის, ყურების გასუფთავებას;
  • ნაკეცებზე საბავშვო კრემის წასმას;

საჭიროა აგრეთვე:

  • ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის რეგულარული ცვლა;
  • პამპერსის ან საფენის რეგულარული ცვლა;
  • დაბანა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

ერთ თვემდე ბავშვი უნდა ვაბანაოთ გადადუღებულ წყალში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დროს ჰიგიენის წესების დაცვა, რადგან ბავშვის ნაზი ორგანიზმი იოლად განიცდის ზიანს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებით.

ბავშვს უნდა ჰქონდეს პირადი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ჰიგიენის საგნები:

  • საპონი;
  • ნეჭა;
  • პირსახოცი.

ბავშვის თეთრეული უნდა გაირეცხოს უფროსების თეთრეულისგან განცალკევებით, სპეციალური ჰიპოალერგიული სარეცხი საშუალებების გამოყენებით. კუჭის მოქმედების შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა ჩავბანოთ სუფთა წყლით, რათა ანუსის მიდამოში მიკრობებისთვის სახარბიელო გარემო არ შეიქმნას. ბავშვის ჩაბანის წინ აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები, რომ მის ორგანიზმში უნებლიეთ ინფექცია არ შევიტანოთ.

თუ ბავშვის ჩაბანის საშუალება არ არის, შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური სველი ხელსახოცები, მაგრამ მხოლოდ აუცილებლობისას; მათი ხშირი გამოყენება არ შეიძლება.

ოთახში ბავშვს არც უნდა სცხელოდეს და არც სციოდეს. ოპტიმალური ტემპერატურაა 18-200C. აუცილებელია ბავშვის ოთახის რეგულარული განიავება, არანაკლებ 4-5 ჯერისა დღეში, თითო ჯერზე - 10-15 წუთის განმავლობაში. განიავებისას ბავშვი უნდა გამოვიყვანოთ ოთახიდან. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ისე მოვათავსოთ, რომ ჰაერის ნაკადი პირდაპირ არ ხვდებოდეს ბავშვს.

რეგულარულად უნდა ვუცვალოთ ბავშვს თეთრეული. ის უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისა, კარგად იწოვდეს ტენს და ატარებდეს ჰაერს.

ბავშვის ოთახის და სახლის სხვა სათავსების რეგულარული დალაგება აუცილებელია. მტვერი, სადილის მომზადების დროს წარმოქმნილი ორთქლი, ქუჩიდან შემოტანილი ჭუჭყი - ეს ყველაფერი საუკეთესო საკვები გარემოა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისთვის. რბილი ავეჯი, ხალიჩები რეგულარულად უნდა დასუფთავდეს მტვერსასრუტით, რათა არ დაგროვდეს მტვერი. ბავშვის ოთახის სველი წესით დალაგება დღეში 2-ჯერ არის საჭირო.

ბავშვი უნდა დავიცვათ მწერებისგან - კბენას რომ თავი დავანებოთ, ისინი მრავალი საშიში დაავადების გადამტანები არიან. კარგი იქნება, ფანჯრებზე ააფაროთ დამცავი ბადე.

სიცოცხლის პირველ თვეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. პირველ 3-4 თვეს არ გირჩევთ ხალხმრავალ ადგილებში მის წაყვანას - მისი სუსტი იმუნიტეტი მიკრობების სიმრავლეს ვერ გაუმკლავდება. ასევე მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებმა გრიპისა თუ გაციებისას ზედმიწევნით შეზღუდონ ბავშვთან კონტაქტი ან გამოიყენონ ნიღაბი. ნიღაბი რეგულარულად უნდა ვცვალოთ.

ბავშვი უნდა გავაკაჟოთ - ეს აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ორგანიზმის საკუთარი დამცველობითი ძალების განვითარებას.

როგორ შევარჩიოთ საწოლი თეთრეული

რასაკვირველია, ის ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ეს ერთადერთი კრიტერიუმი არ არის. ბავშვის თეთრეული გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. იგი უნდა იყოს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და არატოქსიკური. ბავშვის თეთრეულის ყველაზე გავრცელებული მასალაა ბამბა და სელი. სატინის თეთრეულიც იმსახურებს ყურადღებას.

როგორ მოვუაროთ ბავშვის თეთრეულს? - არ უნდა ვრეცხოთ სინთეტიკური სარეცხი ფხვნილით, რადგან მისი ნაწილაკები ხშირად რჩება ბოჭკოებს შორის და შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს. უპირატესობა მიანიჭეთ დამზოგველ ფხვნილებს, რომლებიც სპეციალურად ბავშვის თეთრეულისა და ტანსაცმლის სარეცხადაა განკუთვნილი.

მშობლებს სურთ, მათ შვილს ლამაზი ნივთები ერტყას გარს. თქვენი სურვილი გასაგებია, მაგრამ გახსოვდეთ - კომფორტი და უსაფრთხოება მუდამ პირველ ადგილზე უნდა იდგეს.