/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ახალბედა მოსწავლე

ახალბედა მოსწავლე
ჩემი შვილი წელს სკოლაში მიდის. თითქოს გახარებულია, თუმცა დაბნეულობასაც ვატყობ. მგონი, ცოტა ეშინია კიდეც.

როგორ მოვიქცეთ მშობლები, რომ ბავშვი იოლად შეეგუოს ცხოვრების ახალ რეჟიმს?

ბავშვი სკოლაში მიდის

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტია ნებისმიერი ოჯახისა და თვით ბავშვის ცხოვრებაში. სკოლა პატარასთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყაროა, რომელიც მას უამრავ სიახლეს ჰპირდება: ახალ გარემოსა და მეგობრებს, მასწავლებლებს, წიგნებს, საიდანაც ათას საინტერესო რაიმეს შეიტყობს... ამ დროს ყველაზე მეტად მშობლები ღელავენ - მათ ყველაზე უკეთ იციან, რამდენი დაბრკოლება ელის მათ შვილს ამ რთული და გრძელი გზის დასაწყისში.

თუმცა სანამ სწავლას შეუდგება, ბავშვი ჯერ ახალ გარემოს უნდა შეეგუოს. ორგანიზმს სჭირდება როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ეს კი, როგორც წესი, თვეობით გრძელდება, ზოგჯერ მთელ წელიწადსაც კი გასტანს.

მაინც რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რომელი სირთულე გვხვდება ყველაზე ხშირად და როგორ უნდა გადავლახოთ ის?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველკლასელი უმალვე ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, სად მოხვდა. მისთვის ეს გარემო უცხოა. ჯერ არ იცის, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება. ის მშობლებს არის მინდობილი და მათი ქცევითა და განცდებით ხელმძღვანელობს. მშობლები კი, ბუნებრივია, ღელავენ, რადგან იციან, რომ მრავალი პრობლემაა მოსალოდნელი: სკოლასთან შეგუება, მასწავლებელთან ურთიერთობა, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები.

სკოლა ახალი სოციალური გარემოა, თანატოლთა ახალი საზოგადოება, ახალი მოვალეობები. სკოლამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ბავშვი ჯერ კიდევ ბაღში იძენს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებას, გამოიმუშავებს მეგობრების გვერდით ჯდომის, პედაგოგთან ურთიერთობის, მისი მოსმენის, კითხვებზე პასუხების გაცემის ჩვევებს. მერე და მერე ამას ემატება მიზანმიმართული მუშაობა წიგნით, რვეულით, ფანქრითა თუ კალმით. ეს ჩვევები პატარას სკოლაში უთუოდ გამოადგება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

"ოჯახის ბავშვი" კი, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია, თავისუფალია, მას არავინ ზღუდავს, არაფერს უწესებს, ყველა თავს ევლება. სკოლაში მისვლის შემდეგ მისი რეჟიმი შეიცვლება: იქ მასწავლებელი მართავს მის ქცევას, ბავშვი განსაზღვრულ წესებს უნდა დაემრჩილოს: იჯდეს მერხთან, უნებართვოდ არ გაინძრეს. საბავშვო ბაღში ნასიარულები ბავშვი ამას შეჩვეულია, "ოჯახის ბავშვს" კი გაუჭირდება. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვებთან ურთიერთობას მოწყურებულნი უფრო ინტერესით ხვდებიან სიახლეებს.

სკოლაში ბავშვს, გარდა თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობისა, კიდევ ერთი სიახლე დახვდება: სწავლის პროცესი. ზოგი დიდი ინტერესითა და ხალისით ეწაფება მას, ზოგს კი ძალიან უჭირს თამაშიდან სწავლაზე გადასვლა. ხშირად მშობლები ძალას ატანენ ბავშვს. ეს დაუშვებელია - შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და ბავშვს სწავლა შესძულდეს. ის ჯერ თამაშის ასაკიდან არ გამოსულა, ამიტომ ამ ეტაპზე სწავლა თამაშთან უნდა იყოს შერწყმული. ბავშვმა თანდათან უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს დავალების შესრულება. მეცადინეობის შემდეგ უნდა დავასვენოთ, გართობის საშუალება მივცეთ. ასევე დიდი ტაქტით უნდა ავუხსნათ, რა არის ნიშანი, რომ მისი მეშვეობით ცოდნას, შესრულებულ დავალებას აფასებენ. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს, არ ეგონოს, რომ მაღალი შეფასების მიღებისას ის კარგი ბავშვია, ხოლო დაბალი ნიშნის მიღებისას - ცუდი. ზოგჯერ პედაგოგები სწავლის დასაწყისში შესაფასებლად მზის გამოსახულებას იყენებენ: წარმატებით შესრულებულ დავალებას გაღიმებული მზე ამშვენებს, შედარებით ცუდად შესრულებულს კი მოწყენილი. ასეთი მეთოდის გამოყენებისას ბავშვი ნაკლებად ითრგუნება, სამაგიეროდ ხვდება, რომ მეტი უნდა იშრომოს, რათა მზემ გაუღიმოს. ასე მას აზროვნებაც უვითარდება. ამასთან, ბავშვი ხშირად უნდა წავახალისოთ, შევაქოთ მოთმინებისა და ბეჯითობისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორი გარემო დახვდება ბავშვს სკოლაში, როგორ შეხვდება მას მასწავლებელი. ამ უკანასკნელს დიდი ტაქტი, პედაგოგიური ოსტატობა მოეთხოვება, რადგან თუ ბავშვს სკოლასთან შეგუება გაუჭირდა, მას უცხო გარემოში მოხვედრისას ყოველთვის შეექმნება პრობლემები.

ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან, მასწავლებელთან ურთიერთობა. ხშირად ამის მიზეზი პედაგოგის სიმკაცრეა. შედეგად ბავშვი ან ითრგუნება, ან, პირიქით, აგრესიული ხდება და პროტესტის ნიშნად არ ემორჩილება მასწავლებლის მითითებებს.

ბავშვთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება ადვილი არ არის. თუ სირთულეებმა სკოლამდელ ასაკშივე იჩინა თავი, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ბავშვთა ფსიქოლოგს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ახალბედა მოსწავლე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები