/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

ვეძებოთ ტალანტები!

ვეძებოთ  ტალანტები!
უნარები, მიდრეკილებები, ნიჭი - სხვადასხვა რამ არის. თქვენი ამოცანაა - დაეხმაროთ ბავშვს, რომ საკუთარი თავი იპოვოს. თქვენი პატარა იზრდება და ყოველდღიურად

გახარებთ ახალ-ახალი აღმოჩენებით. პირველი ღიმილი, პირველი წარმოთქმული სიტყვა - "აღუ", გახოხების პირველი გაუბედავი მცდელობა - ყველაფერი ეს მნიშვნელოვანი ეტაპებია ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის. მაგრამ მოსიყვარულე დედა დაბადებისთანავე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორი გაიზრდება მისი ბავშვი, როგორ განავითაროს მისი ნიჭი და მიდრეკილებები, როგორ დაეხმაროს სასურველი გასართობის მოძებნაში და შედეგად რა პროფესიას აირჩევს ის მომავალში.

ალბათ ბევრი გსმენიათ ადრეული განვითარების მეთოდების შესახებ, მაგრამ როგორ უნდა გაიგოთ, რომელია კონკრეტულად თქვენი ბავშვისათვის შესაფერისი? ყველა ბავშვი ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან: ერთი მათემატიკოსი დადგება, მეორე კი - გამოჩენილი მხატვარი.

  • ყოველმხრივ

მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროსადმი მიდრეკილება ბავშვმა შეიძლება ადრეულ ასაკშივე გამოავლინოს. დედის ამოცანაა - დროულად შეამჩნიოს ეს და ბავშვი ამ კუთხით უკეთ განავითაროს. მაგრამ დასაწყისისთვის უნდა გავარკვიოთ, რით განსხვავდება ნიჭი მიდრეკილებებისა და ნასახისგან (ფსიქოლოგიური ტერმინია) - ეს არის ფიზიკური აგებულებისა და ნერვული სისტემის ორგანიზმების თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თავისებურებები; ნასახი ნიჭის განვითარების საფუძველია. მაგალითად, სიმაღლე - არის კალათბურთელის აღზრდის ნასახი, ხოლო კარგი მხედველობითი მეხსიერება მხატვრებისთვის არის გამოსადეგი. ნიჭი საკუთარ თავსა და ბუნებრივ ნასახებზე მუშაობის შედეგია. ამა თუ იმ სახის მოქმედებისკენ მიდრეკილება - ეს არის ბავშვის სურვილი, იყოს დაკავებული კონკრეტულად ამ საქ-მით. ამრიგად, ნიჭი თანდაყოლილისა (ნასახის) და შეძენილის (მიდრეკილებების)ურთიერთშერწყმაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

3-5 წლის ასაკში განსაზღვრული ქმედებისადმი ინტერესი შეინიშნება ბავშვთა მხოლოდ 10-15%-ში. სწორედ ამიტომ არის სასარგებლო ბავშვის განვითარება ყველა მიმართულებით. ყველაზე ადრე ვლინდე-ბა მუსიკალურობა, მხატვრული და მოძრაობითი ნიჭი.

  • მანქანა მინდა!

ბავშვის მიდრეკილებების გასაგებად საუკეთესო საშუალებაა დავაკვირდეთ მის თამაშს. მისი პირველი ნახატების, ნაკეთობების, ქვიშისგან აგებული კოშკების ან კუბებისგან აწყობილი ფიგურების შეფასებისას, თქვენ შეიძლება შეგექმნათ წარმოდგენა თქვენი ბავშვის შესაძლებლობებისა და განვითარების გზების შესახებ. ამისათვის კი აუცილებელია მისცეთ ბავშვს რაც შეიძლება მეტი საშუალება, გამოავლინოს საკუთარი უნარები სხვადასხვა სფეროში. ბავშვის ყურადღებისა და ძალისხმევისთვის მხოლოდ ერთი მიმართულების მიცემას და მხოლოდ ერთი სახეობის მოქმედებისკენ კონცენტრირებას აზრი აქვს მხოლოდ უფრო დიდ ასაკში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

5 წლის ასაკში ასეთმა მიდგომამ შესაძლოა არაკეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს ბავშვის ზოგად და ინტელექტუალურ განვითარებაზე. შეიძლება განუვითარებელი დარჩეს სიცოცხლისთვის აუცილებელი ბევრი სხვა ფუნქცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ჯანმრთელობა. ტვინის განვითარება ხომ პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. მუსიკის, ხატვის, ცეკვების და ა.შ. გვერდით, ბავშვისათვის აუცილებელია, რომელიმე სპორტული სახეობით დაკავდეს ან უბრალოდ ჰქონდეს საშუალება, სუფთა ჰაერზე ირბინოს. რაც უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას ღებულობს ბავშვი ადრეულ ასაკში, მით უფრო ღრმად ვითარდება მისი ნიჭი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ და რას თამაშობს პატარა. ბიჭუნას მანქანები უყვარს და სხვა სათამაშოებისკენ არ იყურება? უყიდეთ საბავშვო წიგნი ავტომანქანების მშენებლობის და ფიზიკის ელემენტარული საფუძვლების შესახებ. სთხოვეთ მამას, წაიყვანოს ავტოფარეხში, რომ თვალი ადევნოს მანქანის შეკეთებას, ასე ბავშვი უამრავ ახალ ინფორმაციას მიიღებს.

  • სხვებზე უკეთ

შესანიშნავად შეიძლება დაგეხმაროთ მულტფილმები, წიგნები, სათამაშოები, რომლებიც ავითარებენ ბავშვის გონებას. ნურასოდეს დაიზარებთ, უპასუხოთ ბავშვის მრავალრიცხოვან შეკითხვაზე - "რატომ?" ეს შეკითხვები დაგეხმარებათ გაიგოთ, რის მიმართ აქვს თქვენს პატარას განსაკუთრებული ინტერესი.

ასევე დაგაინტერესებთ
ტვინის სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ გონებრივი სიმახვილის შენარჩუნებაში
გამორჩეულად ნიჭიერი

ძალიან ხშირად ბავშვი ინტერესდება იმით, რითიც ერთობიან მისი მშობლები. თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ჰობი, გააცანით ის თქვენს ბავშვს. შეიძლება მისი სახით თანამოაზრეც კი შეიძინოთ. ხშირად ხდება, რომ თქვენი პატარა აკეთებს იმასვე, რასაც სხვა ბავშვები და გაცილებით უკეთ და უფრო დიდი სიამოვნებითაც - სწორედ ეს არის მისი ნიჭის გამოვლინება.

  • ნუ გამოტოვებთ ამ სიგნალებს!

ნუ შეშინდებით, თუ ბავშვი, რომელიც ახალ საქმიანობას აითვისებს, მალე დაკარგავს ინტერესს მის მიმართ. უბრალოდ, მიღებულმა ინფორმაციამ ადგილი დაიკავა პატარა "კომპიუტერში" და ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადაიქცა. ბავშვი მას აუცილებლად გამოიყენებს.

  • ახლა თუ...

ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - სენზიტიური პერიოდები. ეს არის ბავშვის მიერ ამა თუ იმ საქმიანობის, ემოციური რეაგირების საშუალებების, განსაკუთრებული ქცევების ათვისების პერიოდები. ანუ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პატარა ადვილად შეისწავლის, მაგალითად, კითხვას, მეორე მონაკვეთში - აქტიურად ითვისებს მეტყველებას ან ახალ მოძრაობებს ან უყალიბდება წესრიგისადმი სიყვარული და ა.შ. ეს პერიოდები არც ისე დიდხანს გრძელდება და მთავრდება მიუხედავად იმისა, შესაძლებელი გახდა თუ არა ამა თუ იმ ნიჭის განვითარება. ადამიანის სიცოცხლის არც ერთ სხვა პერიოდში არ ხდება ახლის ათვისება ისე ადვილად და ასეთი სიამოვნებით. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს პერიოდები ინდივიდუალურია, ანუ მათი წარმოშობა და ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ პატარას განსხვავებული აქვს. ამიტომ დედის ამოცანაა - დროულად მიაქციოს ყურადღება ბავშვში ინტერესის გაჩენას და შეუქმნას მას პირობები მისი რეალიზაციისა და გაღრმავებისათვის.

ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ მომავალ პროფესიას პატარა ადამიანი თვითონ დამოუკიდებლად აირჩევს, ამაში მას დაეხმარება მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება და საკუთარი ინტერესები.

  • ბუნებაც ისვენებს?

გადაეცემა თუ არა ნიჭი მემკვიდრეობით? მაგალითად, ბახების ოჯახში 60 მუსიკოსი იყო. აქედან 20 სახელგანთქმული გახდა. ასე რომ, შეიძლება ვისაუბროთ მუსიკალური ნიჭის მემკვიდრეობითობაზე. მაგრამ ამავე დროს ცნობილია ისიც, რომ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავდა არაფრით გამორჩეული შვილები, თუმცა კარგი განათლების მქონე. გამოდის, რომ ყველა ნიჭი თანდაყოლილია, მაგრამ ყველა როდი გადაეცემა მემკვიდრეობით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვეძებოთ ტალანტები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები