/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

გამორჩეულად ნიჭიერი

გამორჩეულად ნიჭიერი
ყველა ამჩნევს, რომ ჩემი შვილი ძალიან ნიჭიერია. მილოცავენ და მეუბნებიან, ვუნდერკინდის დედა ხარო. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ასეთ ბავშვებს სათანადო ხელშეწყობა სჭირდებათ.

რა გავაკეთო, რომ ბავშვმა შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს?

გაუფრთხილდით ამ ფაქიზ ნიჭს.ვუნდერკინდი - ეს არის ბავშვი, რომელიც გონებრივი განვითარებით უსწრებს თანატოლებს, თუმცა ასეთი ბავშვების 85-90% მოზარდ ასაკში კარგავს თავის უნიკალურ შესაძლებლობებს და ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა.

ამ დროს ზოგიერთს ძალიან უჭირს თავისი "რიგითობის" გაცნობიერება - ცოტა ხნის წინ ხომ ირგვლივ მყოფები აღფრთოვანებულნი იყვნენ მათით, ახლა კი ყურადღებას აღარავინ აქცევს... ამიტომ ნუ იჩქარებთ, ბავშვი ვუნდერკინდად გამოზარდოთ. მიმართეთ ფსიქოლოგს - ის შეაფასებს ბავშვის ნიჭიერების ხარისხს და გეტყვით, სასარგებლო იქნება თუ არა ეს მისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტალანტი 50%-ით ნიჭისგან შედგება, ხოლო 50%-ით - შრომისმოყვარეობისგან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვის ტალანტი ბოლომდე გაიფურჩქნოს?

  • მიეცით საშუალება, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან რაც შეიძლება აქტიურად იმოძრაოს - ეს ხელს უწყობს აზროვნების, გრძნობების, წარმოსახვის განვითარებას. ამასთანავე, პირველი სამი წლის განმავლობაში მოტორიკის განვითარება ყველაზე მეტად ასტიმულირებს ინტელექტს.
  • სხვისი გამოცდილების გაზიარება, განცდათა გათავისება ადამიანს სწრაფად ამწიფებს და მრავალმხრივ პიროვნებად აყალიბებს. რაც შეიძლება მეტი წაუკითხეთ პატარას, დაათვალიერებინეთ მხატვართა ალბომები, უამბეთ დიდი აღმოჩენების, მეცნიერული მიღწევების შესახებ...
  • ნუ აარიდებთ თავს კითხვებს, რომლებსაც პატარა ცნობისმოყვარე გისვამთ. უპასუხეთ მათ რაც შეიძლება დაწვრილებით. დაინახავთ, პასუხების ძიება თავადაც როგორ გაგიტაცებთ.
  • ნუ მოაბეზრებთ ბავშვს თავს ზედმეტი მზრუნველობითა და მუდმივი ზედამხედველობით - მასაც სჭირდება მარტო დარჩენა, ფიქრი, თამაში, უბრალოდ დივანზე კოტრიალი ან ფილმის ყურება.
  • განუვითარეთ ბავშვს ემოციური ინტელექტი - ასწავლეთ თანაგრძნობა, წაახალისეთ სხვათა დახმარების სურვილი.
  • პატივი ეცით ბავშვის ინტერესებს, თუნდაც ისინი გულუბრყვილო და სულელური მოგეჩვენოთ. ნუ ეცდებით, შვილი სტანდარტების მიხედვით განავითაროთ.
  • წაახალისეთ ბავშვის ფანტაზია - ეს შემოქმედებითი უნარის არსებობას მოწმობს.
  • მიაჩვიეთ პატარა სიბეჯითეს, გამოუმუშავეთ შრომისმოყვარეობა. ეს მას სარგებლობას მოუტანს, განურჩევლად იმისა, გახდება თუ არა გენიოსი.

ზომიერი მოთხოვნები

ტალანტი არცთუ ისე მსუბუქი ტვირთია. ზეშესაძლებლობათა განვითარებისთვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო. ფსიქოლოგები, რომლებიც გამორჩეულ, ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობენ, მშობლების დამღუპველ შეცდომებზე მიუთითებენ:

  • რაც უფრო აშკარა ტალანტი აქვს ბავშვს, მით უფრო მეტად უჩნდებათ მშობლებს ტრაბახის ან მოგების ნახვის სურვილი. ნუ გაგიტაცებთ ბავშვის წარმატებებით მანიპულირება - მისი ორგანიზმის შესაძლებლობებს ზღვარი აქვს!
  • ბავშვი, რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს, სულის სიღრმეში მაინც ბავშვად რჩება და აუცილებლად უნდა ითამაშოს თანატოლებთან. თუ ბავშვს მოზრდილ ადამიანად ჩავთვლით და მაღალ მოთხოვნებს წავუყენებთ, ძალიან გაუჭირდება სოციუმში ჩაწერა.
  • ბავშვს აინტერესებს მუსიკა (სპორტი, პოეზია, მათემატიკა)? მხოლოდ ამას ნუ დასჯერდებით, ეცადეთ, ბავშვი რაც შეიძლება მრავალმხრივად და ჰარმონიულად განავითაროთ. პატარა ბიოლოგმა აუცილებლად უნდა იაროს სპორტულ სექციაში, სპორტსმენმა მეცნიერებები უნდა შეისწავლოს, მუსიკოსმა - ენები, ტექნიკა...
შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ყველა დედას მიაჩნია, რომ მისი შვილი ნიჭიერია. საინტერესოა, აქვთ თუ არა გენიოსებს განმასხვავებელი ნიშნები. თქვენი შვილი "არაჩვეულებრივია", თუ:

  • მეტისმეტად ცნობისმოყვარეა: ჩვილ ასაკში დიდხანს და ყურადღებით ათვალიერებდა საგნებს, თითქოს სწავლობდა, მოგვიანებით ცდილობდა, ყველაფერი დაწვრილებით გამოეკვლია, კითხულობდა ყველაფერს იმ თემაზე, რაც აინტერესებდა;
  • მიდრეკილია დამოუკიდებელი აზროვნებისკენ: ხსნის ნებისმიერ ამოცანას, ავლენს ფანტაზიას, მისი დასკვნები საინტერესო და ორიგინალურია;
  • აქვს თანაგრძნობის უნარი - ცრემლებს ვერ იკავებს, როცა ზღაპრის გმირები გასაჭირში არიან;
  • კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია - ზოგჯერ ესმის და გრძნობს ისეთ რაღაცებს, რომელთა ახსნა ყველა მოზრდილსაც კი არ შეუძლია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა სიმპტომები ახასიათებს სანაღვლე გზების ანთებას
რა სიმპტომები ახასიათებს სანაღვლე გზების ანთებას
სანაღვლე გზების ანთების, ქოლანგიტის, სამი ფორმა არსებობს.
სრულად
დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა, ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამორჩეულად ნიჭიერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები