დავეხმაროთ ერთმანეთს

ხურტკმელის ნაყენი სანაღვლე გზების ანთებისგან გიხსნით
რამდენიმე თვის წინ დამეწყო სხვადასხვა სახის ჩივილი: ტკივილი მუცლის მარჯვენა მხარეს, განსაკუთრებით, როდესაც საჭმელს შევჭამდი, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნებაც მაწუხებდა. წავედი ექიმთან, რომელმაც გამოკვლევების შედეგად დამისვა სანაღვლე გზების ანთების დიაგნოზი. დიეტის და მკურნალობის პარალელურად ვეძებდი ამ დაავადების სამკურნალო ბუნებრივ საშუალებებსაც. როდესაც წამლებს მოვრჩი, გადავწყვიტე, ჩემი ჯანმრთელობა ხურტკმელის ნაყენისთვის მიმენდო.
მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხურტკმელის ნაყოფი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ სარქველი და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ დუღილი 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეიძლება დაატკბოთ გემოვნებით.
ნათელა მექვაბიშვილი, თელავი
ანემიისა და ზოგადი სისუსტის დროს ეს შინაური წამალი მიიღეთ
რაც ასაკში შევედი, ზოგადი სისუსტე დამჩემდა. ამ შემთხვევაში ვცდილობ, სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთო და როგორც წესი, ჰემოგლობინი დაბალი მაქვს ხოლმე. ოჯახის ექიმმა ანემიის დიაგნოზი დამისვა. ანემიისა და სისუსტის სამკურნალო ბუნებრივი საშუალება და რეცეპტი ბევრია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.
ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ 200 გრამი ღორის მუცლის ქონი, ნაღების კარაქი და თაფლი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ცხელი რძით ან ცხელი ჩაით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ლამზირა ებანოიძე, ფოთი
როცა ფეხისგულები გიხურთ
ჩემი ხნის ბევრი ადამიანი უჩივის ფეხისგულების სიმხურვალეს. ერთ დროს მეც ვიტანჯებოდი ამ თითქოსდა უვნებელი პრობლემით. მის დაძლევაში მარილიანი აბაზანა დამეხმარა.
ვარცლში ჩაასხით 5 ლიტრი თბილი წყალი, გახსენით მასში 400 გრამი მარილი და ამ ხსნარში მოათავსეთ ფეხები 30-40 წუთით, ყოველდღე დილას და საღამოს. 3 დღის შემდეგ უკეთესად გავხდი, მაგრამ 10-დღიანი სამკურნალო კურსი ბოლომდე ჩავიტარე.
ლამარა კანდელაკი, თერჯოლა
სახსრებს მივხედოთ, რათა კარგად ვიყოთ
კარგი განწყობა ხშირად დამოკიდებულია ჩვენი სახსრების სიჯანსაღეზე. ამიტომ უნდა მოვინდომოთ, რომ არ დავუშვათ მათი ანთებითი მდგომარეობა. პირველ რიგში უნდა ჩავიცვათ სეზონურად და ამინდის გათვალისწინებით. გირჩევთ, წონაც არ მოიმატოთ, რადგან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ნეგატიურად აისახება სახსრების მდგომარეობაზე.
საკვები გაამდიდრეთ თევზითა და კომბოსტოთი. მუდმივად იმოძრავეთ. ძალიან კარგად აჯანსაღებს სახსრებს ქრისტესისხლას, სალბისა და ზღვის მარილის აბაზანები. თავად სახსრები ზედმეტი დანალექი მასებისგან შეიძლება გაითავისუფლოთ და გაიწმინდოთ დაფნის ფოთლის ნაყენით.
- საღამოს თერმოსში ჩაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 5 გრამი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი. გააჩერეთ მთელი ღამე, დილას გადაწურეთ და დალიეთ ყოველ 15 წუთში ერთი-ორი ყლუპი, ვიდრე ნაყენი არ გათავდება. მკურნალობის კურსი 3 დღეა. გააკეთეთ სამდღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
- ამას გარდა, დააქუცმაცეთ და ერთმანეთს შეურიეთ 2-2 სუფრის კოვზი ყვითელი ძიძო, სვია და კრაზანა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და ამ ნაყენის კომპრესები დაიდეთ მტკივან ადგილებზე.
- სახსრების ტკივილისგან გიხსნით შინაურ პირობებში, საკუთარი ხელით დამზადებული საფენი: ბრინჯი ყავის საფქვავში დაფქვით. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი მარილი. ამ ხსნარს დაუმატეთ ბრინჯის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ სქელი პასტა მიიღოთ. წაუსვით ის სელის მკვრივ ნაჭერზე და მტკივნეულ ადგილზე მოათავსეთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. პროცედურა შეასრულეთ რეგულარულად, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
მარგო ნებიერიძე, ქუთაისი