რა განსხვავებაა პაროდონტიტსა და პაროდონტოზს შორის? - - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებაა პაროდონტიტსა და პაროდონტოზს შორის? -

პაროდონტიტი და პაროდონტოზი ხშირად ერევათ ერთმანეთში. იქნებ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა ამ ორ პათოლოგიას შორის?

- ეს ორი პათოლოგია მიზეზებითა და მიმდინარეობით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. პაროდონტოზი გენერალიზებული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში მთელი ყბაა ჩათრეული და არა რომელიმე განსაზღვრული მონაკვეთი, როგორც ეს პაროდონტიტს ახასიათებს.

პაროდონტოზის მთავარი ნიშანია ჰიპერესთეზია - მომატებული მგრძნობელობა, რომლის დროსაც ღრძილი თითქმის არ იცვლება და ბაცი ვარდისფერია, პაროდონტიტის ძირითადი კლინიკური მახასიათებელი კი ღრძილის გარეგნული ცვლილება, სისხლდენა და მოგვიანებით ჩირქოვანი გამონადენია.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ პაროდონტიტს?

- პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს.

მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიიდან გამომდინარე, გართულების ხასიათისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩევა.

პაროდონტიტის ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური გინგივიტის მკურნალობას, პაროდონტული ჯიბეების გაჩენის აღკვეთას, ალვეოლური მორჩის ანთების ლიკვიდაციას. პაროდონტის ქსოვილებში სისხლის ნორმალური მიკროცირკულაციის აღსადგენად ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რაშიც მთავარი როლი მედიკამენტურ თერაპიას მიეკუთვნება.

ვიყენებთ ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და რეგენერაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს, როგორც მისაღებად, ისე პირის ღრუს აბაზანებისა და აპლიკაციების სახით. ადგილობრივი მკურნალობისას ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, ინიშნება ვიტამინები, უმთავრესად - C და B ჯგუფისა, ბიოგენური სტიმულატორები. რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პათოლოგიური კბილღრძილოვანი ჯიბის მოცილება და უიმედო კბილების ექსტრაქცია ალვეოლური მორჩის ძვლის შესანარჩუნებლად, რომელიც შემდგომ შესაძლო დენტალური იმპლანტაციისთვის არის საჭირო.

პაროდონტიტის მკურნალობის პარალელურად საჭიროა დაკარგული კბილების აღდგენაც, მაგრამ ტრადიციული მეტალოკერამიკული პროთეზების გამოყენება მათი სიმძიმის გამო ამ დროს დაუშვებელია. გარდა ამისა, მათი ჩასმა კბილების წინასწარ მომზადებას ითვალისწინებს, რაც ისედაც მორყეული და დაზიანებული კბილისთვის დამატებითი ტრავმაა.

-პაროდონტოზის მკურნალობის მეთოდებზე რას გვეტყვით?

- პაროდონტოზის მკურნალობაც კომპლექსურია და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით ტარდება. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება. ექიმის ამოცანაა პროცესის შეჩერება, კბილების შენარჩუნება და საღეჭი აპარატის ფუნქციური მდგომარეობის ნორმალიზება.

ამისთვის გამოიყენება მედიკამენტები, ვიტამინოთერაპია, ჰორმონოთერაპია. მივმართავთ მეთოდებს, რომლებიც ადგილობრივ სისხლმიმოქცევას აუმჯობესებს. ესენია მასაჟი და ფიზიოთერაპია. ვიყენებთ ასევე დარსონვალიზაციასა და ლაზერთერაპიას. აუცილებელია კბილებიდან ქვების მოცილება, პირის ღრუს პროფესიული სანაცია, რადგან მკურნალობის პროცესს ძლიერ აფერხებს მიკროორგანიზმები. ტარდება სხვადასხვა სახის ორთოპედიული ღონისძიებები, კბილების პროთეზირება.

პაროდონტოზის მკურნალობის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ძირითადი ან თანმხლები დაავადების მკურნალობაც. საბედნიეროდ, პაროდონტოზის დროული მკურნალობა კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, დროულად დაწყებული კვალიფიციური მკურნალობისას პათოლოგიური პროცესის პროგრესირება რამდენიმე წლით ჩერდება, თუმცა აუცილებელია პროფილაქტიკა, რაც ითვალისწინებს წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს.

უყურადღებობის შემთხვევაში კი კბილების ნაადრევი დაკარგვის რისკი საკმაოდ დიდია.

წაიკითხეთ სრულად