ბავშვის კვება - რითი ვკვებოთ ჩვილი ჰიპოგალაქტიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის კვება - რითი ვკვებოთ ჩვილი ჰიპოგალაქტიის დროს

  • "მყავს შვილიშვილი, 4 თვის, იკვებება დედის რძით, მაგრამ არ ჰყოფნის. შეიძლება თუ არა, დედის რძეს დავამატოთ მაწონი და რა რაოდენობით?"

დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილი ბავშვისთვის. თუ კვების შემდეგ პატარა ვერ ისვენებს, ტირის, უფრო ადრე ითხოვს კვებას, ვიდრე "ეკუთვნის", ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ მას არ ჰყოფნის დედის რძე.

  • მაშ, რითი დავანაყროთ პატარა?

ამ მიზნით მხოლოდ და მხოლოდ ადაპტირებული რძემჟავა ნარევები შეგიძლიათ გამოიყენოთ, და აი, რატომ: 6 თვემდე ჩვილის რაციონში არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტის, მაგალითად, მაწვნის შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს აზოტური ცვლისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების რისკის გაზრდა. ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტების შეტანა რაციონში მიზანშეწონილია 8 თვის შემდეგ. მაწონი, კეფირი, სხვადასხვა ცხიმიანობის იოგურტი, ასევე შაქრიანი და უშაქრო ხაჭო მიზანშეწონილია გამოიყენოთ როგორც დამატებითი საკვები სიცოცხლის მეორე ნახევრიდან და არა როგორც დედის რძის შემცვლელი.

რძემჟავა პროდუქტები და ნარევები ფართოდ გამოიყენება ასევე ბავშვთა კვებაში ნაწლავური ინფექციების დროს მათი შემდეგი თვისებების გამო:

  1. თრგუნავენ პათოლოგიური (დაავადების გამომწვევი) მიკროორგანიზმების ზრდას მსხვილ ნაწლავებში;
  2. უნარი აქვთ გამოიმუშაონ სპეციალური ანტიბიოტიკი;
  3. ხელს უწყობენ ორგანიზმის იმუნოსტიმულაციას;
  4. ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალურ მოტორიკას (მოძრაობას);
  5. ამცირებენ ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების რისკს, კერძოდ, მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს მოზრდილებში.

ადაპტირებული ნარევი შეიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვილის ჯანსაღი ზრდისთვის:

  1. ვიტამინებს, რკინას, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის ფორმირებისა და გონებრივი განვითარებისთვის;
  2. სასიცოცხლოდ აუცილებელ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს.
  • როგორ გავიგოთ, რა რაოდენობით საკვების დამატებას საჭიროებს ჩვილი?

დედის რძის ნაკლებობის - ჰიპოგალაქტიის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ჩვილი აიწონოს და გამოითვალოს წონის დეფიციტი. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს რამდენიმე საკონტროლო აწონვა - დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვწონით - ძუძუს წოვის წინ და წოვის დამთავრების შემდეგ. ამით ვგებულობთ დღის განმავლობაში საშუალოდ გამოწოვილი რძის რაოდენობას და ვანგარიშობთ, თუ რძის რა რაოდენობა დააკლდა მას დღის განმავლობაში. ამის მიხედვით კი ვანგარიშობთ, თუ რაოდენობით უნდა მიიღოს ბავშვმა ადაპტირებული ნარევი.

ასეთ კვებას, როცა ჩვილი დედის რძესთან ერთად დამატებით იღებს ადაპტირებულ ნარევს, შერეული კვება ეწოდება. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაკლია ის, რომ ამ დროს ბავშვმა შეიძლება ძუძუს წოვა შეასუსტოს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ამცირებს სარძევე ჯირკვლის მიერ რძის გამოყოფას.

ამიტომ გირჩევთ: რა მცირეც არ უნდა იყოს დედის რძის რაოდენობა, მაინც აუცილებელია მისი შენარჩუნება რაც შეიძლება მეტხანს. ბავშვმა ბოლომდე უნდა გამოწოვოს დედის ძუძუ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით საკვები ნარევი. საწოვარას ხვრელი, რომლითაც ბავშვი წოვს ნარევს, უნდა იყოს ვიწრო, რომ საკვები თავისუფლად არ გადმოდიოდეს. დიდი ზომის ხვრელი საწოვარაზე მის გაზარმაცებას იწვევს, რის გამოც ჩვილი ნაკლები ინტენსივობით იწყებს ძუძუს წოვას.

შერეულ კვებაზე გადაყვანა განსაკუთრებით არასასურველია ზაფხულის თვეებში, რადგან ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების მონელება უფრო გაძნელებულია, ვიდრე წლის სხვა დროს.