რა როლი აქვს ახალშობილის საკვებში შემავალ მინერალებსა და მიკროელემენტებს და რას იწვევს მათი დეფიციტი
აუცილებელი მინერალები და ელემენტები და მათი დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობებია:
ნატრიუმი
- აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის;
- ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, რომელსაც ის უჯრედის მეტაბოლიზმისთვის იყენებს
დეფიციტის ნიშნები
- ზრდის შეფერხება;
- ნევროლოგიური დისფუნქცია;
- სითხის ბალანსის დარღვევა;
- ჰიპოტენზია;
- კრუნჩხვა
კალიუმი
აუცილებელია:
- ქსოვილების ზრდისთვის;
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის წონასწორობის შენარჩუნებისთვის
დეფიციტი იწვევს:
- მიოკარდიუმის დაზიანებას
- კუნთების სისუსტეს;
- არითმიას;
- ჰიპოტონიას
კალციუმი
ხელს უწყობს:
- ძვლებისა და კბილების ფორმირებას;
- ნერვის გამტარობას;
- ცხიმის შეწოვას
დეფიციტისას ვითარდება:
- ოსტეომალაცია;
- კრუნჩხვა;
- არითმიები
ფოსფორი
მონაწილეობს
- ძვლებისა და კბილების ფორმირებაში;
- ენერგიის გადაცემაში
დეფიციტის ნიშნები:
- რაქიტი;
- სისუსტე
მაგნიუმი
მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში.
დეფიციტი იწვევს:
- დიარეას;
- ჰიპოკალცემიას;
- ჰიპოკალემიას;
- არითმიას
რკინა
მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ფერმენტების წარმოქმნაში.
დეფიციტისას ვითარდება:
- ანემია;
- აპათია
თუთია
მონაწილეობს:
- ფერმენტების წარმოქმნაში;
- დამცველობით ფუნქციებში;
- დნმ და რნმ-ის სინთეზში
დეფიციტის ნიშნები:
- ზრდის შეფერხება;
- ალოპეცია;
- დერმატიტი;
- დიარეა
მანგანუმი
ხელს უწყობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ფერმენტების წარმოქმნას, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.
დეფიციტის ნიშნები:
- ნევროლოგიური დისფუნქცია;
- სისხლის შედედების დარღვევა;
- ცხიმების მეტაბოლიზმის დარღვევა
სელენიუმი
გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები,მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში.
დეფიციტისას ვითარდება ანემია, კარდიომიოპათია.
იოდი
მონაწილეობს ფარისებრი ჰორმონის სინთეზში.
დეფიციტისას ვითარდება ჰიპოთირეოიდიზმი, ჩიყვი.
ქრომი
ქრომი მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.
დეფიციტისას ირღვევა გლუკოზის ათვისება.