/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

მშვიდობა სათამაშო მოედანზე

მშვიდობა სათამაშო მოედანზე
ერთი შეხედვით, ეს სათაური შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ - საბავშვო მოედანზე ასეთი რა უნდა მოხდესო? ხდება და თანაც როგორ!

აი თვალსაჩინო მაგალითიც: ერთმა ბიჭუნამ მეორეს სათამაშო მანქანა წაართვა. განაწყენებულმა პატარამ მაშინვე უთავაზა დამჩაგრავს. ბავშვებთან განრისხებული დედები მიიჭრნენ. მისვლა ნაცემი ყაჩაღანას დედამ დაასწრო და დაუყოვნებლივ დაუბრუნა ხურდა სათამაშოს პატრონს... კონფლიქტმა თვალის დახამხამებაში გადაინაცვლა მშობლების დონეზე, აქ კი, მოგეხსენებათ, გამარჯვება მას რჩება, ვისაც უფრო მაღალი და გამკივანი ხმა აქვს. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ავადსახსენებელ სატვირთო მანქანას ფეხებთან დაუხეთქებს მფლობელს, დემონსტრაციულად დატოვებს სათამაშო მოედანს და სახლს მიაშურებს, ხოლო თუ გამყოლი გული აღმოაჩნდა, კიდევ დიდხანს არ მოასვენებს ბრძოლის გამჩაღებელს.

  • როგორ მოვიქცეთ?

ასეთი რამ ყველა ეზოში ხდება. როგორ მოვიქცეთ? ბავშვებისთვის კონფლიქტი ურთიერთობის ისეთივე საშუალებაა, როგორიც თამაში. 3-3,5 წლის პატარებმა ერთად თამაში ჯერ არ იციან, ამიტომ მათი ურთიერთობა სათამაშოების გაცვლით შემოიფარგლება. ნებისმიერ ბავშვს ყველაზე მეტად იმ სათამაშოსკენ მიუწევს გული, რომელსაც სხვის ხელში ხედავს, ამიტომ ბავშვების სათამაშო მოედანი პოტენციურად კონფლიქტური ადგილია.

ყველა ოჯახს თავისი წესები აქვს. ზოგან ერთ თხილის გულს ცხრა ძმა იყოფს, ზოგან საკუთარ ნივთებს თვალისჩინივით უფრთხილდებიან... სხვადასხვა ოჯახში აღზრდილი ბავშვები, ბუნებრივია, ეზოშიც სხვადასხვაგვარად იქცევიან. ეს სავსებით საკმარისია, რომ სრული გაუგებრობა წარმოიშვას, ამიტომ საბავშვო მოედნებზე სტიქიურად მყარდება ქცევის თავისებური წესები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ერთ-ერთი მათგანი სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: მოედანზე ყველა სათამაშო საერთოა. ურიგო არ იქნება, თუ ამ წესს თქვენს შვილსაც შეახსენებთ და მის თანატოლებსაც, მეტადრე - მაშინ, თუ პატარა ძუნწობს და თავის სათამაშოებზე ხელს არავის აკარებინებს.

მნიშვნელოვანია სათამაშოების შერჩევაც. თუ ბავშვმა ეზოში ძვირფასი, მოწიწებითა და სიყვარულით შერჩეული ნივთები ჩაიტანა, ცხადია, იოლად ვერ დათმობს, ამიტომ დედებს სეირნობისას თან მიაქვთ სათამაშოები, რომლებსაც პატარა სხვებსაც დაუნანებლად ათხოვებს.

სათამაშო მოედნის მეორე წესი ასეთია: კონფლიქტი ბავშვებმა თვითონვე უნდა მოაგვარონ, მშობლებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აქვთ ჩარევის უფლება. თუ დედა მაშინვე მიიჭრება დასახმარებლად, ბავშვი ვერც ურთიერთობას ისწავლის და ვერც კონფლიქტების მოგვარებას.

  • კონფლიქტოლოგია

როგორ მოვიქცეთ, თუ დავა ცემა-ტყეპაში გადაიზარდა? უპირველეს ყოვლისა, უნდა დავმშვიდდეთ და ყველას ცემისა და დატუქსვის სურვილი დავთრგუნოთ. ბავშვურ კინკლაობაში საშიში არაფერია. თქვენ შეგიძლიათ, ის პედაგოგიური მიზნით გამოიყენოთ. ამისთვის საკმარისია რამდენიმე მარტივი მოქმედება.

  • ნაბიჯი 1: გამოიყვანეთ ბავშვი საომარი მოქმედების ზონიდან.
  • ნაბიჯი 2: ჩაიმუხლეთ, რათა ბავშვს თვალებში უცქიროთ.
  • ნაბიჯი 3: მშვიდად და გასაგებად აუხსენით, რამ გამოიწვია ჩხუბი.
  • ნაბიჯი 4: დაეხმარეთ ბავშვებს კონფლიქტის მოგვარებაში.
ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშოს როლი ბავშვის განვითარებაში
ეზოში თამაში ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს

მოჩხუბართა დაშოშმინებისას ერიდეთ ისეთ გამოთქმებს, როგორიც არის "ცუდი", "ბოროტი", "მავნე"... შესთავაზეთ ბავშვებს კონფლიქტის მოგვარების ყველასთვის ხელსაყრელი გზა, მაგალითად, სადავო სათამაშოთი ერთად თამაში. სეირნობამ უსიამოვნება რომ არ შეგამთხვიოთ, ეცადეთ, იპოვოთ საკუთარი წრე - ნაცნობ ქალებთან მუსაიფი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საბავშვო მოედანზე საომარი განწყობით წასვლა. გამორიცხული არ არის, თქვენი ეზოს ბავშვებმა მომავალში ერთად ისწავლონ, ისე რომ, შესაძლოა, მშობელთა კრებაზე იმ ქალის გვერდით მოგიხდეთ ჯდომა, რომელმაც ოდესღაც მიტყიპა თქვენი ბიჭუნა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მშვიდობა სათამაშო მოედანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები