/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

პატარა ჩხუბისთავები

პატარა ჩხუბისთავები
ცოტა ხნის წინ ეზოში ასეთ ამბავს შევესწარი: ერთმა ბიჭუნამ მეორეს სათამაშო მანქანა წაართვა. განაწყენებულმა ბავშვმა მაშინვე სილა უთავაზა მჩაგვრელს.

.

ბავშვებთან მათი განრისხებული დედები მიიჭრნენ. მისვლა ნაცემი ყაჩაღანას დედამ დაასწრო და დაუყოვნებლივ დაუბრუნა ხურდა სატვირთო მანქანის მფლობელს. მერე კი კონფლიქტი მშობლების დონეზე გაგრძელდა... ასეთ დროს ვინც უფრო ხმამაღლა დაიკივლებს, გამარჯვებაც მას რჩება. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ავად სახსენებელი სათამაშო მანქანა მფლობელის ფეხებთან დაეხეთქება, მოწინააღმდეგე მხარე დემონსტრაციულად ტოვებს სათამაშო მოედანს და სახლს მიაშურებს, ხოლო თუ ნაცემი ბავშვის დედა ღვარძლიანი აღმოჩნდა, ეს შემთხვევა დიდხანს არ მოასვენებს ბრძოლის გამჩაღებელს.

ასეთი რამ ალბათ ყველა ეზოში ხდება. როგორ მოვიქცეთ უფროსები, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ტრავმა და არც პატარებს - მათ ხომ უსიამოვნო შთაბეჭდილებები დიდხანს მიჰყვებათ? როგორ ვასწავლოთ პატარას კონფლიქტიდან გამოსავლის პოვნა?

  • კონფლიქტის მიზეზი

ბავშვებს შორის კონფლიქტი ძალიან სწრაფად იფეთქებს ხოლმე. მათთვის ჩხუბი ურთიერთობის ისეთივე საშუალებაა, როგორიც თამაში. 3-3,5 წლის ბავშვებმა ერთად თამაში ჯერ არ იციან, ამიტომ მათი ურთიერთობა ქვიშის მოედანზე მხოლოდ სათამაშოების გაცვლით შემოიფარგლება. ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე სასურველი და სანატრელია ის სათამაში, რომელსაც სხვის ხელში ხედავს, ამიტომ სათამაშო მოედანი პოტენციურად კონფლიქტური ადგილია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველა ოჯახს თავისი წესები აქვს. ზოგან მიღებულია, ერთი კანფეტიც კი გაინაწილონ, ზოგან - გაუფრთხილდნენ საკუთარ ნივთებს და უცხოს არ ჩაუგდონ ხელში. სხვადასხვა ოჯახებში აღზრდილი ბავშვები, ბუნებრივია, სხვადასხვანაირად იქცევიან და ეს სავსებით საკმარისია, რომ გაუგებრობამ იჩინოს თავი. ამიტომ საბავშვო მოედნებზე სტიქიურად მყარდება ქცევის თავისებური წესები.

სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს წესი: მოედანზე ყველა სათამაშო საერთოა. ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, თუ მას ხშირ-ხშირად გაუმეორებთ საკუთარ შვილსაც და სხვებსაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ძუნწობს და სათამაშოებს არავის ათხოვებს.

შეკითხვა ექიმს
<p>ჩემი კითხვა იყო შემდეგი: გეებად იბადებიან თუ ეს უბრალოდ რაიმე სახის გადახრაა ან დაავადება? და თუ ხდება მკურნალობა ადრეული ასაკიდან? იქნებ პირდაპირ კონკრეტულად მიპასუხოთ ადამიან გეი შეიძლება დაიბადოს? თუ არა? გთხოვთ მიპასუხეთ</p>

მნიშვნელოვანია ნივთების შერჩევაც. თუ ბავშვს ეზოში ჩააქვს ძვირფასი, სიყვარულით შერჩეული ნივთები, ის ვერ დათმობს მათ. ამიტომ ზოგიერთ დედას ეზოსთვის განკუთვნილი სათამაშოები ცალკე აქვს გადაწყობილი.

მეორე წესი: კონფლიქტები უნდა მოაგვარონ ბავშვებმა და მხოლოდ მაშინ, თუ არ გამოსდით, ჩაერიონ საქმეში მშობლები. თუ დედა დაჩივლებისთანავე მიიჭრა დასახმარებლად, ბავშვი ვერც ურთიერთობას ისწავლის და ვერც კონფლიქტების მოგვარებას.

  • 4 ნაბიჯის წესი

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ მოქმედებს და-ძმის ყოლა ბავშვის ფსიქიკაზე?
ბავშვის სასკოლო მზაობა

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვების კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა? უპირველეს ყოვლისა, დავმშვიდდეთ და ყველას ცემისა და დატუქსვის სურვილს მოვერიოთ. ბავშვური კინკლაობა ნორმაა, ჩვენი ამოცანა კი ის არის, ისინი პედაგოგიური მიზნით გამოვიყენოთ.

    • ნაბიჯი 1: გამოიყვანეთ ბავშვი საომარი მოქმედების ზონიდან;
    • ნაბიჯი 2: ჩაიმუხლეთ, რათა თქვენი თვალები ბავშვის თვალების დონეზე აღმოჩნდეს;
    • ნაბიჯი 3: მშვიდად, მარტივი სიტყვებით აუხსენით, რამ გამოიწვია ჩხუბი;
    • ნაბიჯი 4: დაეხმარეთ ბავშვს კონფლიქტის კონსტრუქციულად მოგვარებაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პატარა ჩხუბისთავები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები