/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

ნაირფერი განწყობა

ნაირფერი განწყობა
აბსტრაქტული ხატვა მედიტაციის ელემენტებით ზოგიერთი პრობლემის მოგვარების შესანიშნავი საშუალებაა. ხატვის ამ ნაირსახეობას შეიძლება ძალიან პატარა ბავშვებიც კი

ვაზიაროთ, მით უფრო, რომ ამ ასაკში ხშირია შიში. წლამდე ასაკის ბავშვებში ნეგატიური ემოციები ძლიერ მოუსვენრობას იწვევს. ამისთვის საკმარისია, პატარამ ხმამაღალი ბგერა გაიგონოს ან დიდი საგნის მოახლოება შემჩნიოს.დაახლოებით რვა თვის ასაკში შიში უმთავრესად დედასთან განშორებით ან უცხო ადამიანის გამოჩენით არის გამოწვეული.

  • რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს საღებავები?

სპეციალისტების აზრით, ბავშვს საღებავები 5-8 თვის ასაკშიც კი შეიძლება გავაცნოთ. ეს განსაკუთრებით მიზანშეწონილია, თუ ნამცეცა ხშირად ტირის ან სულიერი მღელვარების სხვა ნიშნებს ამჟღავნებს. ვიდრე პატარას ქაღალდს მისცემდეთ, ჯერ აჩვენეთ, როგორ უნდა გამოიყენოს საღებავი: დაჯექით მაგიდასთან, ჩაისვით ბავშვი კალთაში, თითი ჩაყავით საღებავიან ქილაში და ფურცელზე ხატვა დაიწყეთ. სასურველია, ეს ყველაფერი ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმეოროთ.

მომდევნო ეტაპზე ქილაში პატარას ჩააყოფინეთ თითი და ქაღალდზე გაატარეთ. "ხატეთ" ნახევარი წუთის განმავლობაში, შემდეგ პატარა "მხატვარს" თითი გაუწმინდეთ და საღებავები და ქაღალდი შეინახეთ. ეს ყველაფერი 1,5-2 თვის განმავლობაში ყოველდღე გაიმეორეთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასეთი "სამუშაო" პაწაწინას სწრაფად ამშვიდებს, სულიერი წონასწორობის აღდგენაში, თვითშეფასების ზრდასა და ნიჭის გამოვლენაში ეხმარება. ის შეიგრძნობს თავისუფალი შემოქმედების გემოს. ასეთი საქმიანობისას მთავარი აკრძალვების არარსებობაა. ყველაფერი ბავშვის განწყობასა და სურვილს უნდა დაემორჩილოს.

  • რჩევები

ჩართეთ წყნარი მუსიკა, მაგიდაზე დააწყვეთ ფურცლები, ფლომასტერები, ფანქრები, საღებავები, ფუნჯები, წყლით სავსე ქილა. შეგიძლიათ, მაგიდას ქაღალდი გადააფაროთ და პატარას პირდაპირ ”სუფრაზე” ხატვა შესთავაზოთ ანდა ქაღალდი ხალიჩასავით დააფინოთ იატაკზე. ამ შემთხვევაში ბავშვი უამრავ ხაზს, სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფიგურას ქმნის. როცა ბავშვი ასე ხატავს, ნახატი მისი სულის მდგომარეობას ასახავს, მსგავსად კარდიოგრამისა, რომელიც გულის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას.

თუ პატარა კარგ გუნებაზეა, ქაღალდზე ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი ჭარბობს, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი, იისფერი ელფერის უპირატესობა კი ბავშვის მღელვარებაზე მეტყველებს.

თუ პატარას ფანქარი ან ფუნჯი არ მოსწონს, შეიძლება ვხატოთ ბამბით, ღრუბლით, ფრინველის ფრთით, თითით. ისიც შეიძლება, სხვადასხვა თითი სხვადასხვა ფერის საღებავში ჩავყოთ და შემდეგ ქაღალდს დავადოთ. არსებობს მედიტაციური ხატვის სხვა ხერხებიც. შეგიძლიათ, ქაღალდზე ფანქრის წვერი პატარა დანით ჩამოფცქვნათ და ბავშვს მისი ქაღალდზე წასმა შესთავაზოთ. ლაქა უფრო უცნაური ფორმისა და არათანაბარი ფერის იქნება, თუ ქაღალდს ქვემოდან მრუდეზედაპირიან საგანს ამოვუდებთ. მიღებული გამოსახულება დაათვალიერეთ და სხვადასხვა ფიგურა "მოძებნეთ". "ნახატის" სრულყოფაზე ერთად იმუშავეთ.

ასევე დაგაინტერესებთ
გაჯეტების ზემოქმედება ბავშვის ფსიქიკაზე
ბავშვის რთული ქცევა და მართვის სტრატეგიები

ბავშვთან ერთად ათვალიერეთ შემოქმედების ნაყოფი. ჰკითხეთ, რას გრძნობდა ხატვის დროს. ნუ შეშფოთდებით, თუ მუქი ფერების სიჭარბე შეამჩნიეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარას ნეგატიური ემოციები ქაღალდზე გადააქვს. ნუ შეაჩერებთ ბავშვს. მუქი ხაზები იმის დასტურია, რომ ბავშვი უარყოფითი ემოციისგან თვისუფლდება. არ არის გამორიცხული, სეანსის ბოლოს მას ნათელი ფერის საღებავებისკენაც გაუწიოს გულმა. ასე გაიშლება ქაღალდზე და, რაც მთავარია, ბავშვის სულში, ფერადი ყვავილი.

  • შემოქმედებითი მიდგომა და არავითარი ჩარჩო!

ხატვა მეტისმეტად დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. წლამდე ასაკში მას ხუთიოდე წუთი უნდა დავუთმოთ, 1,5-2 წლისთვის - 10-15 წუთი, 2 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვს კი უკვე შეუძლია, მთელი საათი ხატოს.

როგორც არ უნდა გაიტაცოს ფერწერამ, ერთფეროვანი საქმიანობა ბავშვს მალე დაღლის, ამიტომ დროდადრო მისი ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანეთ, მიიყვანეთ ფანჯარასთან ან სათამაშოებთან. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მან ხატვა გააგრძელოს.

შეგიძლიათ, ხატვასთან ერთად ბავშვს ძერწვა და აპლიკაციების კეთებაც დააწყებინოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნაირფერი განწყობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები