/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

წერილი თოვლის ბაბუას

წერილი თოვლის ბაბუას
მოდი, დავკარგოთ რამდენიმე წუთი და თოვლის ბაბუას წერილი მივწეროთ...ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია. ნაძვის ხე, სათამაშოები, გირლანდები, თოვლის ბაბუა და მისი

ლაპლანდიელი ტყუპისცალი - სანტა-კლაუსი! უმალვე განსაკუთრებული განწყობა გვეუფლება და დიდებიცა და პატარებიც სასწაულს ველით. ამ სასწაულის შემოქმედი კი თოვლის ბაბუაა.

აბა გავიხსენოთ, რა მოუთმენლად ველოდით ბავშვობაში მის საჩუქრებს და როგორი გაოცებულები ვრჩებოდით, როცა ის ზუსტად გამოიცნობდა ხოლმე ჩვენს სურვილებს. წერილებსაც კი ვწერდით, ბალიშის ქვეშ ვინახავდით და მერე ათასგვარ თეორიას ვიმუშავებდით, რათა აგვეხსნა, როგორ ასწრებდა თოვლის ბაბუა ყველა ბავშვისთვის საჩუქრის ერთდროულად მიტანას.

ბავშვობა გავიდა. ახლა სხვა პატარები ელიან თოვლის ბაბუას. საჭიროა თუ არა ეს უწყინარი საახალწლო ტყუილი? ფსიქოლოგები თვლიან, რომ საჭიროა და საამისოდ რამდენიმე მიზეზი მოჰყავთ.

  • უნდა გვჯეროდეს სასწაულის

ზღაპარი თოვლის ბაბუის შესახებ ყველაზე საოცარი ისტორიაა, ზღაპარში კი სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. ის ფაქტი, რომ წერილს სწერს თოვლის ბაბუას, სთხოვს მას საჩუქარს და შემდეგ ამ უკანასკნელს ნაძვის ხის ქვეშ პოულობს, პატარას სასწაულის რწმენას განუმტკიცებს. როცა ბავშვი პაწაწინა ხელებით ხსნის კოლოფს და იქ სანატრელ სათამაშოს ხედავს, თანაც ესმის ისტორია, თუ როგორ მოაქვს თოვლის ბაბუას საჩუქრები, ის იჯერებს, რომ სასწაული მართლაც ხდება. ვინაიდან სასწაულის რწმენა რამდენიმე წლის განმავლობაში ცოცხლობს, დროთა განმავლობაში ის ღრმად, ქვეცნობიერში გადაინაცვლებს, ამიტომ იმ დროისთვის, როცა ბავშვი იზრდება და ხვდება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, სასწაულის რწმენა უკვე ჩამოყალიბებულია.

იქნებ იკითხოთ, სასწაულის რწმენა რა საჭიროაო. საჭიროა, რადგან თითქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება წუთი, როცა მხოლოდ სასწაულის იმედი შეიძლება გვქონდეს. ზოგიერთ განსაცდელს ადამიანი სასწაულის რწმენის გარეშე ვერ გადაიტანდა. ის გვეხმარება ყველაზე მძიმე წუთებში, შემდეგ კი სხვა დამხმარე მექანიზმები ამუშავდება...

  • ყველას სჯერა

თუ გადაწყვეტთ, ბავშვი პატარაობიდანვე აზიაროთ რეალობას, იცოდეთ, გაგიჭირდებათ. ჯერ ერთი, ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა: რატომ არ არსებობს თოვლის ბაბუა მისთვის, როცა სხვა ბავშვებთან სათამაშოებით დატვირთული მოდის? ვიდრე ბავშვი პატარაა, მისთვის სიტყვები ”თოვლის ბაბუა არ არსებობს” არაფრისმთქმელია. ის, უბრალოდ, ჩათვლის, რომ თავად ვერ დაიმსახურა თოვლის ბაბუას ყურადღება და საჩუქარი, ეს კი შეიძლება უარყოფითად აისახოს მის თვითშეფასებაზე.

  • აღზრდის მეთოდი

ტრადიციულად, თოვლის ბაბუას წერილს ბავშვები სწერენ. შეგიძლიათ, ეს ტრადიცია დაარღვიოთ და თქვენს პატარას ერთ მშვენიერ დღეს თოვლის ბაბუას წერილი წაუკითხოთ, სადაც მისი ქებაც იქნება და თხოვნაც, მაგალითად, ცუდი ნიშანი ან დაუბანელი ხელებით ჭამის ჩვევა გამოასწოროს. ბავშვი ასე უკეთ მიხვდება, რა არის ”კარგი” და რა - ”ცუდი”.

ასევე დაგაინტერესებთ
ჯანსაღი კვება და წინასაახალწლო რჩევები
ახალი წელი, ახალი მიდგომა - რჩევები ბედნიერი და ჯანმრთელი ახალი წლისთვის

ფსიქოლოგების აზრით, დაუშვებელია ბავშვისთვის იმის თქმა, რომ თუ ცუდად მოიქცევა, თოვლის ბაბუა საჩუქარს არ მოუტანს - თოვლის ბაბუა ძალიან კეთილი და სულგრძელი პერსონაჟია, ის არავის ტოვებს უსაჩუქროდ. უმჯობესია, პატარას ქცევის პრობლემები სხვაგვარად მოვაგვაროთ და ბავშვს დღესასწაულის მოლოდინი არ ჩავამწაროთ.

  • უბრალოდ, სახალისოა!

ახალი წლისთვის მზადება, დღესასწაულის მოლოდინი ძალიან სასიამოვნო პროცესია. დეკემბრის მეორე ნახევარში, როცა დღე მაქსიმალურად მოკლდება, ახალი წლის მოლოდინი ცხოვრებას გვილამაზებს. ბავშვისთვის, რომელმაც წერილი მისწერა თოვლის ბაბუას, ცხოვრება სრულიად სხვაგვარი ხდება, მისთვის ყოველი დღე მოლოდინით არის აღსავსე. ყველაფერთან ერთად, პატარა ბავშვისათვის, რომელმაც ახლახან ისწავლა წერა, წერილის დაწერა და აზრის ჩამოყალიბება ძალიან ძნელია. ასე რომ, ის საჩუქარს შრომის ფასად იღებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთ დღეს ბავშვმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს თოვლის ბაბუის არსებობა და არგუმენტიც მოიყვანოს: ”მეგობარმა ასე თქვა”. ამ შემთხვევაში სიმართლის გამხელა არ ღირს, მაგრამ თუ ბავშვს საკუთარი არგუმენტებიც აქვს, ესე იგი ის ფსიქოლოგიურად მზადაა, თვალი გაუსწოროს სიმართლეს. ამ შემთხვევაში ზღაპარი აზრს კარგავს.

კომენტარები (1)
qristine
როგორ მივწერო ტოვლის ბაბუას წერილი
თარიღი : 31-12-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წერილი თოვლის ბაბუას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები