/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ჯანსაღი კვება და წინასაახალწლო რჩევები

ჯანსაღი კვება და წინასაახალწლო რჩევები
შესაძლებელია თუ არა სასურველ ფორმაში ჩადგომა ახალ წლამდე 2 კვირით ადრე, რამდენად ეფექტურია „ვარსკვლავური“ დიეტები და ის გასახდომი საშუალებები,

რომლებიც აფთიაქში იყიდება, არის თუ არა ხანგრძლივმოქმედი დღეს ასე პოპულარული „დუკანის დიეტა“ და არსებობს თუ არა იდეალური მენიუ საახალწლოდ?!

ჩვენი საზოგადოება ორი პერიოდისთვის ემზადება საგანგებოდ, ეს არის ახალი წელი და ზაფხული. ზამთარში ძალიან დიდია ვირუსით დაავადების რისკი, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, ამ დროისთვის რადიკალურ დიეტებს თავი ავარიდოთ. საახალწლო პერიოდში ვერ გავექცევით მძიმე და კალორიული საკვების მიღებას და შეიძლება უკურეაქცია მივიღოთ, დაბრუნდეს დაკლებული წონა და რაიმე დაავადებაც გამოვიწვიოთ. პირველ რიგში, ჯანსაღი კვება გულისხმობს ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღებას. განსაკუთრებით მომარხულეები უნდა იკვებონ მრავალფეროვნად, სასურველია, კვებისას ყველა ჯგუფის პროდუქტის გამოყენება. საკვები უნდა მივიღოთ ზომიერად და გამოყენებული პროდუქტის ხარისხი და მომზადების წესი გავითვალისწინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის სწორი მიღება. ერთ კილოგრამ მასაზე აუცილებელია 30 მლ წყალი, თუმცა, ეს წესი ეხება ნორმალური წონის მქონე ადამიანებს. ჭარბი წონის დროს საშუალოდ 2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. წყლის მიღების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, ჭამამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

აუცილებელი არ არის ცივ ამინდებში ბოსტნეული და სეზონური ხილი მხოლოდ ცოცხლად ვჭამოთ, შეიძლება გრილზე შემწვარი, ან ჰაერღუმელში გამომცხვარი. კარგია რძის ნაწარმი, დილით ბურღულეული, ვინც არ მარხულობს, მათთვის კარგია თევზი და ხორცი, განსაკუთრებით სადილის დროს. ჯანსაღი წესისთვის მთავარია გონივრული ქცევის სისტემა: თუ კვების დროს მშვიდად ვართ, ყოველთვის ვახერხებთ ზომიერად ჭამას. თუ ადამიანი აფორიაქებულია, მაშინ ვერ ნაყრდება, თავის ქცევას ვერ აკონტროლებს. ნელა კვება უმნიშვნელოვანესი პრინციპია, ფსიქოემოციურ ფონზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

„ვარსკვლავური დიეტები“ იმიტომ არის პოპულარული, რომ წონას სწრაფად აკლებინებს. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რის ხარჯზე იკლებს, ცხიმოვანი ქსოვილის თუ კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე, წყლის დაკარგვის თუ ნერვული სისტემის უკიდურესად გადაძაბვის ხარჯზე. მხოლოდ კილოგრამების შემცირება არ უნდა გვაინტერესებდეს, მნიშვნელოვანია თმა, კანი, შრომისუნარიანობა. კონკრეტული დიეტა კონკრეტულ ადამიანზეა მორგებული. თუ პროდუქტები, რომლის მეშვეობითაც შედგენილია დიეტა, არ გიყვართ, მაშინ არ დაიცვათ ასეთი დიეტა.

ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანის ანამნეზია: რა დაავადებები გადაიტანა, როდის დაიწყო წონის მომატება. სხვადასხვა კვლევის გათვალისწინებით იწყებენ დიეტოლოგთან ერთად მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ პაციენტები პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები, რაციონში შეაქვთ კორექცია და აღწევენ შედეგს. გარდა იმისა, რომ წონა დაიკლო, მას აქვს ცოდნა, როგორ მართოს ის. ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ის არის, როცა პაციენტი ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს. წლები ისე გადის, რომ მათ პრობლემები აღარ აქვთ. იმდენად ჰარმონიულია მათთვის ახალი კვების მოდელი, ვერც კი გრძნობენ, რომ რაიმე შეზღუდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

დიეტოლოგები ცდილობენ არ იყვნენ რადიკალურნი და არ უკრძალავენ დღესასწაულებზე მცირედით თავის განებივრებას, მაგალითად, ახალ წელს გოზინაყსა და ჩურჩხელას.

ჩურჩხელისა და გოზინაყის ყველა ინგრედიენტი ჯანსაღია და თუკი დაცულია რეცეპტი, მართალია კალორიულია, მაგრამ 2-3 დღე არაფერს „დააშავებს“, ყველა ჩვენგანში ხომ მაინც ბავშვი ცხოვრობს. შეიძლება, იყოს კალორიული პროდუქტი, მაგრამ იყოს ჯანსაღი. კუჭ-ნაწლავის პრობლემები რომ არ შეგექმნათ, ერთ დღეში ბევრი ნიგოზი არ მიიღოთ – ჩურჩხელა, ფხალეულობა, გოზინაყი, საცივი. ალკოჰოლის დოზირებაც მნიშვნელოვანია. შეარჩიეთ მხოლოდ ერთი სასმელი, არევა არ არის კარგი. კარგია ღვინოსთან ყველი, მეორე დღეს ადამიანი თავს უფრო მსუბუქად იგრძობს.

საახალწლო სუფრაზე ბევრია ცომეულიც, ამიტომ რაც ყველაზე ძალიან გიყვართ, ის აირჩიეთ, მაგალითად, ხაჭაპური. ახალი წელი მხოლოდ კვება ხომ არ არის, ცეკვა და მხიარულებაც საჭიროა. წარმოიდგინეთ, ამდენი საჭმლისგან რა მოხდება კუჭში. ამიტომ მთავარია მეტი დადებითი ემოცია და ნაკლები ჭამა-სმა.

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ წყლის სარგებლიანობაზე, საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ სულაც არ არის საჭირო დიეტა, წყალი ისედაც გამოიწვევს წონის კლებას.…

წყალი სტრატეგიული მნიშვნელობის სითხეა, მით უმეტეს ახლა, როდესაც ეკოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმეა. წყალი გვეხმარება მარტივად გამოვიტანოთ ის ალერგენები, რაც დღის განმავლობაში გროვდება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, როგორ ვიკვებებით. შიმშილის დაკმაყოფილება წყლის მიღებითაც შესაძლებელია. როდესაც წყალს ვსვამთ, ისე ძალიან აღარ გვშია. უზმოზე ორი ლიტრი წლის დალევა, რა თქმა უნდა, არასასურველია. ხშირად კითხულობენ, ყავა და ჩაი თუ ანაცვლებს წყალს. არა, არ ანაცვლებს – თუკი ყავას ვსვამთ, უფრო მეტი წყალი უნდა მივიღოთ, ყავას შარდმდენი ეფექტი აქვს და იმიტომ.

გონივრული განტვირთვის დღეები ან შიმშილი, მაგალითად, მონო დიეტა და არა მხოლოდ წყალი, კარგია. ჭარბი წონის დროს არ ამართლებს სრული შიმშილი. არ შეიძლება დღეს შაურმა და ხაჭაპური ვჭამო, ხვალ ვიშიმშილო, ზეგ კი ისევ სწრაფკვებას მივმართო. განტვირთვამდეც და შემდეგაც მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება.

ახალი წლის შემდეგ ბევრს ეწყება დეპრესია, იმიტომ რომ ბევრი ჭამისგან მოიმატეს. როგორია დიეტოლოგების მოსაზრება გასახდომი პრეპარატების ან ჩაის მიმართ?

გასახდომი საშუალება მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. არის ბიოაქტიური პრეპარატებიც, რომლებსაც დიეტოლოგები სულაც არ ეწინააღმდეგებიან. როდესაც პაციენტი თავად ირჩევს აფთიაქში რომელიმეს, ამან შესაძლოა, ცუდი შედეგი გამოიღოს. ხშირ შემთხვევაში, ყველა ბიოაქტიური საშუალება შარდმდენი ან საფაღარათოა, რასაც წნევის ვარდნა, გამოფიტვა და ა.შ. შეიძლება მოჰყვეს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლისთვის მზადებისას

დიეტა აკრძალვა არ არის, ეს თქვენი არჩევანია და ისეთი ვარიანტი უნდა შეარჩიოთ, რომელსაც დიდხანს ხალისით შეასრულებთ. უნდა იცოდეთ, რომ პირველი სამი კვირა რთული პერიოდი იქნება. ბავშვებს კი კატეგორიულად ნუ აუკრძალავთ საყვარელ საჭმელს, სჯობს შეუთანხმდეთ და რაღაც შუალედურზე დაიყოლიოთ.

ეცადეთ ჯანსაღი კვებით ხელი შეუწყოთ იმას, რომ ახალი წლის დღესასწაული სასიამოვნო მოგონებად დაგრჩეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ჯანსაღი კვება და წინასაახალწლო რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები