/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

თუ ალერგიული ხართ და წითელი ცხვირი დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, ეს სცადოთ

თუ ალერგიული ხართ და წითელი ცხვირი დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, ეს სცადოთ
ალერგიის გამო გაწითლებული ცხვირის ნუღარ შეგრცხვებათ

თუ ალერგიული ხართ და ალერგიის ყოველი გამწვავება წითელი ცხვირით გამოვლინდება, გირჩევთ უხერხულობისგან თავი ასეთი საშუალებებით იხსნათ:

  • თუ ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (არა ქუჩაში გასვლის წინ) ის ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით გაიწმინდეთ.
  • წითელ ცხვირზე კვირაში 2-3-ჯერ მონაცვლეობით შეგიძლიათ დაიდოთ გვირილის ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივ ნახარშში დასველებული საფენები. გვირილის ნახარში კი ასე უნდა მომზადდეს: 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთით, გააციცეთ და გადაწურეთ.
  • აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი და დაუმატეთ მისი რაოდენობის ნახევარი წყალი. დაასველეთ რამდენიმე ფენა დოლბანდი ამ სითხეში, მსუბუქად გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავასაქმოთ ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავასაქმოთ ბავშვი

აუცილებლად ატარონ ბავშვი სხვადასხვა სტუდიასა თუ სპორტულ სექციაში. უცხო ენა, ცურვა, სიმღერა, თხილამურე-ბი, ცეკვა, კომპიუტერი... წუთიც აღარ დარჩა თავისუფალი... მაგრამ იმაზე თუ გვიფიქრია, რა აინტერესებს ჩვენს პატარას?

მაშ ასე, გადაწყვეტილება, რომ ბავშვმა რომელიმე წრეზე იაროს, მიღებულია. რამდენად სწორია მშობლის არჩევანი, როგორ მივხვდეთ, რა მიდრეკილებები აქვს პატარას? რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა უმცროს ასაკში ეს შესაძლოა სულაც არ იყოს მთავარი. უმჯობესია, სპორტის ის სახეობა ან ის შემოქმედებითი წრე შევარჩიოთ, რომელიც პატარას განსაკუთრებით მოსწონს. მიაქციეთ ყურადღება სიტყვას "მოსწონს". ესე იგი, არჩევანისას მთავარი თქვენი შვილია და არა თქვენ.

რამდენად სწორად მოახერხეთ თქვენი შვილის მისწრაფებათა განსაზღვრა, მალე გახდება ნათელი. თუ ბავშვი სიხარულით მიიჩქარის მეცადინეობაზე, დაბრუნებისას სულმოუთქმელად გიყვებათ იქ გატარებულ დროზე, შემდეგ კი მოუთმენლად ელის მორიგ გაკვეთილსა თუ წვრთნას, ესე იგი, ის კმაყოფილია.

არცთუ იშვიათად პირიქითაც ხდება – თავდაპირველი ენთუზიაზმი მალე ქრება და პატარა გამუდმებით ცდილობს, იპოვოს მიზეზი, რათა გაკვეთილი გააცდინოს და შინ დარჩეს. არც მეცადინეობაზე მომხდარ სასაცილო თუ მნიშვნელოვან ამბებს გიყვებათ. ეს იმის ნიშანია, რომ ჰობი მისთვის ზედმეტ ტვირთად იქცა.

ასე რომ, ყველა მშობელი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც შვილისთვის კლასგარეშე მეცადინეობის სფეროს ირჩევს და საკუთარ თავს გულახდილად უპასუხოს ერთ შეკითხვაზე: რას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს – შვილის მიდრეკილებებს თუ საკუთარ შეხედულებებსა და მისწრაფებებს? იქნებ თქვენს შვილს ხატვა სურს, მაგრამ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მისთვის ფეხბურთი – მამაკაცური სპორტი უფრო შესაფერისია?

უფროსი ასაკის ბავშვებმა შესაძლოა საერთოდ ინდიფერენტული დამოკიდებულება გამოავლინონ მშობლის მიერ არჩეული ამა თუ იმ საქმიანობის მიმართ. ამ ეტაპზე ბიჭებს ეზოში ფეხბურთის თამაში უფრო იზიდავთ, ვიდრე სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოსთან ჯდომა, ჭადრაკის თამაში ან სერიოზული სპორტული დატვირთვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით. გასაგებია მშობლების შეშფოთებაც: ყველა დედას აწუხებს, რომ მის შვილს მხოლოდ ბურთის თამაში უნდა და ნამდვილი გატაცება არ აქვს. თუმცა მოთმინება გმართებთ. იძულებით ვერაფერს მიაღწევთ. თუ რომელიმე სექციაზე სიარული თავს მოახვიეთ, შესაძლოა, შვილის ნდობა დაკარგოთ და მასთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. ზოგჯერ ასეთი ზეწოლის ქვეშ მყოფი ბავშვები მოწიფულ ასაკში წყენითა და ტკივილით იხსენებენ ფორტეპიანოსთან გატარებულ საათებს თუ ტანჯვად ქცეულ ცეკვის გაკვეთილს.

სამწუხაროდ, ბავშვებისა და მათი მშობლების არჩევანი ერთმანეთს ხშირად როდი ემთხვევა. მშობლები კლასგარეშე საქმიანობის არჩევისას ცდილობენ, ისეთი სექცია შეარჩიონ, რომ მიღებული ცოდნა და ჩვევები შვილს მომავალშიც გამოადგეს. ზოგიერთი იმდენად აღფრთოვანებულია პატარას მიღწევებით, რომ გამუდმებით იმაზე ლაპარაკობენ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ან კომპოზიტორი გვეზრდებაო. მშობლებმა არ იციან, რომ მათგან განსხვავებით ბავშვი არა მარტო შორეულ მომავალზე, არამედ ხვალინდელ დღეზეც არ ფიქრობს. პატარებს, როგორც წესი, მხოლოდ დღევანდელი დღე აინტერესებთ. სასურველი მცადინეობისა თუ სპორტის სახეობის შერჩევისასაც თავიანთ იმწუთიერ ინტერესს, იმპულსს ითვალისწინებენ. ამიტომ არის, რომ არცთუ იშვიათად თავდაპირველი ენთუზიაზმი რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ქრება და პატარა თავისივე არჩევანს აპროტესტებს.

  • მშობლების არჩევანი

საინტერესოა, როგორია მშობლების მოტივაცია შვილისთვის ამა თუ იმ სექციის ან სტუდიის შერჩევისას.

  1. დახმარების სურვილი – მშობლებს ძალიან უნდათ, იპოვონ გარკვეული ნიშა, სადაც შვილები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და ამავე დროს მიიღებენ სიამოვნებას. ამ შემთხვევაში მშობლების პოზიცია და ბავშვების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა.
  2. სურვილი, არ ჩამორჩნენ მოდას – ყველა ეპოქას ჰქონდა თავისი მოდა, რომელიც განაპირობებდა დიდ ინტერესს ამა თუ იმ სახის ცოდნის მიმართ. დღეს ამის ყველაზე ნათელი მაგალითი უცხო ენები და კომპიუტერია, ხოლო 50-იან წლებში ფორტეპიანო გახლდათ. ასეთი მოდა განაპირობებს მშობლების სწრაფვას ამა თუ იმ სახის დამატებითი მეცადინეობებისადმი. ამ დროს მუშაობს პრინციპი: "მოდურია, პოპულარულია, მეზობლის შვილები სწავლობენ, ესე იგი ჩემს ბავშვსაც გამოადგება".
  3. მშობლის ამბიციის დაკმაყოფილება – არიან მშობლები, რომელთათვისაც საკუთარი წარმატების კრიტერიუმი შვილების მიღწევებია. ასეთი დედები და მამები ცილობენ, იდეალურნი იყონ. ეს მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შვილების ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და ინდივიდუალური შესაძლებლობები ავიწყდებათ კიდეც.
  4. ბავშვის მეშვეობით საკუთარი ოცნებების ასრულება – თითქმის ყველას უოცნებია ბავშვობაში, მსახიობი, მომღერალი ან სპორტსმენი გამხდარიყო. მოგეხსენებათ, ბავშვური ფანტაზიების უმრავლესობას ასრულება არ უწერია. ზოგიერთს, როცა მშობელი ხდება, ეჩვენება, რომ ცხოვრებამ კიდევ ერთი შანსი მისცა ბავშვობის აუხდენელი სურვილების რეალიზაციისთვის, ოღონდ ამჯერად - შვილების მეშვეობით. ის ქვეცნობიერად ფიქრობს: შვილი ხომ მისი გაგრძელებაა, ესე იგი შეიძლება, ბავშვის მიღწევა გარკვეულწილად საკუთარ თავს მიაწეროს.
  5. ბავშვისაგან თავის დაღწევის სურვილი – ხშირად მშობლებს ერთადერთი მიზანი აქვთ – გამოუძებნონ შვილებს რაიმე საქმიანობა, რათა არ მისცენ ეზოში უსაქმოდ დგომის ან უაზროდ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა. საინტერესოა, რა მოტივაცია იმალება სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების მიღმა – შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თუ სურვილი, ბავშვი სადმე მიაბარონ, თავად კი დაისვენონ. დაფიქრდით, შვილისათვის დამატებითი მეცადინეობების არჩევისას რომელი მოტივაციაა წამყვანი თქვენთვის. გაეცით საკუთარ თავს გულახდილი პასუხი. ეს დაგეხმარებათ, ბავშვისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთოთ.
  • ბავშვების არჩევანი

მშობლების მოტივაცია, ასე თუ ისე, გასაგებია. რა განაპირობებს თავად ბავშვების არჩევანს?

  1. უშუალო ინტერესი – სხვადასხვა ასაკში ბავშვებს სხვადასხვა გატაცება აქვთ. ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება მისი ინტერესები და მოთხოვნილებებიც, ამიტომ ტრაგიკულად არ უნდა განვიცადოთ, თუ ის არჩევანს რამდენჯერმე შეიცვლის, ვიდრე სასურველ სფეროს მიაგნებს.
  2. საყვარელი გმირის მიბაძვა – ზოგი ბავშვი ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებულ სპორტის სახეობებს ირჩევს და ეს განპირობებულია ერთადერთი სურვილით – მიბაძოს კინოფილმის საყვარელ ძლიერ გმირს.
  3. მეგობრების ხათრით – ხშირად ბავშვები ამა თუ იმ სექციას იმიტომ ირჩევენ, რომ იქ მათი მეგობარი დადის. ეს უბრალო მიბაძვა კი არ არის, არამედ სურვილია, მეგობარს საკუთარი ერთგულება აგრძნობინონ. ერთობლივი მეცადინეობები ხომ მათ კიდევ უფრო აახლოებს. შედეგად ბავშვი შესაძლოა მართლა გაიტაცოს არჩეულმა სფერომ.
  4. მოდის აყოლა – არჩევანს ამ პრინციპით, როგორც წესი, უფროსკლასელები აკეთებენ. მათ იტაცებთ პოპულარული საქმიანობა – კომპიუტერული გრაფიკა და ვებდიზაინი, პროგრამირება, თანამედროვე ცეკვები. თუმცა არ არის გამორიცხული, ეს მოდური გატაცება მთელი ცხოვრების საქმიანობად გადაიქცეს.
  5. სიმპათია უფროსების (პედაგოგის, მწვრთნელის) მიმართ – როცა სპორტული სექციის მწვრთნელი ან პედაგოგი ბავშვებს ხიბლავს თავისი უშუალო ურთიერთობით, არტისტიზმით, ბავშვის პიროვნების პატივისცემით, პატარებიც სიამოვნებით ესწრებიან მის მეცადინეობებს თუნდაც სასიამოვნო პიროვნებასთან ურთიერთობის სურვილით.
  6. მომავალში საჭირო გამოცდილების მიღების სურვილი – ამ პრინციპით უმთავრესად ხელმძღვანელობენ უფროსკლასელები, რომლებიც უკვე ფიქრობენ მომავალზე. ამის გამო მათ შეიძლება აინტერესებდეთ ის სფეროები, რომლებიც მომავალ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
  • შესაფერისი ასაკი

როდის არის მზად პატარა თვალსაწიერის გაფართოებისთვის, რა ასაკში ვიფიქროთ დამატებით მეცადინეობებზე?

  1. 3 წლამდე – ამ ასაკში დამატებით მეცადინეობაზე ფიქრი ალბათ არ ღირს. ბავშვების უმეტესობა ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ საბავშვო ბაღს ეჩვევა, მას არ განელებია დედასა და მამასთან მუდმივი ურთიერთობის გაწყვეტით გამოწვეული ემოციები. არც მეტისმეტი სასწავლო დატვირთვაა მიზანშეწონილი. სრულყოფილი განვითარებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მშობლების მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული, რასაც ვერავითარი მეცადინეობა ვერ შეცვლის.
  2. 3-დან 4 წლამდე – ბავშვი შეიძლება დაესწროს მეცადინეობას, რომელიც მის განვითარებას ემსახურება. ასეთ გაკვეთილებს, ჩვეულებრივ, თამაშის სახე აქვს და მშობლების აქტიური მონაწილეობით ტარდება. თუ ბავშვი წინააღმდეგი არ არის, შეიძლება, მშობლის გარეშეც დავტოვოთ. ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრი რამ არის დამოკიდებული პედაგოგის ხელოვნებაზე, ამიტომ ინტერესთა სფეროზე მეტად იმ ადამიანის არჩევაა მნიშვნელოვანი, რომელიც ცოდნის უკიდეგანო სამყაროში თქვენი შვილის მეგობარი და მეგზური გახდება.
  3. 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი შეგიძლიათ თამამად მიიყვანოთ სხვადასხვა სტუდიასა თუ სექციაში. ის სიამოვნებით ივლის იმ მეცადინეობაზე, რომელიც მოსწონს, თუმცა ამ ასაკის ბავშვისთვის უმთავრესი მოტივაცია მაინც პედაგოგის პიროვნებაა.
  • ცხოვრებისეული გამოცდილება

მეცადინეობის დროს ბავშვი იღებს ცოდნას და იძენს ახალ ჩვევებს. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე მისი შემდგომი პროფესიული საქმიანობის საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, ბავშვები მრავალ სხვა, არანაკლებ სასარგებლო ცოდნასა თუ უნარს იძენენ. მაგალითად, სამხატვრო სკოლაში პატარები მარტო ხატვის ტექნიკას როდი ეუფლებიან, - მათ უვითარდებათ მხატვრული გემოვნება, სამყაროს ესთეტიკური აღქმა. შესაძლოა, ბავშვი დიდი მხატვარი არ გახდეს, მაგრამ მას შთაგონების წყარო ყოველთვის ექნება, ის მიიღებს გამოცდილებას, რომლის წყალობითაც პიროვნული განვითარების ახალ საფეხურზე ავა.

იგივე შეიძლება ითქვას მუსიკის შესახებ – შესაძლოა, პატარა არ გახდეს დიდი პიანისტი, მაგრამ ის ისწავლის მუსიკალური ნაწარმოებების ნატიფ აღქმას, კარგი მუსიკის სიყვარულს. თეატრალურ სტუდიაში ბავშვები მხოლოდ პატარა მსახიობები კი არ ხდებიან, არამედ ხვეწენ მეტყველებას, იძენენ თავდაჯერებას და თვითგამოხატვის უნარს.

სხვადასხვა სექციასა და სტუდიებში პატარების ტარების კიდევ ერთი ღირსებაა თანატოლებთან თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბება. ჯგუფური მეცადინეობისას ბავშვს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შეჯიბრში და თავი ლიდერად იგრძნოს.

თუ თქვენმა შვილმა თითქმის ყველა სექცია თუ სტუდია მოიარა და ცოტ-ცოტა რამ შეიძინა, მაგრამ ხანგრძლივად მეცადინეობა არსად ისურვა, არ ღირს, თავქარიანობის გამო უსაყვედუროთ. ნუ იფიქრებთ, რომ დრო ტყუილად დაკარგა. იქნებ უფრო ბუნებრივია, როცა პატარა თავის ძალასა და შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში გამოცდის - ეს ყველაფერი ხომ თვითრეალიზაციისა და საკუთარი მეს ძიების გამოცდილებაა. ნებისმიერი მეცადინეობის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა არცთუ ისე თვალში საცემი ეფექტი მშობლისა და შვილის "საქმიანი" ურთიერთობაა.

თუ ბავშვს საშუალებას აძლევდით, დამოუკიდებელი არჩევანი გაეკეთებინა და თვითონაც ეხმარებოდით, მისი მიღწევები გახარებდათ და წარუმატებლობას განიცდიდით, მოწიფულ ასაკში შვილი სითბოთი გაიხსენებს ამ წლებს.

თუ ბავშვი სასჯელის შიშით ესწრებოდა მეცადინეობას, საეჭვოა, ამის გამო მშობლები უფრო შეუყვარდეს. ამ შემთხვევაში პატარამ შეიძლება მხოლოდ ერთი რამ ისწავლოს - მშობლების მოტყუება, რათა თავიდან აიცილოს ძალით თავს მოხვეული მეცადინეობა.