/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ბავშვის დაბადების დღის არსი

ბავშვის დაბადების დღის არსი
გიფიქრიათ იმაზე, რატომ აღვნიშნავთ დაბადების დღეს, ან,საზოგადოდ, დღესასწაულებს?

ასეთი დღეები მხოლოდ სუფრასა და ზეიმთან არ ასოცირდება, ეს არის სიყვარულისა და მზრუნველობის გამოჩენის, ასევე ჩვენი ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასების გზა. ამით ერთმანეთს ვაჩვენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი ურთიერთობები, დაფუძნებული მთავარ გრძნობაზე – სიყვარულზე.

დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია უხს­ოვარი დროიდან მოდის. ბიბლიის თანახმად, პირველად ამ დღის აღნიშვნის დამადასტურებელ ფაქტს ქრისტეს შობამდე 3000 წელს ეგვიპტეში ვხვდებით, მას რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ფარაონთა მეფედ კურთხევის ცერემონიალს წარმოადგენდა. ფარაონებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს ხდებოდა მათი ხელახალი დაბადება და ღმერთად ტრანსფორმირება. ეგვიპტელების შემდეგ ეს ტრადიცია რომაელებმა გააგრძელეს, მათ ისეთი სიმბოლოები შემატეს ამ დღეს, როგორებიცაა ტორტი და სანთელი.

ძველი რომაელებისთვის ტორტზე სანთლების განთავსება იყო მთვარის ღმერთის, არტემისისადმი, პატივის მიგების გზა. ამ დღეს ისინი მთვარის ფორმის მრგვალ ნამცხვრებს აცხობდნენ. სანთლები კი მთვარის შუქის სიმბოლოდ აღიქმებოდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტორტზე სანთლები პოპულარული ტრადიცია გახდა გერმანიაშიც. გერმანელები ტორტის შუაგულში დიდი ზომის სანთელს ათავსებდნენ, რასაც ასევე რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და აღნიშნავდა „გასხივოსნებულ ცხოვრებას“.

არსებობდა აზრიც, რომ სანთლის ანთებით ბოროტი სულები განიდევნებოდა. დღეს კი გვჯერა, რომ თუ ერთი სულის შებერვით ყველა სანთლის ჩაქრობას შევძლებთ, იმ წელს ყველა სურვილი აგვისრულდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ამ დღის არარელიგიური დატვირთვით აღნიშვნაც რომაელებს ეკუთვნით. თუმცა თავიდან მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შეეძლოთ ეზეიმათ, სპეციალურად მამაკაცი იუბილარებისთვის აცხობდნენ სპეციალურ ნამცხვრებს ფქვილით, ზეითუნის ზეთით, თაფლითა და გახეხილი ყველით. ქალებისთვის კი უკვე მე-12 საუკუნიდან გახდა შესაძლებე­ლი ამ დღესასწაულის აღნ­იშვნა.

საუკუნეების შემდეგ ეს დღესასწაული უფრო პოპულარული გახდა მოზარდებს შორის. ცნობილია, რომ მე-19 საუკუნემდე ბავშვების იუბილეების საზეიმოდ აღნიშვნა არ ხდებოდა. მე-20 საუკუნეში დაბადების დღის გადახდამ სხვა ხასიათი შეიძინა და დაუკავშირდა პიროვნების ბიოლოგიურ და სოციალურ ასაკს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე განსაკუთრებით პატარებისთვის?

გარდა იმისა, რომ წვეულებებს გართობის სახე აქვთ, დაბადების დღის რიტუალი მშვენიერი გზაა, დაანახო შენს შვილს, რისი გწამს ან გჯერა. მაგალითად, თუ გადაწყვეტ, რომ მსგავსი დღესასწაული ბუნებაში აღნიშნო, მოაწყო გარე აქტივობები, ამით შეგიძლია დაანახო ბავშვს, რა კარგია ბუნებასთან ინტერაქცია, როგორ უნდა შევძლოთ მისგან სიამოვნების მიღება, როგორ გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ მას, გავაცნობიეროთ, რომ სამყაროსა და ადამიანს შორის კავშირი ყველაზე დასაფასებელია.

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მიხედვით, დაბადების დღის საზეიმოდ აღნიშვნა:

ბავშვებს უმძაფრებს საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობას აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს სხვების დაფასება და მათზე ზრუნვა, თუმცა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დავრთოთ მათ ნება იყვნენ „ეგოისტები“ და თავი იგრძნონ სამყაროს ცენტრად. ბავშვები დადებითი ემოციებით ივსებიან, როცა ამ დღეს ბევრ მეგობარს ხედავენ, რომლებიც საჩუქრებითა თუ უბრალოდ გაბრწყინებული სახეებით ულოცავენ მათ. პატარებს ძალიან მოსწონთ და სიამოვნებთ ის ფაქტი, რომ ისინი თავს განსაკუთრებულად დაფასებულებად გრძნობენ. ამით სწავლობენ უკუკავშირსაც და მსგავსადვე ექცევიან სხვებს.

ამყარებს მეგობრულ კავშირებს, სოციალურ ურთიერთობებს

აძლიერებს ოჯახურ ურთიერთობებს – ოჯახური ტრადიციების ქონა ყველასთვის პოზიტიური ფაქტია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საზეიმო სუფრის მოცულობას, მთავარია ერთად ყოფნით გამოწვეული ემოციები.

გვიტოვებს პოზიტიურ სამახსოვრო განცდებს – კვლევების მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ყველაზე დასამახსოვრებელ ფაქტებად მიჩნეულია არაცნობიერის გზით მიღებული შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, მაგ. ბავშვს შეიძლება ხანგრძლივად დაამახსოვრდეს სუნი, მუსიკა ან ტორტზე გამოსახული ფიგურა. ამიტომ ასეთი წვეულებებიდან შექმნილი განწყობები მართლაც მნიშვნელოვანია.ბავშვებს დიდხანს ამახსოვრდებათ დაბადების დღიდან მიღებული ემოციები, შესაძლოა ცხოვრების მანძილზეც კი ახსოვდეთ და ყველა დეტალს აღფრთოვანებით მოყვნენ, ამიტომ მსგავსი დღესასწაულები ყველაზე სამახსოვრო და საყვარელია მათთვის, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის კი – აუცილებელი.

უყალიბებს ბავშვს დროის აღქმის უნარს

ბავშვები ხშირად სხვისი დახმარების გარეშე თავად ვერ აცნობიერებენ, რამდენი წლისანი არიან, რადგან ისინი დროის აღქმის უნარით არ დაბადებულან, ამ დღის აღნიშვნა კი კარგი გზაა თავიანთი ზრდის პროცესის აღმოსაჩენად, დროის აღმნიშვნელი ცნებების (ასაკის, თვის, წლის, რიცხვის, თარიღის...) სასწავლად.

აძლიერებს სოციალიზაციის პროცესს

თქვენზეა დამოკიდებული დაპატიჟებთ მთელ კლასს თუ მხოლოდ ახლო მეგობრებს, თუმცა, ორივე შემთხვევაში, წვეულებები ეხმარება ბავშვებს დიდ ჯგუფებში სოციალიზაციაში. ბავშვები სწავლობენ ურთიერთობების დამყარებას, ინტერაქციას. რადგანაც ამ დღეს საყვარელი თემატიკის მიხედვით აწყობენ დეკორაციებს, ზოგს მიკი-მაუსი მოსწონს, ზოგს – ვინი პუჰი ან სპაიდერმენი, სხვას სპორტი ან მუსიკა იზიდავს. ეს კარგი შანსია, ბავშვებმა ერთმანეთს თავიანთი ინტერესები გაუზიარონ.

აუცილებელი არ არის, ეს დღე გრანდიოზულად აღნიშნოთ, პატარებისთვის უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თბილი გარემო, ის ფაქტი, რომ სხვებს უყვართ და აფასებენ. ამ დროს პატარა დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ასე რომ, მხოლოდ სანთლის ჩაქრობის მარტივი ცერემონიაც საკმარისია, რომ ბავშვმა თავი ბედნიერად იგრძნოს.

გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა შეიმუშაოთ წინასწარი გეგმა, რომ ეს დღე სტრესულად არ იქცეს:

  • ფოკუსირდით ბავშვზე – გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ინდივიდია, აქვს საკუთარი გემოვნება, ამიტომ მისი სურვილები გასათვალისწინებელია, უნდა ვიცოდეთ, რა მოსწონს და რა – არა. თუ ნამცხვრები სძულს, მაშინ სანთლები ნაყინზეც შეგვიძლია მოვათავსოთ, თუ ხმაური არ უყვარს, ყველაზე ახლო მეგობრების დაპატიჟება უნდა ვარჩიოთ და წვეულება მყუდრო გარემოში გავმართოთ.
  • „არას“ თქმაც ნორმალურია – თუ სოციალურად აქტიური ბავშვი გყავთ და მისი სურვილია ყველა ნაცნობი დაპატიჟოს ამ დღის აღსანიშნავად, თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ლიმიტის დაწესება აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ თანხის დაზოგვა გინდათ. როცა თქვენ აწესებთ ლიმიტს სტუმრების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი დახარჯოთ, თქვენს შვილს ამით ასწავლით ძალიან ახლო მეგობრებზე ფოკუსირებას და მცირე ხარჯებითაც დროის სასიამოვნოდ გატარებას.
  • შეხედეთ ყველაფერს მარტივად – ბავშვს ნამდვილად არ სჭირდება 50-კაციანი წვეულება იმისთვის, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნოს, ეს დღე შეგვიძლია ახლო მეგობრებთან უბრალოდ პიცის ჭამითა და ფილმის ყურებით აღუნიშნოთ, ან ზოოპარკში გავასეირნოთ და დღე სასიამოვნოდ გაატაროთ.
  • იყავით შემოქმედებითები – თუ თქვენი ბავშვი ინტროვერტია და მეგობრების დიდი წრე არ ჰყავს, ამ შემთხვევაშიც შეიძლება დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი დღე აჩუქოთ. შეგიძლიათ მისი ახლო მეგობრები დაპატიჟოთ კონცერტზე, სპექტაკლზე, გასართობ ცენტრში ან, უბრალოდ, გაისეირნოთ პარკში. გაითვალისწინეთ არა მხოლოდ საკუთარი შვილის, არამედ მისი მეგობრების გემოვნებაც, გაიგეთ, რომელი აქტივობა უყვართ და შესაბამისი გარემო შეარჩიეთ.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე

სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა

შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები

ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვის დაბადების დღის არსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები