სამყაროს ყველა ფერი

საზოგადოების კულტურას ითვისებს, ფერის გარკვეული ეტალონები უნდა გაიცნოს, მან უნდა ისწავლოს არა მარტო ფერთა მრავალფეროვნების აღქმა, არამედ გამოსახოს მათი სიმდიდრეც.
რაც უფრო ვიწრო და სტანდარტული იქნება ”ფერთა ეტალონის” ნაკრები (მწვანე ბალახი, ყვითელი მზე, წითელი ვაშლი), მით უფრო მეტხანს დარჩება მოწიფულ ასაკში ”ბავშვური” აღწერილობების ტყვეობაში. რაც უფრო ფართო და მრავალფეროვანი იქნება მშობლების განმარტებები, მით უფრო მეტად კრეატიული იქნება ბავშვის აზროვნება მომავალში.
ფერის შეგრძნება შეიძლება გარესამყაროზე დაკვირვების, საღებავებთან ურთიერთობისა და შემოქმედებითი აღმაფრენის გარკვეული რეგლამენტის არარსებობის მეშვეობით განვითარდეს.
რით დავიწყოთ?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ახლა ძალიან იშვიათად შეხვდებით შავ-თეთრ ტელევიზორს. თუ გავიხსენებთ, როგორ გამოიყურებოდა მისი ეკრანი, მივხვდებით, როგორ ხედავს სამყაროს ახალშობილი. მოზრდილი ადამიანის გრძნობათაგან მხედველობა ყველაზე მეტადაა განვითარებული, მოზრდილი ადამიანის ნავარჯიშებ თვალს 180-მდე ფერის გარჩევა შეუძლია. შესაბამისად, მხედველობა აღქმის პროცესში წამყვან როლს ასრულებს. ამის გამო ჩვენ, ჩვენი იდეალურად ფორმირებული მხედველობის აპარატით, გვიჭირს წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც სხვანაირად ხედავს.
აი, ჩვილით ხელში სამშობიაროდან დაბრუნდით. რა თქმა უნდა, უკვე მზადაა ოჯახში მყუდრო კუთხე, რომელიც თვალს ახარებს. თუ მომავალი დედა ცრუმორწმუნე არაა, ყველაფერს წინასწარ შეარჩევს. სხვა შემთხვევაში ამაზე ოჯახის წევრები იზრუნებენ და დედას სიურპრიზი დახვდება. პაწაწინა საწოლის ირგლივ ბავშვის სქესის მიუხედავად ნაზი, პასტელის ტონები მეფობენ, მკვეთრი, მყვირალა ფერები კი არ ჩანს. ყველაფერი კომფორტული და სასიამოვნოა, თუმცა ყოველივე ამის ადრესატი ფერებს ჯერ ვერ აღიქვამს. მხედველობის სრულ ფორმირებამდე რამდენიმე თვეა.
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვი 2-3 წამით ახდენს მზერის ფიქსირებას თავის ირგვლივ მდებარე საგნებზე. პაწაწინა არჩევს მკვეთრ, კაშკაშა ფერებს - წითელს, ყვითელს, ნარინჯისფერს, მწვანეს, ლურჯს, თუმცა უპირატესობას მაინც შავ-თეთრს ანიჭებს - სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში პატარას მაინც კონტრასტული შავ-თეთრი ურჩევნია. რა თქმა უნდა, არავინ გირჩევთ, ჩვილი ბავშვის ოთახი დალმატინელის სურათებით მორთოთ, მაგრამ ბავშვის მხედველობის არეში მოთავსებული რამდენიმე სურათი სიტუაციას შეცვლის.
თუ მხედველობაში მივიღებთ ფოკუსთან არსებულ პრობლემებს, უმჯობესია, გამოსახულება დიდი იყოს. იდეალურია გეომეტრიული ფიგურები (კვადრატი, წრე, სამკუთხედი, რომბი), რომელთა ზომაც 10 სმ-ს აღწევს. შეიძლება, თეთრი გამოსახულება შესრულებული იყოს შავ ფონზე ან პირიქით. ერთი-ორი დღის შემდეგ ილუსტრაციების შეცვლით უზრუნველყოფთ შთაბეჭდილებათა მრავალფეროვნებას. ეს პატარას დააინტერესებს და მის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის თვალიდან ექსპოზიციამდე სულ ცოტა 60 სანტიმეტრი იყოს. თუ სურათი ბავშვის საწოლის გვერდით კიდია, აუცილებლად ცვალეთ მხარეები.
ვიზრდებით და ვვითარდებით
3 თვის ასაკისთვის ბავშვი 7-8 წამით აჩერებს ყურადღებას საგნებზე და მოძრავ საგნებსაც აყოლებს თვალს. სწორედ ამ დროს იძენს აქტუალობას საწოლზე დამაგრებული მოძრავი სათამაშოები. ფერების აღქმაც განიცდის სრულყოფას. ამ ასაკში პატარა უფრო ნაზ ფერებსაც არჩევს - ცისფერს, იასამნისფერს, მოყავისფროს. შეიძლება შევამჩნიოთ მხედველობითი მეხსიერების გამოვლინება. თუ ბავშვს საჭმელს მუდამ მწვანეთავსახურიანი ბოთლით აძლევდით, პატარა მას აუცილებლად იცნობს. ჩნდება პირველი საყვარელი სათამაშოებიც. მათ შეფერილობაში უმეტესად წითელი ჭარბობს.
4-5 თვისთვის პატარა ფერების უმრავლესობას ცნობს, 6 თვისთვის კი ფერების აღქმა მოზრდილისას უახლოვდება.
ერთ წლამდე ფერის აღქმა მის მატარებელ ობიექტზეა მიჯაჭვული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პატარას ეტყვით: ”სათამაშო ყვითელია” - და იხვს აჩვენებთ, ის მიხვდება, რა არის ყვითელი ფერი, მაგრამ არ ექნება ასოციაციები ყვითელი ფერის სხვა საგნებთან. აზროვნება ჯერ საკმარისად არ არის განვითარებული ასოციაციური კავშირების დასამყარებლად. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რასაც პატარა თვალწინ ხედავს. გარდა ამისა, ამ მომენტისათვის ბავშვის აღქმა ისეთია, რომ მისი გონება საგნის დასახელებას უფრო ”იჭერს”, ვიდრე მის მახასიათებლებს (ფერს, ფორმას, ზომას), რომლებიც პატარას თითქმის შეუმჩნეველი რჩება.
ფერის მიმართ პაწაწინა არსების ყურადღება შეიძლება გავამახვილოთ, თუ მას ერთნაირ საგნებს ვაჩვენებთ. მაგალითად, წინ დავუწყობთ კუბებს და ვეტყვით, რომ ეს კუბებია, შემდეგ კი სათითაოდ დავუსახელებთ მათ ფერებს. მომდევნო ეტაპი იქნება ერთი ფერის კუბებისგან კონსტრუქციების აღმართვა. ფერის აღქმაში დიდ დახმარებას გაგვიწევს საახალწლო გირლანდებიც. კარგი იქნება, თუ სახლს ცოტათი ადრე მოვრთავთ და პატარას დიდ სიამოვნებას მივანიჭებთ.
ჯადოსნური სურათები
ბავშვთან ფოტოგრაფობანას ან მოდელობანას თამაში შეიძლება საკმაოდ სასარგებლო იყოს.
გაიხედ-გამოიხედეთ, ირგვლივ რამდენი ფოტოსურათია. ზოგი ჩვენი გადაღებულია, ზოგი კი გადაგვიღეს. უკვე დიდი ხანია, ეს პროცესი აღარ არის უბრალოდ ფაქტების დოკუმენტირების საშუალება. ფოტოგრაფირება დღეს ურთიერთობის საშუალებაც არის და გარესამყაროსთან ერთიანობის შეგრძნების გზაც. გარდა ამისა, ეს თერაპიაცაა.
დედა ჩაცუცქულა და პატარას სურათს უღებს. ”გაიღიმე, გაიღიმე, ჩემო ლამაზო!” - ამბობს დედა, მაგრამ ბავშვს ფეხები განზე გაუდგამს და შუბლიც შეუჭმუხნია ან პირიქით, სახე უცინის, მაგრამ კისერი არაბუნებრივად აქვს დაძაბული. დაგვეთანხმებით, ნაცნობი სურათია. რა არის ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, არა ის, რომ პატარას სურათის გადაღება არ სურს. უბრალოდ, ბავშვს არ შეუძლია გაიხსნას. პირიქით, ის საკუთარ თავში იკეტება, მოძრაობა და მიმიკა მოუხეშავი უხდება. ასე იკარგება კონტაქტი.
შევუდგეთ საქმეს?
ჩვენს დროში საკმაოდ პოპულარულია მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით - ზღაპრებით, ჰიპნოზით... ჭურჭლის რეცხვასაც კი შეიძლება სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს, თუ ასეთი საქმიანობის შედეგად ადამიანის ფსიქიკა უფრო პოზიტიური და მდგრადი გახდება. ასე წარმოიქმნება ”სტრესისგან დამცავი” ბარიერი, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. მოდით, შევეცადოთ, მსგავსი ბარიერი ფოტოაპარატის მეშვეობით შევქმნათ.
მაშ ასე, მოქმედი პირები დედა, ბავშვი და ფოტოაპარატი არიან. მოდით, თქვენი პირველი გადაღება იყოს თქვენი ბავშვის კონცენტრირების უნარის პირველი ტესტირება და გამოცდა, დამცავი ”კედლის” საძირკვლის ჩაყრის მოკრძალებული მცდელობა. ასეთი ბარიერის მშენებლობა კი რამდენიმე ეტაპად ხდება. პირველი: თქვენ თხზავთ, იგონებთ ერთად, ეძებთ საინტერესო თემას, პოულობთ თამაშის ობიექტებს: სათამაშოს, მარცვლეულით სავსე ტომარას, წყლიან თასს, ზღვის კენჭებს... ბავშვი უკვე დაინტერესებულია. მას გაუჩნდა თანაავტორობის, პარტნიორობის სურვილი. მართალია, ინიციატივა დედის ხელშია, მაგრამ ბავშვი საქმიანობის სრულუფლებიანი მონაწილეა. ”აბა, ხელი აქ დააჭირე!”, ”მოდი, აქეთ წამოიღე!”, ”რომელი ფერი ჯობია?” - მუდმივად ისმის დედის სიტყვები.