ჰიპნოზიორი მშობლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპნოზიორი მშობლები

ვაიმეე!!! ვახშმის დრო მოვიდა და დედამ ისევ ფაფა მოამზადა! დაღონებული ბავშვი მაგიდას მიუჯდა, დედა კი მკაცრად ამბობს: "ნელა ჭამე, ძალიან ბევრი არ შეჭამო, თორემ მუცელი აგტკივდება!" გაოცებული ბავშვი მშობელს უცქერის. "რა უცნაურია, როდის იყო, ფაფა ისე მიყვარდა, რომ სულმოუთქმელად ვჭამდი?" - ფიქრობს ის.

დედა კი არ ჩერდება: "ნუ მიცქერი ასე გაოცებული, ყველამ კარგად იცის, როგორ უყვართ ბავშვებს ფაფა!" პატარა შემხვედრ კითხვას სვამს: "რომელ ბავშვებს?!" მას კონკრეტული, ბავშვური აზროვნება აქვს და სურს, ამ ბავშვების ვინაობა შეიტყოს. "რომელს და ყველას! - არ ჩერდება დედა, - მე თვითონ ისე მიყვარდა, რომ ერთხელ თურმე სამზარეულოში შევიპარე და მთელი ქვაბი შევჭამე. ასე რომ, ნელა მიირთვი და ეგ ერთი თეფში იმყოფინე, მეტს მაინც არ მოგცემ!" - აფრთხილებს შვილს.

ბავშვი დაფიქრებული დასცქერის თეფშს და ნელ-ნელა შეექცევა ფაფას. მალე თეფში ცარიელია! სამწუხაროდ, ასეთ სცენას იშვიათად თუ შეესწრებით.

მშობლების უმეტესობას მიაჩნია, რომ თუ ბავშვს ფაფა არ უყვარს, ჭამაზე უნდა დავიყოლიოთ. "ფაფა სასარგებლოა. ვინც ფაფას ჭამს, მას მუცელი არ ასტკივდება. ყველა ბავშვმა უნდა ჭამოს ფაფა", - იმეორებს დედა. ამ დროს ის პატარას ცნობიერებას მიმართავს. იგულისხმება, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე პატარა გააანალიზებს პლუსებსა და მინუსებს და დაასკვნის: "ფაფა მართლაც სასარგებლოა, ესე იგი, უნდა შევჭამო!" მაგრამ ჩვენ არ ვითვალისწინებთ უმთავრეს გარემოებას - საქმე ეხება პატარა ბავშვს, რომელიც მოზრდილივით ვერ იმსჯელებს.

სინამდვილეში აი, რას ფიქრობს ის: "მე ფაფის ჭამას მთხოვენ, ესე იგი მე მისი ჭამა არ მინდა!" - და შესაბამისადაც იქცევა. როცა ბავშვის ცნობიერებას მივმართავთ, ჩვენ მივმართავთ იმას, რაც ბავშვს არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ აქვს, არ ჩამოყალიბებია. თუმცა ბავშვს აქვს ქვეცნობიერება, ქვეცნობიერ დონეზე აღქმა კი ცნობიერი აღქმისაგან განსხვავებულია.

ქვეცნობიერება ფიქრობს: "რაკი ამის გაკეთებას მთხოვენ, ესე იგი, ეს ცუდია. ჰოდა, არ გავაკეთებ!" სწორედ ესაა შეგონება. ის, რაც მოზრდილისთვის არის მიმართვა ცნობიერისადმი, 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, როგორც წესი, შეგონებაა. შეგონებას ჩვენ მუდმივად ვაწყდებით. როცა ძაღლი გიღრენთ, თქვენ კი გეშინიათ, ძაღლი სულ მთლად მხეცდება - ეს აგრესიული განწყობა მას თქვენივე შიშით შეუქმენით, მაგრამ თუ უშიშრად, წყნარად ჩაუვლით, ძაღლი არც კი გაინძრევა. ესეც თქვენი ზემოქმედების შედეგია - თქვენმა სიმამაცემ ცხოველში შიში გამოიწვია. "თუ ადამიანი გარბის, თავს უნდა დავესხა, თუ თავს მესხმის, უნდა გავიქცე", - "ფიქრობს" ის. ჰოდა, პატარა ბავშვსაც ასე შეაგონა დედამ, რომ ფაფის ჭამა პატივია, მას მოპოვება სჭირდება.

შეგონების არსი სხვანაირადაც შეიძლება აიხსნას. ეს არის ურთიერთქმედება მკაცრად განსაზღვრული როლების საფუძველზე. ამ დროს ერთი როლი მეორეს გულისხმობს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სოლიდური პიროვნება - ის მოწიწებას იწვევს. ცანცარა, არასერიოზული ადამიანი კი ასეთ გრძნობას ვერ აღძრავს. ერთი როლი მეორეს უკავშირდება. როცა ადამიანის დანახვა გვიხარია, საკუთარი თავის მიმართაც შესაბამის დამოკიდებულებას ვიწვევთ, ხოლო როცა გვაბრაზებს და გვაღიზიანებს - პირიქით. მხიარული ადამიანის როლი გულისხმობს იმ ადამიანის როლსაც, ვინც მის სიხარულს იწვევს, გაბრაზებულისა კი იმისას, ვინც გვაბრაზებს. ჩვენი ქცევით თითქოს როლს ვქმნით მეორე ადამიანისთვის, მაგრამ ყოველთვის როდი გვესმის, როგორს.

მასტერკლასი

ჩვენ პასუხს ვაგებთ ბავშვებზე, ვზრუნავთ მათზე, რის გამოც იძულებულნი ვართ, ვმართოთ მათი ქცევა. როგორ მოვახერხოთ ეს? მოდი, ისევ ფაფას დავუბრუნდეთ. ბავშვს არ სურს ფაფის ჭამა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეჩვენება. ასეც რომ არ იყოს, მოზრდილი ადამიანი თავისი შიშითა და ეჭვით შთააგონებს ბავშვს, რომ ფაფა საზიზღარი რამაა. შედეგად იძულებულნი ვხდებით, ბავშვს ძალა დავატანოთ. ბავშვის მართვის ასეთი მეთოდი ძალადობაა და სხვა არაფერი. ვერ უარვყოფთ, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე (ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის), ზოგჯერ მოზრდილებს ამის უფლებაც აქვთ, მაგრამ ეს ძალიან მარტივი მიდგომაა. გარდა ამისა, მუდმივი ძალადობა აზიანებს ბავშვის პიროვნებას. ესე იგი მშობლებმა უნდა ისწავლონ ბავშვის ქცევის იმგვარად მართვა, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართონ ძალადობას. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი შეგონება.

ჩვენ შვილებს თითქმის ყოველთვის ვუტარებთ ერთგვარ "ჰიპნოზს", ისე, რომ ბავშვი ამას ვერც კი ხვდება. როცა გვინდა, ბავშვს რამე შევაგონოთ, მაგრამ ამას ვერ ვხვდებით და ვცდილობთ, პატარამ გააცნობიეროს, რას მოვითხოვთ, როგორც წესი, პატარა ბავშვს იმას ვერ შევაგონებთ, რაც გვინდა. სწორედ ამის შედეგია, რომ გვყავს ფაფისკენ ამრეზით მომზირალი ბავშვების არმია. სწორი ტაქტიკის შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარად იქნებოდა. სხვისი ქცევა რომ ვმართოთ, კარგად უნდა ვფლობდეთ საკუთარ საქციელს.


წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: დედა-შვილი ეზოში სეირნობს. რამდენიმე ხნის შემდეგ დედა ამბობს: "გვეყოფა სეირნობა, ჯობს შინ წავიდეთ". ამ ფრაზის მიღმა იმალება შეგონება: "სეირნობა კარგია, შინ წასვლა - ცუდი". "მე შინ წასვლას მთავაზობენ; მოდი, არ შევასრულებ ამ თხოვნას", - ფიქრობს პატარა. ამ სიტუაციაში დედის როლი ჯიუტი პატარას როლსაც გულისხმობს.

თუ გსურთ, ბავშვმა რამე გააკეთოს, მას უნდა შეაგონოთ, რომ ეს კარგია, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო თუ გვინდა, პატარა რაიმეს გადავაჩვიოთ, გამუდმებით უნდა ვთხოვოთ ამის კეთება. უცნაურია, მაგრამ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორია თავად და რა სურს, ბავშვი ხშირად სწორედ მოზრდილებისგან იღებს.

ჩვენი ამოცანაა, ბავშვს შთავაგონოთ ის, რაც საჭიროა, მივცეთ მას სწორი როლი. მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ დავითანხმოთ პატარა შინ წასვლაზე. შეიძლება, ბავშვს უბრალოდ ზურგი შევაქციოთ და შინისკენ გზას გავუდგეთ, იმ იმედით, რომ ბავშვი შეშინდება და დედას გაეკიდება, მაგრამ თუ პატარა მშიშარა არ არის, ამ ფაქტს ყურადღებასაც არ მიაქცევს.

თუ ბავშვი 5-6 წლისაა და უკვე ესმის, რომ სხვებსაც უნდა გაუწიოს ანგარიში, ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ 3 წლის პატარას ვერ დაიყოლიებთ, მას უფრო მეტად მოუნდება სეირნობა. შეიძლება, ბავშვი ძალით წავიყვანოთ შინ. ფიზიკურად ის წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს. მაგრამ ღირს კი ბავშვში ამბოხისადმი სწრაფვის გაღვივება? ჯობს, სეირნობის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე წყნარად ვუთხრათ: "სად გვეჩქარება? ცოტა ხანი კიდევ ვისეირნოთ!" დიდია ალბათობა, რომ პასუხად პატარა გვეტყვის: "სულ არ ვჩქარობ!" დედამ ეჭვი უნდა შეიტანოს ბავშვის სიტყვებში და თქვას: "როგორ არ ჩქარობ, მე ხომ ვიცი, როგორ გინდა შინ დაბრუნდე, დათუნიას ეთამაშო, მულტფილმს უყურო!" "რაკი დედა დარწმუნებულია, რომ მე შინ მინდა დაბრუნება, ესე იგი მართლაც მინდა!" - კარნახობს ბავშვს საკუთარი ქვეცნობიერება.

დაგვეთანხმებით, ეს უფრო ეფექტური მეთოდია, ვიდრე ბავშვის ძალით წაყვანა. სხვათა შორის, ეს მეთოდი კარგია იმითაც, რომ მშობელი იძულებულია, მუდამ რაღაც ახალი მოიგონოს. თუმცა არც მსგავსი მეთოდების იდეალიზაციაა მიზანშეწონილი. ზოგჯერ ჯობს, პატარას მოვეფეროთ და ვთხოვოთ, მაგალითად, გაჩუმება, როცა მისი ყვირილისგან თავი გვტკივა. ბავშვი ალბათ უარს არ იტყვის თხოვნის შესრულებაზე. ბავშვი თოჯინა არ არის, ადამიანია. დროთა განმავლობაში მშობლების მიერ მართვა უნდა შეიცვალოს საკუთარი თავის მართვით, მაგრამ სანამ ბავშვი პატარაა, აუცილებელია შეგონება.

შეგონების წესები

გინდათ, ბავშვმა რაღაც ძალდაუტანებლად გააკეთოს? იმოქმედეთ გონივრულად. ნუ დაარწმუნებთ პატარას, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. ამით აიძულებთ, წინააღმდეგობა გაგიწიოთ. არ არის გამართლებული დაყოლიებისა და იძულების მცდელობა. ესეც წინააღმდეგობის საფუძველია. თავი ისე გეჭიროთ, თითქოს დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამის გაკეთება პატარას ძალიან უნდა, რომ შეუძლებელია, ეს არ უნდოდეს. ყველაფერი, რაც გინდათ ასწავლოთ ბავშვს, აკეთეთ კმაყოფილებით და მხიარულად. შთააგონეთ პატარას, რომ ის კეთილია, სამართლიანია, კარგია. დროთა განმავლობაში ბავშვი დაიჯერებს, რომ მართლაც ასეთია.