დიდი ხმაურის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდი ხმაურის გარეშე

განა განქორწინება ყველაფრის დასასრულია?

ეს მხოლოდ დასაწყისია და იმაზე, თუ როგორ გადადგამთ მშობლები პირველ ნაბიჯებს ახალი, ცოლქმრული კავშირისგან თავისუფალი ცხოვრებისკენ, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თქვენი ოჯახის მომავალი, თქვენი შვილის უღრუბლო ცხოვრება, უფრო ზუსტად კი: თითოეული თქვენგანის - უწინდებურად სამი ადამიანის - დედის, ბავშვის და მამის ბედნიერება.

თუ ქალს უკვე ნაკლებად აღელვებს მისი შვილის მამის კეთილდღეობა, საკუთარი თავისა და შვილის ბედი მისთვის ნამდვილად არ არის სულერთი. ამიტომ მაშინვე უნდა უხმოს მოთმინებას. იმის ნაცვლად, რომ შინ ჩაიკეტოს და წარსულის გამო ტირილს მოჰყვეს, ქალმა უნდა სძლიოს საკუთარ თავს, ძალა მოიკრიბოს და გარემო შეიცვალოს, აიღოს შვებულება და გაემგზავროს ისეთ ადგილას, სადაც მშვიდ, ოპტიმისტურ გარემოში დასახავს მომავლის გეგმებს. ახლა დედასა და შვილს რამდენადმე განსხვავებულად უწევთ ცხოვრება და გარკვეული ორიენტირები უნდა აიღონ.

დავინახოთ კარგი

ბავშვისათვის ოჯახი ერთი მთლიანობაა, განუყოფელი, როგორც მზე. სინამდვილეში კი ოჯახი უფრო მთვარეს ჰგავს: ხან სავსეა და ხან ილევა... და თუ თქვენი ოჯახიც დალევისკენ წავიდა, ეს ბავშვს ნამდვილ კატასტროფად ეჩვენება. ყველაზე საშინელი მამის გარეშე არსებობის ფაქტიც კი არ არის. ბავშვი შეიძლება შეეგუოს კიდეც მის ხანგრძლივ მივლინებაში ყოფნას, ყველაზე უარესი ის ნეგატიური განცდებია, პატარისთვის უახლოეს ადამიანებს რომ აქვთ და რასაც არ შეიძლება ბავშვი არ გრძნობდეს.

ოჯახის დანგრევა ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ თქვენ - დედა და თქვენი პატარა იფიქრებთ ცალკე ცხოვრების მხოლოდ პოზიტიურ მომენტებზე. სხვაგვარად შეუძლებელია. მაშინ რა საჭირო იყო განქორწინება, თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება?

უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ თვითონვე დაინახოთ ახალი ცხოვრების ყველა დადებითი მხარე. არ შეგიძლიათ? დახმარებისთვის ახლო მეგობრებს ან ფსიქოლოგს მიმართეთ. თქვენი ამოცანაა - დაეხმაროთ ბავშვს, გააცნობიეროს და მიიღოს არსებული სიტუაცია, თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილება. ამისათვის მოიფიქრეთ ახალი დევიზი, მაგალითად, ”ყველაფერი კარგად იქნება!” ან ”წინ მხოლოდ ბედნიერება გველოდება!” ან ”ჩვენ შანსი გვეძლევა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!” და რაც მთავარია, გაუმეორეთ ეს ბავშვს რაც შეიძლება ხშირად. შეიძლება არც ისე სწრაფად, მაგრამ თანდათანობით ასეთი მექანიზმი მუშაობას დაიწყებს.

მე ისე ვაკეთებ, როგორც მამა!

ბავშვის საწოლთან ახლოს დადგით ორი ფოტოსურათი - ერთზე დედასთან ერთად აღბეჭდილი და მეორეზე - მამასთან. ეს საშუალებას მისცემს პატარას იგრძნოს, რომ ორივე მშობელს ერთნაირად ძლიერ უყვარს და მისი სიყვარული მამისადმი, რომელიც უეცრად შორეული გახდა, მისთვის აკრძალული არ არის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, რომლებიც თავს მამასთან აიგივებენ და ცილობენ ყველაფერში მას მიბაძონ.

თუ მოთმინება არ გიღალატებთ, ნუ იჩქარებთ, მთელი თქვენი მრისხანება უკვე  ყოფილი ქმრის მიმართ სახლში დარჩენილ მის ნივთებზე გადმოანთხიოთ. განმუხტვისთვის და მდგომარეობის ოდნავ შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მისი საყვარელი ჰალსტუხის დაწვის რიტუალი მოაწყოთ, ოღონდ ისე, რომ ეს ბავშვმა არ გაიგოს.

ბავშვისთვის მამის ფინჯანი, ძველი დისკები, ავტომანქანების ჟურნალები - მამის არსებობის მანიშნებელია. მიეცით საშუალება, დალიოს ჩაი ისე, ”როგორც მამამ”, გადაფურცლოს მამის ჟურნალები და გაეცნოს ავტომანქანების სამყაროს, მთელ ხმაზე აუწიოს მამის საყვარელ ჩანაწერებს, გავრცელდეს მთელ სახლში ოდეკოლონის თქვენთვის ძალიან ნაცნობი სურნელი... ასეთ მომენტებში რაც უნდა უსიამოვნო და მწარე განცდა გქონდეთ - მოითმინეთ! პატარას თქვენთვის ტკივილის მოყენება სულაც არ სურს, ამით ის ცდილობს, საკუთარ თავს გაუმკლავდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სასწრაფოდ შეიძენთ რომელიმე შინაურ ცხოველს. ნუ იქნება ეს თევზი ან კუ, არამედ ისეთი, რომელიც ძალიან მიეჩვევა და მიეჯაჭვება პატარა პატრონს (ეს შეიძლება იყოს კატა, ძაღლი ან ჩიტი).

აპატიეთ, მიიღეთ

გასაგებია, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს მიზეზები იმისათვის, რომ იყოს გაბრაზებული და ნაწყენი ყოფილ ქმარზე, ისევე როგორც პირიქით - ქმარს ყოფილ ცოლზე. მაგრამ ყველაზე მეტი უფლება, იყოს ნაწყენი და გაბრაზებული, აქვს ბავშვს: ის ხომ ამ სიტუაციაში ერთადერთი უდანაშაულოდ დაზარალებული ადამიანია. ამიტომ აჩვენეთ მას მაგალითი, აპატიეთ თქვენს ექს-მეუღლეს წყენა. ასე ყველას შვებას მოჰგვრით. როგორც კი თქვენ გათავისუფლდებით თქვენი მტანჯველი შავ-ბნელი ფიქრებისგან, თქვენს მეუღლესაც დაეკარგება დამცავი აგრესიის გამოვლენის სურვილი და მოთხოვნილება. მაშინ მას აღარ ექნება მიზეზი იმისათვის, რომ დაიზაროს ბავშვთან შეხვედრა და უარი თქვას სხვადასხვა მოვალეობის შესრულებაზე, რაც ბავშვის მიმართ აკისრია. ბავშვი მადლიერი იქნება დედისა იმის გამო, რომ მამასთან ურთიერთობის საშუალება მისცა, მიუხედავად მისადმი არაკეთილგანწყობისა. ნურც იმაზე დაგწყდებათ გული, თუ ბავშვი თავის მადლიერებას მაშინვე ვერ გამოხატავს და მაშინვე ვერ შეაფასებს თქვენს კეთილშობილებას.