/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

სულაც არ წავალ სკოლაში!

სულაც არ წავალ სკოლაში!
6 წლის ბავშვების უმრავლესობა სიხარულით ელის ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც სულაც არ სურს სკოლაში წასვლა. რისი ბრალია ეს?

.

მშობლები უამრავ დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ, რათა პატარა სკოლისთვის სათანადოდ მოამზადონ. 4-5 წლის ასაკიდან იწყება გაკვეთილების, ლექსების, ანგარიშის, ზღაპრების სწავლა. სკოლასაც ვარჩევთ - სად არიან კარგი მასწავლებლები, რომელია ახლოს, რომელია ”პრესტიჟული”... ამ სამზადისში ზოგიერთი ბავშვი საერთოდ კარგავს სკოლაში სიარულის სურვილს. რაშია საქმე?

  • ნუ გამიბრაზდები, დედა!

მშობლების უმრავლესობა შვილებს სათანადოდ ამზადებს დაწყებითი კლასისთვის. მიუხედავად ამისა, პატარა, რომელიც უნაკლოდ მეტყველებდა, მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს შესანიშნავად წყვეტდა და მზად იყო წერის დასაწყებად, უეცრად წყვეტს მასწავლებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემას და ჩურჩულით იწყებს ლაპარაკს. ”დამუნჯებული” ბავშვის ამეტყველება მხოლოდ ქებასა და წახალისებას შეუძლია. ფსიქოლოგები და პედაგოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვის განწყობის ასეთი ცვლილების მიზეზი ხშირად მშობლების არასწორი საქციელია. ზოგიერთი ზედმეტად მონდომებულია, რომ მისი შვილი სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყოს, მაგრამ მოთმინება არ ჰყოფნით და უბრალო შეცდომისა თუ ულაზათოდ დაწერილი ასოს გამო ბავშვს არაადეკვატურ მრისხანებას ატეხენ თავს, ამის შედეგად კი ვიღებთ ბავშვის უარყოფით განწყობას სკოლისა და ზოგადად სწავლის მიმართ. კარგი ინტელექტუალური მონაცემების მქონე პატარა ითრგუნება და თავს არასრულფასოვან ადამიანად გრძნობს.

  • რატომ არ უნდა ბავშვს სწავლა?

მოთხოვნები პირველკლასელთა მიმართ თანდათან იზრდება. ბავშვს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 6 წელი, უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული მეხსიერება, ლოგიკური აზროვნება და ყურადღება. კარგად უნდა იყოს განვითარებული წვრილი მოტორიკაც. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად იოლად და კარგად ისწავლის პატარა წერას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არაოფიციალურად, მიიჩნევა, რომ ბავშვს სკოლაში შესვლისას უკვე შეუძლია კითხვა, თვლა, სურათის მიხედვით მოთხრობის შედგენა... ერთი სიტყვით, სკამაოდ კარგი ცოდნის მარაგი აქვს. მშობლებმა კარგად იციან ეს და ცდილობენ, პატარა ისეთ ბაღში მიიყვანონ ან ისეთ ძიძას ჩააბარონ, რომ სკოლას სათანადოდ მომზადებული შეხვდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მშობელთა დიდ ნაწილს საამისოდ არც დრო აქვს და არც პედაგოგიკის სათანადო ცოდნა.

სკოლისთვის მომზადების პროცესი სულაც არ გულისხმობს ბავშვისათვის საშინაო დავალებების მიცემას, მაგრამ ხშირად მშობლები აუცილებლად მიიჩნევენ, პატარა სამეცადინო მაგიდასთან იჯდეს და წეროს, იანგარიშოს. სწორედ ეს იწვევს ემოციათა ვულკანს: ბავშვს ხშირად სულაც არ უნდა ჯდომა და მეცადინეობა, მას თამაში სწყურია. დედა პატარას ძალას ატანს, ბრაზობს, მამა იმუქრება. შეშინებული ბავშვი მაგიდასთან ჯდება, მაგრამ სულ სხვა რამეზე ფიქრობს და ციფრებიც, ასოებიც და ორნამენტებიც სულ სხვანაირი გამოდის, ასოები სიტყვებად ვეღარ იკრიბება... ამის შემყურე მშობლები განრისხებულნი ყვირიან: ”ზარმაცი! ჩვენ გვინდა, ჭკვიანი იყოს, ეს კი სულ თამაშზე ფიქრობს!” და არც ფიზიკურ დასჯაზე იხევენ უკან...

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ამ შემთხვევაში მშობლების გამართლება შეუძლებელია. ბავშვი არ არის დამნაშავე. ის ასაკის შესაბამისად იქცევა - ის ხომ ჯერ არ არის მოწაფე, მისი ძირითადი საქმიანობა თამაშია. სწორედ თამაშის დროს ვითარდება სკოლამდელი ასაკის ბავშვის მეხსიერება, ყურადღება, წარმოსახვა. ბავშვი ”თამაშობს” შიშს, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, ეძებს მათგან გამოსავალს. ამ ასაკში მთავარი ჯერ კიდევ სიტყვა ”მინდაა” და არა სიტყვა ”უნდა”.

როცა ბავშვს სკოლისთვის ვამზადებთ, ყოველივე ზემოთქმული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მეცადინეობას თამაშის ფორმა მივცეთ. ის საინტერესო და პატარასთვის ახლობელი უნდა იყოს. თამაშის დროს ბავშვი განუწყვეტლივ იღებს ცოდნას, ხოლო მშობლების მცდელობა, ის მაგიდასთან დასვან და ამეცადინონ, უმეტესად კრახით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ
აღმოჩენილია კავშირი მამის ყურადღებასა და სკოლაში ბავშვის მოსწრებას შორის
სასკოლო დაავადებები

მშობლების მუქარა: ”თუ არ იმეცადინებ, ოროსანი იქნები!” - ბავშვის გონებაში ნელ-ნელა სკოლისა და მასწავლებლის უარყოფით ხატს აყალიბებს. ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ბავშვებს შინაგანი განგაშის მდგომარეობა ეუფლებათ და სავსებით უქრებათ სკოლაში სიარულის სურვილი.

  • აწეული თამასა

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, თუ არასწორად შესრულებული დავალების გამო ლანძღვას ფიზიკური ანგარიშსწორებაც დაერთო.

ხშირად მშობლები წონასწორობას კარგავენ, როცა ხედავენ, რომ მათი შვილი მარცვლებისგან სიტყვას ვერ ადგენს, როცა რვეულში უშნო ციფრებსა და ასოებს ხედავენ და შვილისთვის არავითარ ეპითეტს არ იშურებენ: ”უნიჭო!”, ”დებილი!”, ”უტვინო...” - ისმის გაუთავებლად.

შესაძლოა, მშობლებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ ამ გზით პატარას სწავლის სურვილს გაუღვივებენ, მაგრამ სინამდვილეში შედეგი საპირისპიროა: აკადემიური მოსწრება გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება.

ხშირად მშობლები ბავშვებს მეტისმეტს სთხოვენ - პატარას მომზადება კარგია, მაგრამ დედ-მამის ”სტანდარტს” ვერ აკმაყოფილებს. ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა გამოთქმით წაიკითხოს ლექსი, ლამაზად დაწეროს და არც ანგარიშში დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს ყველაფერი 5-6 წლის ასაკში შეუძლებელია! საშუალო სტატისტიკურ ბავშვს 7 წლისთვის შეუძლია იკითხოს წიგნი მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით. ფსიქოლოგიურ ტესტებში ოდნავ მოღრეცილი ხაზები, როცა ბავშვი წერტილებს ერთმანეთთან აერთებს და მით უფრო - როცა დამოუკიდებლად ხაზავს, შეცდომად სულაც არ ითვლება. არც ნაწერის დასვრაა საგანგაშო, თუმცა ამას მშობლები მტკივნეულად განიცდიან.

  • შიშის კანკალით

ბავშვი, რომელსაც "ცუდად" შესრულებული სამუშაოსთვის ხშირად უბრაზდებიან და სჯიან, შეშინებულია და ნებისმიერი ახალი დავალება აშინებს, რადგან სასჯელისა წინასწარ ეშინია. ყოველივე ეს დაუყოვნებლივ აისახება კუნთების ტონუსზე - ბავშვს ხელები ისე აქვს დაძაბული, რომ წერითი დავალების კარგად შესრულებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეძაბება სახმო იოგები და კუნთებიც, კითხვა უჭირს, ხმა ეკარგება, უცახცახებს. თავში კი ერთადერთი აზრი უტრიალებს: ”ნეტავ ისევ არ დამსჯიდნენ!”

წარმატებული მეცადინეობისთვის ბავშვს სრულიად სხვაგვარი განწყობა უნდა ჰქონდეს: თვითდაჯერება, ინტერესი, ახლის შეტყობის სურვილი, - გარდაუვალი დასჯის შიში კი ამ გრძნობებს ახშობს.

ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ პატარებს ხშირად ესმით: ”სკოლა გაცილებით რთულია, ვიდრე საბავშვო ბაღი. თუ არ ისწავლი, ორიანს დაგიწერენ”. თუ პატარა სწავლაში წარუმატებლობის გამო ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დასაჯეს, ის ლოგიკურად დაასკვნის, რომ სკოლიდან მოტანილი ორიანისთვის ანგარიშსწორება გაცილებით მკაცრი იქნება. ბავშვი, რომელიც მიჩვეულია, რომ არასწორი პასუხისთვის უყვირიან ან ქეჩოში წამოარტყამენ, ცდილობს, გაკვეთილზე ან შეუმჩნეველი დარჩეს, ან თქვას, რომ გაკვეთილი არ იცის და საფრთხეს ამ გზით გადაურჩეს, თუმცა მალევე ხვდება, რომ ”არ ვიცი” სწორედ იმ შეფასების გარანტიაა, რომლისაც მას ასე ძალიან ეშინია. შესაძლოა, ბავშვს, რომელიც გაკვეთილზე მუდამ ჩუმადაა, მასწავლებლის აგრესიის ეშინოდეს. ბავშვი ხვდება იმ სიტუაციაში, სადაც პასუხის ეშინია, მაგრამ პასუხის გაუცემლობაც შეუძლებელია. ეს სტრესული სიტუაცია ქრონიკული წარუმატებლობის მიზეზია.

ხშირად ნევროზი ტიკებით - თვითდამშვიდებისკენ მიმართული განმეორებითი მოძრაობით ვლინდება. არც ხშირი ავადმყოფობაა იშვიათი - ეს ხომ შესანიშნავი საბაბია სკოლის გასაცდენად!

სწორედ ასეთი მეთოდებით აღწევენ მშობლები, რომ მათ შვილს აღარ სურს სკოლაში სიარული. შინაგანად დაძაბულია, არ ენდობა უახლოეს ადამიანებს და საბოლოო ჯამში წარუმატებელ ადამიანად იქცევა.

სასკოლო სტარტი კარგი რომ იყოს, ბავშვს უნდა უხაროდეს სკოლაში წასვლა, ამ მოვლენას დღესასწაულივით ელოდეს. თუ სკოლის მიმართ განწყობა წინასწარვე ნეგატიურია, ბავშვის წარმატება სათუოა.

საუკეთესო მოსაზრებებით, ბავშვმა, რომელსაც კარგი მონაცემები აქვს, შესაძლოა მშობლების არასწორი პოზიციის გამო წარმატებას ვერ მიაღწიოს. მართალია, ბევრი დაშინების მეთოდს საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ დაშინებული პატარა გაკვეთილზე პასუხის ნაცვლად ცრემლების ყლაპვას დაიწყებს და მუდმივ ეჭვებში იქნება - ”ნამდვილად სწორია პასუხი? ვაითუ პასუხი არასწორია, ორიანით სახლში როგორ მივიდე?!” ამ ფიქრებით დათრგუნული ბავშვი ან პასუხს ვერ გაბედავს, ან ისე ჩუმად დაიჩურჩულებს, რომ მასწავლებელი ვერაფერს გაიგონებს.

პედაგოგი, რომელსაც ბავშვები ნამდვილად უყვარს, მიხვდება, რომ ასეთი ბავშვის პრობლემა უცოდინარობა კი არა, შიშია. ასეთ ბავშვებზე მასწავლებლები ამბობენ: ”იცის, მაგრამ ჩუმადაა”, თუმცა სკოლას თავისი მკაცრი მოთხოვნები აქვს და დაშინებული პატარა მალე ჩამორჩენილ მოსწავლეთა რიცხვს შეუერთდება.

სწორედ ასე ყალიბდებიან ჭკვიანი, პოტენციურად წარმატებული ბავშვებისგან კანკალა ნევროტიკები, რომელთაც გაკვეთილზე ხმის ამოღების ეშინიათ.

მშობლებმა, რომელთაც თავიანთი შვილები მართლაც ძალიან უყვართ, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული განწყობა უნდა გამოიმუშაონ. ბავშვების მრავალი პრობლემა, სამწუხაროდ, მშობელთა არასწორი ტაქტიკის ბრალია. სკოლისთვის მზადებისას სრულებით არ არის საჭირო მოვლენების ფორმირება. განსაზღვრულ ეტაპამდე მეცადინეობა თამაშს უნდა ჰგავდეს. ასე პატარას უფრო უკეთ გაუღვივებთ ინტერესს სკოლისა და სწავლის მიმართ.

  • როგორ ვამეცადინოთ ბავშვი ისე, რომ ყვირილი და მუქარა არ დაგვჭირდეს? შეუძლებელი არაფერია! აი ათი წესი, რომლებიც სკოლისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ:

  1. გამოიმუშავეთ მკაცრი რეჟიმი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ, მაგალითად, შაბათსა და კვირას, საუზმის შემდეგ, 15-20 წუთის განმავლობაში უნდა იმეცადინოს. სამხრის შემდეგ 15-20 წუთი ასევე სწავლას უნდა დავუთმოთ. ეს დღის რეჟიმი ლამაზად დაწერეთ და კედელზე გააკარით.
  2. ნუ აიუძულებთ ბავშვს, მაგიდასთან 15-20 წუთზე მეტხანს იჯდეს. დევიზი ”იჯდები, სანამ კარგად არ ისწავლი” სკოლამდელი ასაკის პატარასთვის მიუღებელია. თუ ამ ასაკის ბავშვს ეცოდინება, რომ მეცადინეობა მალე დამთავრდება, ის არ გაჯიუტდება.
  3. როცა ბავშვი დავალებებს ასრულებს, ეცადეთ, მის ახლოს იყოთ, თუმცა გვერდით ჯდომა არ არის აუცილებელი. თუ პატარამ რაიმე ვერ გაიგო და დახმარება გთხოვათ, თქვენ აუცილებლად და კეთილგანწყობით უნდა დაეხმაროთ.
  4. მეცადინეობაში ჩართეთ თამაშისა და შეჯიბრის მომენტი. შეგიძლიათ, ქვიშის საათი იყიდოთ და ბავშვს შესთავაზოთ, რაიმე მანამდე დაწეროს, სანამ საათი დაიცლება. ეს მას კონცენტრირებაში დაეხმარება და მეცადინეობასაც უფრო საინტერესოს გახდის.
  5. ლექსიკონიდან ამოიღეთ შეურაცხმყოფელი სიტყვები. შეაფასეთ არა ბავშვის პიროვნული თავისებურებები, არამედ მისი საქციელი. თუ მან დავალება ცუდად შეასრულა, აღნიშნეთ: ”შენ დღეს არ მოინდომე, კარგად გემეცადინა, ნახე, ნაწერი როგორი ცუდია...” რა თქმა უნდა, ფიზიკური სასჯელი მიუღებელია.
  6. არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილისა და სხვა ბავშვების წარმატებები. შედარებისთვის მხოლოდ თქვენი შვილის ძველი მიღწევები ან წარუმატებლობა გამოიყენეთ. მაგალითად, აღნიშნეთ, რომ ნაწერი წინა დღეებთან შედარებით გაცილებით უკეთესია ან პირიქით, დღეს არაფერი გამოვიდა, მაგრამ იმედია, ხვალ უკეთ ვიმეცადინებთ.
  7. ხშირად შეაქეთ ბავშვი. საყვედური რბილი უნდა იყოს, ხოლო ქება - მრავალჯერადი.
  8. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ისედაც გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელს არ ვუშლით, ამიტომ ნუ მოითხოვთ მისგან შეუძლებელს, მოითმინეთ, თქვენი პატარა ყველაფრის სწავლას მოასწრებს.
  9. ბავშვის განვითარების შესახებ ობიექტური მონაცემების მისაღებად შეგიძლიათ ფსიქოლოგს მიმართოთ.
  10. არასოდეს შეაშინოთ ბავშვი სკოლითა და მასწავლებლებით. პატარას სკოლაში წასვლა რომ მოუნდეს, მის გონებაში თბილი, პოზიტიური ხატი უნდა ჩამოყალიბდეს. მოუყევით თქვენს შვილს თქვენი მოწაფეობის დროინდელი ამბები, გაიხსენეთ მხიარული ისტორიები, უჩვენეთ ფოტოები. ითამაშეთ სკოლობანა - თქვენ მასწავლებელი იყავით, ბავშვი და სათამაშოები - მოსწავლეები, თამაშისას გამოიყენეთ სასკოლო ატრიბუტები - ჩანთა, რვეული, პასტები, დღიური.

თუ ასე მოიქცევით, ბავშვი სიხარულით დაელოდება სასწავლო წლის დაწყებას.

  • თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს არასოდეს მოუნდეს სკოლაში წასვლა:

  1. აიძულეთ, შეასრულოს ყველა დავალება, იჯდეს, ვიდრე ყველაფერს არ მორჩება.
  2. თუ ხედავთ, რომ არ არის მონდომებული, დაუყვირეთ ან ქამრით დაემუქრეთ.
  3. შეაშინეთ სკოლით, ავი მასწავლებლებით და ორიანებით.
  4. აიძულეთ, დაჯდეს და იმეცადინოს - ”სანამ მეცადინეობას არ მორჩები, ეზოში ვერ ჩახვალ!” ”დღეს მულტფილმებს ვერ ნახავ!” ”შენისთანა ზარმაცს რა უნდა ”მაკდონალდსში?!”
  5. ხშირად გაუბრაზდით და ნურასოდეს შეაქებთ წარმატებისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სულაც არ წავალ სკოლაში! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები