/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

ჭიებით ინვაზია - გაძლიერებული ნერწყვდენის მიზეზი

ჭიებით ინვაზია - გაძლიერებული ნერწყვდენის მიზეზი
გაძლიერებული სალივაცია ანუ ნერწყვდენა ცს ერთ-ერთი კლინიკური ნიშანია. პატარები უმეტესად ასკარიდათი და მახვილათი ინვაზირდებიან.

ეს დაავადება ათიდან რვა ბავშვს მაინც აქვს. ჭიებით ინვაზია ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს - იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას (ალერგიულ რეაქციებს) და ინტოქსიკაციას (მოწამვლას), ნაწლავურ დისფუნქციასა და იმუნიტეტის შესუსტებას.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვს უჭირს დაძინება, მოუსვენრად სძინავს, ეკარგება მადა, იქავებს უკანა ტანს, მეტისმეტად აგზნებულია და სწრაფად იღლება, ფიზიკური განვითარებით ჩამორჩება თანატოლებს, აქვს ავადმყოფური შესახედაობა - ფერმკრთალია, თვალებქვეშ უჩნდება სილურჯე.

იებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი კბილების კრაჭუნი და გაძლიერებული ნერწყვდენა - დილაობით პატარას ბალიში სველი აქვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰელმინთოზის (ჭიებით ინვაზიის) ყველაზე ხშირი ნიშანიაალერგიული გამოვლინება - ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, კვებითი ალერგია.

მას მოსდევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია - შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა. აღინიშნება მფრინავი (კონკრეტული ლოკალიზაციის არმქონე) ტკივილი, რომელიც საკვების მიღებას არ უკავშირდება და თავისთავად გაივლის. ზოგიერთი უჩივის კოლიკას - მწვავე შეტევით ტკივილს ჭიპის ირგვლივ.

კლინიკური ნიშნები საკმაოდ მრავალფეროვანია. არ არის აუცილებელი, ბავშვს ყველა მათგანი გამოაჩნდეს. მათი შემჩნევა მშობლებს არ უჭირთ.

  • დიაგნოსტიკა

საკმაოდ რთულია დაავადების დიაგნოსტიკა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • ჭიებს თავისებური სასიცოცხლო ციკლი აქვთ -
  1. ასკარიდები დიდხანს (3-5 თვეს) რჩებიან მატლის ან ლარვის სტადიაში;
  2. მახვილა ღამის ცხოვრებას ეწევა, არარეგულარულად დებს კვერცხს;
  3. მახვილაც შეიძლება, კვერცხის მდებელი მდედრი ჭია ნაწლავში საერთოდ არ იყოს.
  • ამას ერთვის საკვლევი მასალის (ამ შემთხვევაში - განავლის) აღების ტექნიკური სირთულეები - შესაძლოა, აღებულ ულუფაში ჭიის კვერცხი საერთოდ არ მოხვდეს, ამიტომ აუცილებელია გამოკვლევის რამდენიმეჯერ გამეორება.
ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვებში უმადობის მიზეზი შესაძლოა ჭიებით ინვაზია იყოს
როგორ მოვამზადოთ ჭიების საწინააღმდეგო წამალი გოგრის თესლისგან

ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემთხვევათა უმეტესობა დიაგნოსტირებული არ არის. ხშირად ექიმები მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე ჭიების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარებას ერიდებიან, შედეგად ბავშვის ჯანმრთელობა კიდევ უფრო უარესდება და ალერგიული თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები ყალიბდება.

  • მკურნალობა

ბავშვთა ჰელმინთოზის სამკურნალო მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ის ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს.

თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვს ეხება.

საჭიროა პატარას ზოგადი მდგომარეობის, თანმხლები დაავადებებისა და უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინება.

ჭიებით ინვაზიის მკურნალობას კიდევ ერთი თავისებურება აქვს - მედიკამენტური თერაპია უტარდება არა მხოლოდ ავადმყოფ ბავშვს, არამედ ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მათ რაიმე კლინიკური გამოვლინება, ორი კვირის შემდეგ კი პრეპარატის იმავე დოზით გამეორებაა საჭირო.

თუ სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი გამუდმებით ირღვევა და ხელმეორედ ინვაზირებაა მოსალოდნელი, მკურნალობა ყოველი 3-4 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

  • პროფილაქტიკა

ჭიებით ინვაზია თავიდან რომ აიცილოთ, გირჩევთ:

  1. ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიოთ პირად ჰიგიენას - ხელების საპნით დაბანას ყოველი ჭამის წინ, ქუჩიდან შემოსვლისთანავე, ტუალეტით სარგებლობისა და შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ;
  2. დაუშალოთ პატარებს სათამაშოების, ნივთების პირში ჩადება, ფრჩხილების კვნეტა, თითების ლოკვა;
  3. მწვანილი და ხილი კარგად გარეცხოთ გამდინარე წყლით;
  4. საკვებისთვის პროდუქტი თერმულად სრულყოფილად დაამუშაოთ;
  5. ერიდოთ ქუჩაში ნაყიდ საკვებს და, საზოგადოდ, ქუჩაში ჭამას.

თუ თქვენს პატარას მაინც გამოაჩნდა ჭიებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მიმართეთ ბავშვთა ინფექციონისტს. თუ ბავშვს დროულად მიიყვანთ სპეციალისტთან და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებთ, ოჯახის სხვა წევრები ჭიებით ინვაზიისგან დაზღვეულნი იქნებიან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა იწვევს გაძლიერებულ ნერწყვდენას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭიებით ინვაზია - გაძლიერებული ნერწყვდენის მიზეზი

ეს დაავადება ათიდან რვა ბავშვს მაინც აქვს. ჭიებით ინვაზია ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს - იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას (ალერგიულ რეაქციებს) და ინტოქსიკაციას (მოწამვლას), ნაწლავურ დისფუნქციასა და იმუნიტეტის შესუსტებას.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვს უჭირს დაძინება, მოუსვენრად სძინავს, ეკარგება მადა, იქავებს უკანა ტანს, მეტისმეტად აგზნებულია და სწრაფად იღლება, ფიზიკური განვითარებით ჩამორჩება თანატოლებს, აქვს ავადმყოფური შესახედაობა - ფერმკრთალია, თვალებქვეშ უჩნდება სილურჯე.

იებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი კბილების კრაჭუნი და გაძლიერებული ნერწყვდენა - დილაობით პატარას ბალიში სველი აქვს.

ჰელმინთოზის (ჭიებით ინვაზიის) ყველაზე ხშირი ნიშანია ალერგიული გამოვლინება - ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, კვებითი ალერგია.