კანის უჯრედებიდან კლონირებული ადამიანის ემბრიონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის უჯრედებიდან კლონირებული ადამიანის ემბრიონი

კლონის შექმნისთვის დონორის კვერცხუჯრედი და მამაკაცის კანის უჯრედი გამოიყენეს.

  • ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ კლონი გენეტიკურად იმ მამაკაცის იდენტურია, რომლის კანის უჯრედებიც ექსპერიმენტისთვის იქნა გამოყენებული.

ადამიანის უჯრედების კლონირების ცდები ადრეც ჩატარებულა, მაგრამ კალიფორნიული კომპანია Stemagen-ის სპეციალისტებმა პირველებმა გამოიყენეს წარმატებით კანის ფიბრობლასტები ზრდასრული ადამიანის უჯრედთა კლონირებისთვის. კანის უჯრედთა ბირთვის კვერცხუჯრედში გადატანის შემდეგ მიღებული 5 სრულფასოვანი ემბრიონი მიყვანილ იქნა ბლასტოციტების სტადიამდე.

გენეტიკურმა ანალიზმა დაადგინა, რომ სამი მათგანის გენოტიპი მთლიანად დონორი მამაკაცის გენოტიპის იდენტური იყო. გარდა ამისა, ერთ-ერთი ჩანასახის პლაზმური უჯრედების მიტოქონდრიები დონორი ქალის მიტოქონდრიების იდენტური აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლონირება გეგმის მიხედვით წარიმართა.

  • მეცნიერებმა ვერ მიაღწიეს კლონირების მთავარ მიზანს - ვერ მიიღეს კონკრეტული ადამიანის (ამ შემთხვევაში - კანის დონორის) გენოტიპის მქონე ღეროვანი უჯრედები.

სავარაუდოდ, სწორედ ასეთი უჯრედების გამოყენება იქნება ეფექტური ტრავმებითა და უცნობი დაავადებებით დაზიანებული ნებისმიერი ტიპის კანის რეგენერაციისთვის. კვლევის ავტორის თქმით, მოცემულ ეტაპზე მთავარი ამოცანა კლონირების პროცესის შედეგიანობის დადასტურება იყო, ამიტომ მათ მიერ მიღებული ყველა ემბრიონი გაგზავნილ იქნა გენეტიკური ანალიზის ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს კორეელმა მეცნიერმა ხვან უ სოკმა ადამიანის ემბრიონის წარმატებული კლონირებისა და ზრდასრული ადამიანის იდენტური გენოტიპის მქონე ღეროვანი უჯრედების მიღების შესახებ განაცხადა, თუმცა მომდევნო წელს ამ კვლევის შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს. ამან ღეროვანი უჯრედების მედიცინის დისკრედიტაცია მოახდინა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამედიცინო კვლევებისადმი საზოგადოების ინტერესი დააქვეითა.