/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ფრჩხილების კვნეტა ონიქოფაგია

ფრჩხილების კვნეტა ონიქოფაგია
ფრჩხილების კვნეტას ანუ ონიქოფაგიას, წესისამებრ, მავნე ჩვევად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ის ნევროზის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია.

ონიქოფაგია, ჩვეულებრივ, ნერვული ან ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ახასიათებთ. ნერვული აღგზნებადობისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ დროს იშვიათად იჩენს თავს და ფრჩხილების კვნეტას როგორც ნევროზის გამოვლინებას ყურადღებას არავინ აქცევს.

ონიქოფაგიის დროს ფრჩხილების კვნეტის სურვილი იმდენად დაუოკებელია, რომ ზრდასრული ადამიანებიც კი, ყოველგვარი თვითკონტროლისა და თავშეკავების გარეშე, ნერვული დაძაბულობის მომენტში, უცხო ხალხის გარემოცვაში, გამალებით იკვნეტენ ფრჩხილების თავისუფალ კიდეებს. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი თავისდა უნებურად, დაუკვირვებლად, მოკვნეტილ მასას ყლაპავს კიდეც.

ბერძნულად “ფაგია” ჭამას, შთანთქმას ნიშნავს, ხოლო onychos (ონიქოს) - ფრჩხილს. ამიტომაც ეწოდა აღნიშნულ სიმპტომს ონიქოფაგია.

ფრჩხილის კვნეტის შედეგები:

  • დეფორმირდება, ზიანდება ფრჩხილები;
  • დიდია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფიცირების საშიშროება;
  • ღრმად მოკვნეტილი ფრჩხილის დისტალური კიდე მუდმივი ტრავმირების გამო ანთებას განიცდის, ზოგჯერ სისხლმდენიც ხდება;
  • ფრჩხილბუდის მოსაზღვრე კანი კი ნერწყვით მუდმივი მაცერაციის გამო რბილდება, სკდება და თავისთავად იქცევა სხვადასხვა ინფექციის კარიბჭედ.
  • დაზიანებული და დამახინჯებული ფრჩხილის ფირფიტები დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის, რის შედეგადაც ვითარდება ონიქია - ფრჩხილის ეგზემური ცვლილება, დეფორმაცია.

ნეიროგენული ონიქიის ლიკვიდაცია, ჩვეულებრივ, ძალიან ძნელია, რადგან გართულებულია ძირითადი დაავადების - ცენტრალური ნერვული სისტემის ამა თუ იმ დარღვევის - აღმოფხვრა, ავადმყოფის ფსიქიკის კორექცია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰიპნოზისა და ტრანკვილიზატორების ფონზე მკურნალობა ზოგჯერ წარმატებით სრულდება. ონიქოფაგიის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის ჰიგიენას, მისი დაავადებების პროფილაქტიკას.

საინტერესო ფაქტები

ონიქოფაგიის მკურნალობის ისტორია მეტად საინტერესოა. უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტებს ურჩევდნენ მაგარი ძაფისგან ნაქსოვი, ბადისებრი ხელთათმანების ტარებას მუდმივად ან იმ პერიოდში, როცა მარტო რჩებოდნენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამრაჯობათ D ვიტამინი მაქვს 29 რას მირჩევთ მივიღო D3 და რომელ პრეპარტს მირჩევთ</p>

საფრანგეთსა და აშშ-ში პლასტმასისა თუ სხვა მასალისგან დამზადებული ხელოვნური ფრჩხილების გამოყენება სწორედ ამ სიმპტომის აღმოფხვრის მიზნით დაიწყეს. ხშირად ფრჩხილებს მწარე ნაყენითაც ამუშავებენ.

ცალკეული მეთოდების გამოყენების ფონზე მკურნალობა ათიდან მხოლოდ 5 შემთხვევაშია წარმატებული.

  • ფრჩხილები და მათი მოვლა

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ფრჩხილების კვნეტას

ფრჩხილები – რქოვანი ფირფიტაა, რომელიც ფარავს თითების დისტალური ფალანგების ბოლოებს. ფრჩხილში განასხვავებენ სხეულს და ძირს.

სხეული ფრჩხილის ხილული ნაწილია, აქვს ვარდისფერი შეფერილობა სისხლძარღვების გამო. გვერდებიდან და ბოლოში შემოფარგლულია ფრჩხილის მორგვებით. ფრჩხილს ძირზე აქვს თეთრი შეფერილობა, რასაც ფრჩხილის ნუნა ეწოდება, რადგან აქ სისხლძარღვები არ ჩანს. ფირფიტის თავისუფალი ბოლო იზრდება. ყველაზე უკანა ნაწილი არის ფრჩხილის ძირი, რომელიც ფრჩხილის მორგვში ღრმად შედის.

ფრჩხილის პროქსიმული ნაწილის ეპიდერმულ უჯრედებს, რომლებიც განლაგებულია ფრჩხილის ძირის ქვეშ, ეწოდება ფრჩხილის მატრიცა, მის ხარჯზე იზრდება ფრჩხილი. ფრჩხილი შედგება მკვრივი რქოვანი მასისაგან, რომლის 89% კერატინია, 10% წყალი და 1% ცხიმი. ზედაპირი პრიალაა, შიდა ნაწილი მჭიდროდ ეკვრის ფრჩხილის საწოლს. ფრჩხილის ზრდის ტემპი შეადგენს 0,5-1მმ-ს კვირაში. მისი მთლიანი ცვლა ხდება 170-230 დღეში, ხელებზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტერფებზე.

ფრჩხილები რომ ჯანმრთელი იყოს, მათ კარგი მოვლა სჭირდება, რაც გულისხმობს როგორც ჰიგიენის დაცვას, ისე ესტეთიკურ მხარეზე ზრუნვას.

ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ მანიკიურისა და პედიკიურის გამოცდილ სპეციალისტს, შაგანე ჩამანიანს.

– როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს?

გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/kosmetologia/13737-frchkhilebi-da-mathi-movla.html

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ჟორდანიას განახლებული კლინიკა - მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟორდანიას განახლებული კლინიკა - მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან რეპროდუქციის სფეროშილიდერ დაწესებულებადითვლება. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ კი ის სრულად განახლდა, გარემონტდა და ახალი შემადგენლობით, ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ (IVI)-ისთან თანამშრომლობით დაიწყო ფუნქციონირება. შეიცვალა სამედიცინო ცენტრის დასახელებაც და ის ბაზარზე "ჟორდანიას კლინიკის" სახელწოდებით იწყებს მუშაობას.

კლინიკაში განხორციელებული ცვლილებების, არსებული სერვისების და გეგმების შესახებ ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელს ნანა ჯანელიძე-ყურაშვილს ვესაუბრეთ.

მოგვიყევით კლინიკის რებრენდინგის შესახებ, რა შეიცვალა და რა სიახლეები დაინერგა?

ჟორდანიას კლინიკა დიდი ხანია, საზოგადოებისთვის ცნობილია. მისი დამფუძნებელი იოსებ ჟორდანია რეპროდუქციასა და გინეკოლოგიაში ნოვატორი ადამიანი იყო. დიდი პროფესიონალიზმის პარალელურად, მან გმირული საქციელიც ჩაიდინა და დიდი პიროვნება გახდა.ის დაიღუპა 1962 წლის რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. სწორედ ამ გმირის იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება ჩვენი კლინიკა, რომელიც 60-იანი წლების შემდეგ გინეკოლოგიასა და რეპროდუქტიულ მიმართულებებში წამყვანი დაწესებულებაა არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. კლინიკის ძირითადი მიმართულება იყო ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რაშიც მოიაზრება ოჯახის დაგეგმარება, ასევე მოზარდთა და ბავშვთა და გინეკოლოგია, უნაყოფობის მკურნალობა,გინეკოლოგიური დაავადებების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა.მომსახურება მოიცავდა როგორც ქალის მთელ რეპროდუქციულ ასაკს, ასევე მენოპაუზალურიქალების მკურნალობა-მეთვალყურეობას. მთავარი აქცენტი კეთდებოდა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ჯანმრთელი ოჯახი ჯანმრთელი შთამომავლობის საწინდარია.

ეს ყველაფერი შენარჩუნებულია კლინიკაში, თუმცა გვაქვს უამრავი სასიამოვნო სიახლე. 2016 წელს ის გაერთიანდა VIVO Medical Group-ში, რომელიც დღეს წამყვან სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებას წარმოადგენს. მოხდა კლინიკის განახლება, რაშიც იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შიდა სტანდარტი, აღჭურვილობა, სამედიცინო ტექნოლოგიები, კვალიფიცური ექიმები. მოხდა ძველი და ახალი გამოცდილების სინთეზი, რაც რეპროდუქციულ მედიცინაში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

mkurnali.geრა უნიკალური და გამორჩეული სერვისები განასხვავებს კლინიკას ქართულ ბაზარზე?

რეპროდუქციული მედიცინა დღეს წამყვანი მიმართულებაა, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მიმართულებამ 1970-იანი წლებიდან დაიწყო განვითარება და დღეს რეპროდუქციული მედიცინის მწვერვალადინვიტრო განაყოფიერება მოიაზრება. ამ მიმართულებაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ექიმის პროფესიონალიზმი, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობა. ორივე მხარის არსებობის შემთხვევაში მიიღწევა შედეგი, რასაც ორსულობა ჰქვია. ჩვენს კლინიკაში აქცენტირება სწორედ რეპროდუქციულ მედიცინასა და ინვიტრო განაყოფიერებაზე კეთდება.

ამ მიმართულებაში ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ IVI-სთან ვთანამშრომლობთ. აღნიშნული თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ინვიტრო არის მკურნალობის, ფაქტობრივად, უსაფრთხო, წარმატებული და ამავდროულად, უკვე რუტინულისამკურნალო მეთოდი. ინვიტრო განაყოფიერების დროს ყველა ის პროცესი ხორციელდება, რაც ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაშიხდება. უბრალოდ ეს მიმდინარეობს ორგანიზმის გარეთ და ჩვენ გვეძლევა საშუალება, მეთვალყურეობა გავუწიოთ.პროცესი უსაფრთხოა,რადგან მაღალტექნოლოგიურია. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის კვალიფიკაცია და მკურნალობისთანამედროვე დახვეწილი მეთოდების გამოყენება, რაც გართულებების რისკს მინიმუმადე ამცირებს.ვამაყობთ, რომ ინვიტროგანაყოფერებაში ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ IVI-ისემბრიოლოგები. ჟორდანიას კლინიკაში არამარტო ტექნოლოგიური მხარეა ძლიერი, აგრეთვე დიდი ყურადღება ექცევა გამოყენებული მასალის ხარისხს, გარემო პირობების დაცვას, ჰიგიენური პირობების დაცვას, სრული სტანდარტების გათვალისწინებით.

კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბავშვთა გინეკოლოგიაა. რას გულისხმობს ის და რას სთავაზობთ პაციენტებს?

ჩვენს კლინიკაში ხდება რეპროდუქციული ორგანოების განვითარების, სქესობრივი მომწიფების პერიოდში არსებული პრობლემების შეფასება-დიაგნოსტირება. ამ დროს აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება, რომ დადგინდეს ესა თუ ის გამოვლინება წარმოადგენს პათოლოგიას თუ არის ფიზილოგიური ნორმა. ბავშვების გინეკოლოგიური მეთვალყურეობის დროს გამოვლინდება ხოლმე გენეტიკური პათოლოგიები, სასქესო ორგანოების განვითარების მანკები, გარდატეხის პერიოდში სქესობრივი განვითარების დარღვევები, ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება. სასურველია, რომ არ მოხდეს ჰიპერდიაგნოსტირება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ მივიჩნიოთ პათოლოგიად, რაც ხშირად ხდება ხოლმე. აგრესიული მკურნალობით სავალალო შედეგამდე მივდივართ.

ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდთა ინფორმირებულობა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. სკოლებშივე ხდება ამ მიმართულებით განათლება, მაგრამ ეს ასაკობრივი ჯგუფი სრულად არ არის მოცული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაღრმაოთ ცოდნა საზოგადოებაში. მოზარდებს მივცეთ ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი გადამდები დაავადებებისგან, რაც შემდგომ მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელოაბზე აისახება.

რეპროდუქციულ ასაკში რა პრობლემები გამოვლინდება ხოლმე? როგორ უნდა მოხდეს სწორი პრევენცია და მკურნალობა?

რეპროდუქციულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმარება. ამაში ორსულობის წინა გამოკვლევები იგულისხმება. სასურველია, რომ ქალმა ორსულობამდე მინიმალური გამოკვლევები მაინც ჩაიტაროს, რომ თავიდან აიცილოს გართულებები.

ოჯახის დაგეგმარების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწორი შეფასება, სწორად აღქმა იმისა, თუ რა პოტენცია აქვს წყვილს რეპროდუქციასთან მიმართებაში.აღნიშნულის სწორად შეფასების შემდეგ იგეგმება ექიმის ადეკვატური ჩართულობა პროცესებში. თუკი პრობლემაა უნაყოფობა და ფიზიოლოგიურ პირობებში ორუსლობის დადგომა შეუძებელია, მაშინ გადამწყვეტია, რომ სწორი მიზნები დაისახოს, კვლევებიც და სამედიცინო ჩარევაც მხოლოდ მიზანმიმართული იყოს, რადგან პაციენტებმა დრო არ დაკარგონ და მოკლე დროში მივიღოთ სასურველი შედეგი- ორსულობა.

ჩვენთანყველა სირთულის გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა იგეგმება და ხორციელდება პაციენტისადმი კომპლექსური მიდგომით. ამაში მოიაზრება პროფესიონალთა გუნდური მუშაობაც. ასეთ დააავადებებს მიეკუთნება:მენსტრუალური ციკლის დარღვვევა, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, ენდომეტრიოზი და სხვა.ენდომეტრიოზი მეტად პროგრესირებადი დაავადებაა. იგი დღევანდელი მედიცინის საინტერესო ნაწილი და კვლევების საგანია. მუდმივად იხვეწება მკურნალობის გზები და მიდგომები. ენდომეტრიოზმა არ უნდა დაუკარგოს ქალს შვილოსნობის უნარი. არის ხოლმე შემთხვევები, როცა საოპერაციო ჩვენება არ არის, მაგრამ პირდაპირ ოპერაციისკენ მიუთითენენ, რასაც საკვერცხის რეზერვისშემცირდება მოჰყვება. შედეგად, დაბალ პროცენტშია შესაძლებელი ორსულობის მიღება, თუნდაც ინვიტრო განაყოფიერების პირობებში.

mkurnali.geროგორია კავშირი ქალის ასაკსა და უნაყოფობას შორის?

ქალის ასაკზე დიდწილად არის დამოკიდებული უნაყოფობა.უნაყოფობის გამომწვევი რა პრობლემაც არ უნდა არსებობდეს, მკურნალობის რეზულტატი -ორსულობა, ამ ფაქტორს უკავშირდება . 30 წლამდე ასაკის ქალებში ორსულობა მიღწევადია 70 პროცენტში. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორსულობის შანსი. 35-39 ასაკობრივ ჯგუფში შანსი 35 პროცენტს არ აღემატება. 42 წელი კი ძალიან კრიტიკული პერიოდია, რომლის შემდეგაც თუნდაც ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული შედეგი 5 პროცენტს არ აღემატება. ქალის ასაკი გავლენას ახდენს საკვერცხის რეზერვზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვერცხის რეზერვის შემცირება პირდაპირ პროპორციულია ფოლეკულების რაოდენობასთან, კვერცხუჯერედების რაოდენობასთან და მის ხარისხთან. საბოლოოდ კი გავლენას ახდენს მიღებული ემბრიონების რაოდენობასა და ხარისხზე.

ზოგადად, ორსულობისთვის ქალის ასაკის შეზღუდვა არ ხდება. ჩვენც ლიმიტს ვერ დავაწესებთ. აქ მთავარია რეპროდუქციულიპროგნოზის სწორად განსაზღვრა,ვინაიდან ეს არ უნდა იყოსდაფუძნებული მხოლოდ ადამიანის სურვილზე. სურვილი და შესაძლებლობა უნდა იყოს სინთეზური. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება ექიმს, იმას, თუ რამდენად სწორად მიაწვდის ინფორმაციას წყვილს. გადაწყვეტილებას კი პაციენტი ექიმთან შეთანხმებით ღებულობს.

მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ ხდება ჟორდანიას კლინიკაში?

ჩვენი კლინიკის პრიორიტეტული მიმართულებაა უნაყოფობა როგორც ქალის, ისე მამაკაცის. ზოგადად, ეს განიხილება, როგორც საერთო პრობლემა. გამოცდილებამაც დაადასტურა, რომ ქალის და მამაკაცის მკურნალობა სხვადასხვა სპეციალისტთან სავალალო შედეგს იწვევს. სასურველი ორსულობის მისაღებად წყვილის ერთიანი ჩართულობა და მკურნალობაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მამაკაცების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ასაკი მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა აქ ბევრი კითხვის ნიშანია. გასათვალისწინებელი ფაქტორებია: ჯანსაღი ცხოვრების წესი, თანმხლები დაავადებები, მავნე ჩვევები.

კლინიკაში ქირურგიული ჩარევები თუ ხდება?

ჩვენთან ფუნქციონირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის კაბინეტი, სადაც საშვილოსნოს ყელზე არსებული პრობლემების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება. საოფისე პირობებში მცირედი ქირურგიული ჩარევებიც ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ქალი კომფორტულ გარემოში მიიღებს მაქსიმალურ მკურნალობას და მას არ დასჭირდება სტაციონარში დაყოვნება.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რა დონეზე ხორციელდება ჟორდანიას კლინიკაში?

არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს ონკოლოგიური პრობლემები აღმოაჩნდებათ .ყელის პათოლოგიის კაბინეტიც მუშაობს იმ პრინციპით, რომ ონკოლოგიური დაავადებების აღმოფხვრა დამკურნალობაადრეულ ვადაზე მოხდეს. თუ აღმოჩნდა პორბლემა, რომელიც ითხოვს დამატებით სამედიცინო მოსახურებას, ჩვენ მივმართავთონკოლოგ კონსულტანტებს. ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე იგეგმება მკურნალობა.ონკოლოგებთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც პაციენტებთან ფერტილობის შენარჩუნებაჰქვია. შესაძლებელია სპერმის და კვერცხუჯრედების, ემბრიონების გაყინვა და შენახვა.ეს საკითხიჩვენი და ონკოლოგების მჭიდრო ურთიერთობას ითხოვს.ჩვენი სურვილია,პაციენტებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ გააჩინონ შვილისაკუთარი გენეტიკური მასალის გამოყენებით.

ნანა მღებრიშვილი

R