News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

.

  • გენოინჟინერული საფუარი მსოფლიოს მალარიის საწინააღმდეგო იაფი წამლით უზრუნველყოფს

The Independent-ის ცნობით, შემუშავებულია მალარიის სამკურნალო წამლის წარმოების მეთოდი გენოინჟინერული საფუარიდან. ამ ხერხით მიღებული წამალი ქიმიური გზით სინთეზირებულ იმავე დანიშნულების პრეპარატთან შედარებით 10-ჯერ იაფი ეღირება. საუბარია პრეპარატ არტემიზინზე, რომელსაც გამოყოფენ ტკბილი აბზინდისგან (Artemisia annua) და 2000 წელია, ცნობილია ჩინურ ხალხურ მედიცინაში "ცინჰაოსუს" სახელწოდებით

დღეისთვის მას ღებულობენ ამ მცენარის ექსტრაციით. ასეთი პრეპარატით მკურნალობა ძვირი ჯდება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მალარია უფრო მეტად გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე დაბალია, ასეთი მკურნალობა ბევრისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეი კისლინგმა  შეიმუშავა არტემიზინის შექმნის ახალი მეთოდი, რაც საჭიროებს საფუარა სოკოს გენოინჟინერულ მიღებას. ამ სოკომ 12 ახალი გენის წყალობით დაიწყო არტემიზინის მჟავას გამო-მუშავება, რომელსაც შემდგომში ქიმიურად გარდაქმნიან არტემიზინად. პრეპარატის წარმოებისთვის აუცილებელია ბიორეაქტორის აშენება, რომელშიც საფუარის კვეთი (საფუარის დედა) გაიზრდება შაქრის ხსნარში. ბიორეაქტორის აშენებას 2010 წლისთვის აპირებს ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი Sanofi-Aventisi. სავარაუდოდ, გენოინჟინერული არტემიზინით მკურნალობის კურსი 20 ცენტი დაჯდება, ერთი რეაქტორის მიერ მიღებული წამლის რაოდენობა საკმარისი იქნება 500 მილიონი მალარიით დაავა-დებულის ყოველდღიურად სამკურნალოდ. ყოველწლიურად მალარიით იღუპება 3 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% 5 წლამდე ასაკის ბავშვია. არტემიზინი 2004 წელს მთელმა მსოფლიომ აღიარა მალარიის სამკურნალო ეფექტიან პრეპარატად.

  • გენეტიკოსებმა ამოხსნეს ოთხფეხა თურქი გლეხების ავადმყოფობის მიზეზი

გენეტიკოსებმა დაადგინეს იმ საიდუმლოებით მოცული ავადმყოფობის მიზეზი, რომელიც თავს დაატყდა დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მცხოვრებ რამდენიმე თურქ ოჯახს. თურქმა მკვლევარმა უნერ ტანმა (Uner Tan) 2005 წელს აღმოაჩინა 4 თურქული ოჯახი, რომელთა რამდენიმე წევრს არ შეეძლო ფეხზე დგომა და მთელი სიცოცხლე ოთხივე კიდურზე დაყრდნობილი მოძრაობდა. მოტორული ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დაზიანების გარდა, მათ აღენიშნებოდათ გონებრივი ჩამორჩენილობა და მეტყველების დეფექტები. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ ატავიზმურ მუტაციასთან, რომელიც განიცადეს აქამდე უცნობმა "სწორად დგომის გენებმა".

ადამიანის გენეტიკის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის კონგრესზე თურქმა მკვლევარებმა წარადგინეს ამ ამოუცნობი სენით დაავადებული გლეხების გენომის ანალიზის შედეგები. როგორც გაირკვა, მსგავსი გადახრები სხვადასხვა ოჯახში დნმ-ს სხვადასხვა უბნის დეფექტთან ყოფილა დაკავშირებული.

ორ ოჯახში "ოთხით სიარული" გამოწვეული იყო 9 წყვილ ქრომოსომაში განლაგებული ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (VLDLR) გენის რეცეპტორების სტრუქტურული დარღვევით. ერთ ოჯახში დარღვევა აღმოჩენილ იქნა 157-მდე გენის შემცველი მე-17 წყვილი ქრომოსომის მოზრდილ უბანზე, ხოლო მეოთხე ოჯახში დაავადების განვითარების მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, ნათხემის დეფორმაციის გამომწვევი VLDLR გენის მუტაცია საკმაოდ ხშირია აშშ-ისა და კანადის ტერიტორიაზე მცხოვრები პროტესტანტი ჰატერიტების სექტის წარმომადგენლებში.

როგორც ამერიკაში, ისე თურქეთშიც ჰატერიტებს შორის მუტაციის გავრცელების მიზეზი გახდა ახლო ნათესავებს შორის ქორწინება. თურქი მეცნიერები დღესაც ვარაუდობენ, რომ ამ იშვიათი მემკვიდრული დაავადების შესწავლამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმ გენეტიკურ ძვრებს, რომელთა წყალობითაც ადამიანების უძველესი წინაპრები წელში გასწორდნენ და გამართული სიარული ისწავლეს. მაგრამ მათი ევროპელი კოლეგები ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან. "ვეჭვობ, რომ საქმე ოთხფეხობის გენთან გვაქვს,- თქვა ბრიტანელმა მეცნიერმა ნიკოლას ჰამფრიმ (Nicholas Humphrey) მას შემდეგ, რაც პირადად გასინჯა თურქი ოთხფეხა ადამიანები და დასძინა,- ასეთი უცნაური მოძრაობა გამოწვეულია იმით, რომ დაავადებულებს არ შეუძლიათ ფეხებზე დგომისას წონასწორობის შენარჩუნება, რაც მეტად დამახასიათებელია ნათხემის მემკვიდრული ან ტრავმული დაზიანებების მქონე ბევრი ავადმყოფისთვის".

  • სიმსუქნე ადამიანს მალარიის მძიმე ფორმისგან იცავს

სიმსუქნე ხელს უშლის მალარიის სასიკვდილო ცერებრალური ფორმის განვითარებასო,- დაასკვნეს ფრანგმა მეცნიერებმა, რომლებმაც ცდები ჩაატარეს თაგვებზე. მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ვენსან რობენი (Vincent Robert). ცდების შედეგები გამოქვეყნდა მალარია ჟოურნალში.

ექსპერიმენტი ჩატარდა 14 სიმსუქნით დაავადებულ და 14 ნორმალური წონის თაგვზე. ცხოველებში სიმსუქნე გამოწვეული იყო ლეპტინის- ,,მაძღრობის ჰორმონის" მაკოდირებელი გენის მუტაციით. ყველა თაგვს გაუკეთდა თაგვებში მალარიის გამომწვევი (მალარიის გამომწვევის სპორული ფორმა) სპოროზოიტების Plasmodium berghei-ს ინექცია. მეცნიერების თქმით, ყველა საცდელი თაგვი დაავადდა მალარიით. ინფიცირებიდან 6 დღის შემდეგ 14 ნორმალური წონის თაგვიდან 8 დაიღუპა მალარიის მძიმე ცერებრალური ფორმით (ამ დროს ზიანდება თავის ტვინი და ვითარდება კომა), არც ერთ მსუქან" თაგვს არ აღმოუცენდა ცერებრალური მალარიის ნიშნები. მეცნიერების მონაცემებით, ამ ჯგუფის წარმომადგენელი მღრღნელები დაიღუპნენ ინფიცირებიდან 18-25 დღის შემდეგ ანემიის მძიმე ფორმით.

მალარიის დროს სიმსუქნის დამცველობითი მექანიზმი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სისხლის წარმოქმნაში მონაწილე ჰორმონ ლეპტინის დონის დაქვეითებას ან სისხლში ცხიმოვანი მჟავების მაღალ შემცველობას (ჰიპერლიპიდემია). გარდა ამისა,  მეცნიერების ვარაუდით,  მალარიის ცერებრალური ფორმისგან დაცვა შეიძლება უკავშირ-დებოდეს სიმსუქნით დაავადებული ცხოველების სისხლში გლუკოზის დონის მატებას. გლუკოზის მაღალ დონეს შეუძლია მისი დეფიციტის (ჰიპოგლიკემიის) კომპენსირება, ეს უკანასკნელი კი ხშირად ვითარდება მალარიის მძიმე და გართულებული მიმდინარეობისას. ადამიანებში Plasmodium falciparum-ით გამოწვეული ტროპიკული მალარიის ხშირ და ყველაზე მძიმე გართულებას წარმოადგენს ცერებრალური მალარია. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დაავადების ამ ფორმის კვლევისა და მისი სამკურნალო წამლის შესაქმნელად.

  • ალკოჰოლი რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ

ალკოჰოლის რეგულარული გამოყენება რევმატოიდული ართრიტის განვითარებას აფერხებს,- დაასკვნეს შვედმა მეცნიერებმა, რომლებმაც შეისწავლეს ამ დაავადების განვითარებაში მემკვიდრული და გარემო ფაქტორების როლი. კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა ჟურნალ  Annals of the Rheumatic Diseases -ში. კაროლინის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა 2750 კაცი, მათი ნაწილი დაავადებული იყო რევმატოიდული ართრიტით, ნაწილს კი არაფერი აწუხებდა. მონაწილეებს გამოჰკითხეს, თუ რამდენ ალკოჰოლსა და სიგარეტს მოიხმარდნენ. გარდა ამისა, გამოიკვლიეს სისხლი რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი გენის გამოსავლენად.

გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 80 გრამზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ, რევმატოიდული ართრიტი უვითარდებოდათ 1,5-ჯერ იშვიათად, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ ეტანებოდა სპირტიან სასმელებს. კვლევის ხელმძღვანელმა ჰენრიკ კოლბერგმა (Henrik Kallberg) აღნიშნა, რომ ალკოჰოლსა და რევმატოიდულ ართრიტს შორის ურთიერთკავშირი ერთნაირად შეინიშნებოდა მამაკაცებსა და ქალებში. ალკოჰოლის დამცველობითი მექანიზმი არ არის ცნობილი.

ვარაუდობენ, რომ ამ სასმელს შეუძლია ართრიტის განვითარებაში მონაწილე აუტოიმუნური პროცესების დათრგუნვა. მეცნიერების აზრით, ალკოჰოლს, გარდა ამისა, შეუძლია ანთების განვითარების შეფერხება და, აქედან გამომდინარე, არა მარტო ართრიტის, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაცვაც კი. ამის მიუხედავად, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ბევრ ორგანოსა და სისტემაზე. რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური დაავადებაა და წვრილი სახსრების უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მარტო დიდ ბრიტანეთში ამ დაავადებით დაახლოებით 400 ათასი ადამიანია შეპყრობილი.