XXI საუკუნის მედიცინის 10 ძირითადი აღმოჩენა
1. პოლიომიელიტის სამიდან ორი ტიპი სრულად აღმოფხვრილია. მეორე ტიპის პოლივირუსთან ერთად, რომელიც ოფიციალურად განადგურებულად 2015 წელს აღიარეს, 3 ტიპის ვირუსმა არსებობა შეწყვიტა 2019 წლის 24 ოქტომბერს. დასნებოვნების უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირდა 2012 წელს ნიგერიაში. ეს ყველაფერი 1950-იანი წლებიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შედეგია.
2.ხელოვნურმა ინტელექტიმა ისწავლა ცილების სტრუქტურის განსაზღვრა: ამინომჟავების თანმიმდევრობის განსაზღვრა, როგორი იქნება ნებისმიერი ცილის სამგანზმილებიანი სტრუქტურა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ასობით ათასია. ეს მოვლენა არა მარტო ბილოგიაშია გადატრიალება, არამედ მრავალი დაავადების საწინააღმდეგო წამლის შემუშავების საშუალებას იძლევა.
3.მალიარია დამარცხდება სრულად 2050 წლისთვის. შემოთავაზებული ღონისძიებებიდან ერთერთია კოღოების დნმ-ის ცვლილება, რომელიც გამოიწვევს მათ უნაყოფობას ან გახდის მათ მდგრადს მალარიის პლაზმოდიუმების მიმართ
4. გენომის რედაქტირების CRISPR/Cas9- ტექნოლოგია, რომელიც მის სამკურნალო მიზნებით ადაპტაციის საშუალებას იძლევა.
5. ანტისხეულების შექმნა ვირუსული დაავადებებისათვის. მონოკლონური ანტისხეულების ლაბორატორიაში შექმნამ აუტოიმუნური დაავადებებისა და ზოგიერთი სახეობის კიბოს მკურნალობაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა მათი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენება აქამდე შეზღუდული იყო.
6. უკან იხევს აივ-ი და შიდსი. თანამედროვე APB-თერაპიის ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია, ხოლო უკანასკნელ წლებში რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე განთავისუფლდა ამ დიაგნოზისგან.
7.კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები რეკორდულად მოკლე დროში. სამეცნიერო საზოგადოების აქტიური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ეფექტური ვაქცინის სწრაფად შექმნა.
8. კიბოს სისხლის ანალიზით გამოვლენა გახდა შესაძლებელი. 2020 წელს დიდ ბრიტანეთში სტარტი აიღო სისხლის უნივერსალური ანალიზის კვლევამ, რომელიც 50 ტიპის ონკოდაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. კვლევა 2023 წელს უნდა დასრულდეს, და თუ ის ეფექტურობას აჩვენებს, უკვე ათწლეულის შუა პერიოდისათვის კიბოზე სისხლის ანალიზი მასობრივი გახდება.
9.C ჰეპატიტი სრულად განკურნებადი გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმალობაში „ალერსიანი მკვლელის“ სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობა 100%-ს მიუახლოვდა.
10. დაიწყეს ალცჰაიმერის დაავადების პროგნოზირება. ალცჰაიმერის დაავადებაზე სისხლის ანალიზი 2020 წლის მედიცინის კიდევ ერთი პატარა რევოლუციაა. მეცნიერებმა შეძლეს სისხლის პლაზმაში გამოევლინათ შესაბამისი ბიომარკერი ალცჰაიმერის დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენამდე დაახლოებით 4 წლით ადრე. შესაბამისად სისხლის მსგავსი ანალიზი შეიძლება ჩართული იქნას ყოველწლიური კვლევების პროგრამაში.