/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

შვრიის ფანტაზია

შვრიის ფანტაზია
შვრიის სასარგებლო თვისებებს უძველესი დროიდან იცნობენ. ბავშვის მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს შვრია. თუ რატომ,

ამის შესახებ პედიატრი მანანა ანდღულაძე გვესაუბრება:

- შვრია ბავშვებისა და მეძუძური დედების, კუჭ-ნაწლავდაავადებული პაციენტებისა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა ყოველდღიური საუზმის სრულუფლებიანი კომპონენტია.

- რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა შვრია?

-შვრია მდიდარია არა მხოლოდ სასარგებლო ნახშირწყლებით, უჯრედისითა და მიკროელემენტებით, არამედ ანტიოქსიდანტებითაც. ამასთან, შვრიის ბურღულს სასიამოვნო გემო აქვს და ადვილი ასათვისებელია.

შვრიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბუნებრივი აფთიაქი. იგი შეიცავს:

  • შეუცვლელ მიკროელემენტებს: თუთიას, სპილენძს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფთორს, იოდს. კალციუმი და ფოსფორი მაგნიუმთან ერთად მონაწილეობს ძვლოვანი სისტემის, ჯანსაღი კბილების ფორმირებაში. რკინა ემსახურება ანემიის პროფილაქტიკას;
  • A, E, PP, B ჯგუფის ვიტამინებს;
  • ცილებს;
  • რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც სწრაფად ანაყრებს ისე, რომ არ მატებს ზედმეტ კილოგრამებს;
  • უჯრედისს, რომელიც კუჭისა და ნაწლვების ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს, გამოაქვს ორგანიზმიდან წიდა და ამცირებს კუჭის კიბოს რისკს;
  • ანტიოქსიდანტებს, კერძოდ, მეთიონინს, რომელიც ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან იცავს;
  • ბიოტინს - კანისთვის ის მეტად სასარგებლოა. მისი ნაკლებობა არცთუ იშვიათად დერმატიტის მიზეზად იქცევა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შვრია ხელს უწყობს ქალის შარდ-სასქესო და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ ფუნქციობას, რაც ასე აუცილებელია მეძუძური დედისთვის. შვრიას მიირთმევენ დიაბეტით დაავადებულები მისი დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო. გასახდომად და წონის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია მისი ყოველდღე ჭამა. გარდა ამისა, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

დადგენილია, რომ შვრიის მიღებისას ორგანიზმში გამომუშავდება სეროტონინი - ჰორმონი, რომელიც აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ებრძვის დეპრესიასა და მოდუნებას, სისუსტეს.

- რა სახით შეიძლება შვრიის გამოყენება?

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

- სხვადასხვა სახით: მარცვლად, ბურღულად, ფქვილად, ფანტელებად. ყველა მათგანი სასარგებლოა, თუმცა რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან მაკრო- და მიკროელემენტების შემცველობით. შვრიის მარცვალს შენარჩუნებული აქვს პრაქტიკულად ყველა მინერალი და ვიტამინი, ამიტომ ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევა.

შვრიის ბურღული მიიღება ორთქლში გატარებით და გარსის მოცილებით. ორთქლში გატარებული ბურღული გაბრტყელების შედეგად თხელ ფირფიტებად იქცევა. შვრიის ფანტელები კიდევ უფრო თხელ ფირფიტებად მზადდება. მათი ტექნოლოგიური დამუშავებისას იკარგება ბევრი სასარგებლო ელემენტი. შვრიის ფქვილი უბრალოდ ფქვილი როდია. იგი მდიდარია ისეთი ფრაქციებით, რომლებიც შვრიის მარგებლობას ზრდის.

- რა შეიძლება მოვუმზადოთ შვრიისგან ბავშვს?

- შვრიის ფაფას ყველა იცნობს. შეიძლება მისი მომზადება თაფლით, ვაშლით, ბრინჯის ბურღულით და სხვა. შვრიის ფაფა საუკეთესო საუზმეა. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.

შვრიის ბლინები

საჭიროა:

  • 200 გ შვრიის ბურღული;
  • 1 სადილის კოვზი საფუარი;
  • 1 კვერცხი;
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი;
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი;
  • 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი.

მოზილეთ ამ ინგრედიენტებისგან ცომი და გამოაცხვეთ ზეთიან ტაფაზე. სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან, თაფლთან, ჯემთან, ხილფაფასთან ერთად.

შვრიის ორცხობილა

საჭიროა:

  • 1 ჩაის ჭიქა შვრიის ფანტელი;
  • 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი;
  • 1/2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი;
  • 100 გ კარაქი;
  • 3 კვერცხი;
  • 1/2 ჩაის ჭიქა მოხალული დაჭრილი ნიგოზი;
  • 1 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

ჩაყარეთ თასში კარაქი, შაქრისა და კაკაოს ფხვნილი და კარგად აზილეთ. სათითაოდ დაამატეთ კვერცხი. ერთმანეთში აურიეთ შვრიის ფანტელი, პურის ფქვილი, ნიგოზი. ეს ორი მასაც აურიეთ ერთმანეთში და დადეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე სუფრის კოვზით. შედგით 170-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 15-20 წუთი. შეიძლება ცომში ქიშმიშის დამატებაც. გემრიელად მიირთვით.

კომენტარები (1)
ვერიკო ვეკუა
Mogesalmebit.mainteresebs dilit uzmoze shvriis fafa rogor movamzado,ubralod chavyaro adugebul wyalshi DA naxevari saati davelodo,adugebul wyalshi chavyaro DA vadugo cotaxani,adugebuli wyali davasxa da naxevari saati vadrovo tu kidev sxva metodic arsebob DA ufro sasargeblo ROM iyos shvriis fanteli rogor movamzado?
თარიღი : 06-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

შვრიის ფანტაზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები