კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლაჟი

.

  • ბედნიერი ქორწინება ჰიპერტონიისგან გვიცავს

როგორც ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები ბრიგამ იანგის უნივერსიტეტიდან, ადამიანებს, რომლებიც ბედნიერები არიან ქორწინებაში, გაცილებით უფრო დაბალი არტერიული წნევა აქვთ, ვიდრე დაუქორწინებელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გარშემორტყმული არიან მეგობრებით. მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 204 დაქორწინებული მამაკაცი და 99 მარტოხელა ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა დაახლოებით 30%-ს არტერიული ჰიპერტონია ჰქონდა.

ყველა მოხალისეს ჩაუტარდა არტერიული წნევის დღეღამური მონიტორინგი - არტერიული წნევის ავტომატური გასინჯვა ერთი დღე-ღამის განმავლობაში, დროის წინასწარ განსაზღვრული ინტერვალების შემდეგ.

გამოირკვა, რომ ბედნიერ ქორწინებაში მყოფების არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი საშუალოდ 4 მმ-ით დაბალი იყო, ვიდრე არასასურველ ქორწინებაში მყოფების, ან ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავდა.

მეცნიერებმა ასევე მიუთითეს, რომ ბედნიერ ქორწინებაში მყოფებში მეტად აღინიშნებოდა არტერიული წნევის დაქვეითება, ვიდრე დაუქორწინებლებში. ამ მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანებს, ვისი წნევაც მაღალი რჩება მთელი ღამის განმავლობაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების გაცილებით უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არტერიული წნევა უქვეითდება. მათი აზრით, ადამიანებს, ვინც კმაყოფილი არ არის ქორწინებით, წნევის უფრო მაღალი მაჩვენებლები აღმოაჩნდათ, ვიდრე მარტოხელებს.

ბედნიერი ქორწინების დადებითი ეფექტი მეუღლის გვერდით დგომას უკავშირდება "ჭირსა და ლხინში". გარდა ამისა, ოჯახური წყვილები, ჩვეულებრივ, მეტი ყურადღებით ეპყრობიან ერთმანეთს, ახსენებენ ექიმთან ვიზიტისა და მედიკამენტის მიღების დროს.

  • "პომიდვრის დიეტა" ჰიპერტონიკებს უშველის

American Heart Journal-ის ცნობით, პომიდვრის ექსტრაქტს არტერიული წნევის დაქვეითების უნარი აქვს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰიპერტონიული დაავადების საწყისი სტადიის სამკურნალოდ. ბენ-გურიონის უნივერსიტეტის ებრაელი ექიმების მიერ ორგანიზებულ გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო 30-დან 70 წლამდე ასაკის ჰიპერტონიის საწყისი სტადიით დაავადებულმა 31-მა პირმა.

გამოკვლევაში მონაწილე ადამიანები 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ღებულობდნენ პლაცებოს, ამის შემდეგ 8 კვირა ყოველდღიურად ეძლეოდათ პომიდვრის ექსტრაქტის შემცველი ერთი კაფსულა. დაბოლოს, პაციენტებს კვლავ პლაცებოთი მკურნალობის ოთხკვირიან კურსს უტარებდნენ.

პომიდვრის ექსტრაქტის შემცველი კაფსულებით მკურნალობის დროს, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ სისტოლური წნევის საშუალო მაჩვენებელი გამოსაკვლევ პირებში 144-დან 134 მმ.ვწყ.სვ-მდე ჩამოქვეითდა, დიასტოლური წნევა კი - 87,4-დან 83,4-მდე.

არტერიული წვევის დაქვეითებასთან ერთად მეცნიერებმა პაციენტების სისხლში ე.წ. სტრესის ოქსიდატური მარკერების შემცირებაც დააფიქსირეს. ამ მაჩვენებლების შეცვლამ მკვლევარებს აფიქრებინა, რომ არტერიულ წნევაზე კაფსულების დადებითი ზემოქმედება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მათში ანტიოქსიდანტების შემცველობით. ნივთიერება ანტიოქსიდანტი ხელს უშლის ჟანგბადის ტოქსიკური რადიკალების შექმნას, რომლებიც მონაწილეობენ მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებაში.

კვლევის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპენს, რომელიც მთელ ორგანიზმზე, მათ შორის სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენს და ამიტომ პომიდვრით (და მისგან მომზადებული პროდუქტებით) მდიდარი დიეტა მეტად ეფექტური იქნება ჰიპერტონიის მსუბუქი სტადიით დაავადებულთათვის.

  • წნევის გლობალური დაქვეითება

British medical Journal იტყობინება, რომ მსოფლიოს მოსახლეობაში შეიმჩნევა არტერიული წნევის კლების ტენდენცია, რაც სულაც არ არის გამოწვეული მედიკამენტების მიღებით. ასეთია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით მსოფლიოს 21 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც 10 წელი გრძელდებოდა (1980-იანი წლების შუიდან 1990-იანი წლების შუამდე). გაირკვა, რომ ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობას არტერიული წნევა საშუალოდ 2,26 მმ.ვწყ.სვ-ით დაუქვეითდა, ამასთან, უფრო მკვეთრი ცვლილება ქალებში შეიმჩნეოდა.

არტერიული წნევის გლობალურ დაქვეითებაში წამლების როლის დასადგენად მკვლევრებმა გააანალიზეს არტერიული წნევის მაჩვენებლები ჰიპო, ნორმო და ჰიპერტონიკებში.

არტერიული წნევის კლების ტენდენცია აღინიშნებოდა არა მარტო ჰიპერტონიკებში, რომლებიც იღებდნენ წნევის დამწევ საშუალებებს, არამედ ნორმო და ჰიპოტონიკებშიც. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამკურნალო პრეპარატები არ წაროადგენდა ამ ახალი ტენდენციის გამოვლენის ძირითად მიზეზს.

ჯერჯერობით წნევის გლობალური კლების ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარკვეული როლი ადამიანების კვების კულტურის შეცვლამ ითამაშა. კერძოდ, ადამიანებმა დაიწყეს ნაკლები მარილის მოხმარება და კვების რაციონი უფრო გაამდიდრეს ხილითა და ბოსტნეულით. თუმცა ამ თეორიასაც აქვს ხარვეზები და ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს.

იელის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ კაცმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, დიეტისა და ფიზიკური აქტივობის დადებით შედეგთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მაშინ სიმსუქნის გლობალური შემცირებაც უნდა დაწყებულიყო. ამ მხრივ კი, პირიქით, ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

პროფესორ კაცის აზრით, დადებითი როლი შეეძლო ეთამაშა ვიტამინიზებული, კალციუმითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვების მოხმარების ზრდას. ზოგიერთ ქვეყანაში თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოხმარების აკრძალვაც მოახდენდა ერთგვარ გავლენას. მართალია, მედიკამენტების მოხმარება წნევის დაქვეითების ასეთ გლობალურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევდა, მაგრამ წამლების ხარისხის გაუმჯობესება რომ გარკვეულ როლს ითამაშებდა, ესეც უდავოა.

არტერიული წნევის კლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინფარქტებისა და ინსულტების რისკს ამცირებს, რაც ძალიან სასიამოვნო სიახლეა.

  • ხვრინვა შეიძლება ჰიპერტენზიის მიზეზი გახდეს

European Heart Journal-ის ცნობით, ერთ-ერთი მეუღლის ხვრინვა მის მეორე ნახევარს არა მარტო მშვიდ ძილში უშლის ხელს, არამედ უარყოფითადაც მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მძინარე ადამიანს 35 დეციბელზე მეტი ხმაურის გავლენით მაღლა უწევს სისხლის არტერიული წნევა.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა გამოიკვლიეს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასთან მცხოვრები 140 მოხალისე. ექსპერიმენტში მონაწილეებს ძილის დროს ყოველ 15 წთ-ში ერთხელ უზომავდნენ არტერიულ წნევას და პარალელურად აფიქსირებდნენ ხმაურის დონეს მათ საძინებელ ოთახში.

ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 35 დეციბელზე მაღალი ხმაური არტერიული წნევის მატებას იწვევდა როგორც ძილში, ისე სიფხიზლეში. კვლევის ხელმძღვანელმა ლარს ჯარუპმა განაცხადა, რომ ასეთი ეფექტის განვითარება არ იყო დამოკიდებული ხმაურის წარმოშობის წყაროზე, ანუ თვითმფრინავით, ტრანსპორტით, მეუღლის ხვრინვით გამოწვეული ხმაურის რეგულარული ზემოქმედება წარმოადგენდა ჰიპერტონიული დაავადების განვითარების რისკფაქტორს.

მეცნიერების მონაცემებით, თვითმფრინავის ხმაური იწვევდა სისტოლური (ზედა) წნევის მატებას საშუალოდ 6,2 მმ.ვწყ.სვ-ით, დიასტოლური (ქვედა) წნევის კი - 7,4 მმ.ვწყ.სვ-ით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხმაურის სიმაღლეს, კერძოდ, ყოველი დამატებითი 5 დეციბელი წნევის 0,66 მმ.ვწყ.სვ-ით მატების მიზეზი ხდებოდა.

სტატისტიკურად, ხვრინვის დროს ადამიანები გამოსცემენ 20-80 დეციბელ ხმაურს. "გინესის რეკორდების" წიგნის თანახმად, ამ საქმეში რეკორდსმენად კალ ვალკერტი ითვლება. იგი ძილში 93 დეციბელ ხმაურს გამოსცემს.