6 მითი კბილების მოვლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კბილების რეგულარული ხეხვა, კბილის ძაფის გამოყენება და წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი - ასე იქცევა ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება სურს. ამასთანავე, კბილების მოვლა საჭიროა არა მარტო მომხიბვლელი ღიმილისთვის, არამედ, საზოგადოდ, ჯანმრთელობისთვის.

ტაფტის (აშშ) უნივერსიტეტის სტომატოლოგთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გააქარწყლა ჯანმრთელ კბილებზე არსებული რამდენიმე მითი. სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რა გავლენას ახდენს კვება ბავშვების, მოზარდების, ორსულების, ზრდასრულებისა და მოხუცების კბილების სიჯანსაღეზე.

  • მითი #1: გაფუჭებული კბილი დანარჩენ ორგანიზმზე არ მოქმედებს

ბევრმა მომავალმა დედამ არ იცის, რომ ორსულის კვება მომავალში გავლენას ახდენს ბავშვის კბილების მდგომარეობაზე. თუ ორსული ცუდად იკვებება, ადვილი შესაძლებელია, მის შვილს ზრდასრულ ასაკში კბილების პრობლემები აღმოაჩნდეს. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, კეროლ პალმერი, პირდაპირ ამბობს: "თუ ბავშვს მუცლადყოფნის მე-16 კვირიდან მე-4 თვემდე არ ჰყოფნის კალციუმი, D ვიტამინი, A ვიტამინი, ცილები ან კალორიები, შესაძლოა, კბილები არასწორად განუვითარდეს". ზოგიერთი გამოკვლევა კი მიუთითებს, რომ B 6 და B12 ვიტამინების უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების ისეთი მანკი, როგორიც არის კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა.

კბილების ყველაზე გავრცელებული დაავადება, კარიესი, ბავშვებში ნებისმიერ სხვა დაავადებაზე, თუნდაც ასთმაზე, 5-ჯერ ხშირად გვხვდება. "როცა ბავშვს კბილი სტკივა, მას არ შეუძლია გაკვეთილზე ყურადღების მოკრება, მიირთმევს მხოლოდ ისეთ საკვებს, რომელიც ადვილად იღეჭება, მაგრამ უმნიშვნელო კვებითი ღირებულება აქვს. მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ნაცვლად - ფუნთუშებს", - განმარტავენ სტომატოლოგები.

  • მითი #2: მეტი შაქარი უდრის მეტ კარიესს

მნიშვნელოვანია არა ის, რამდენ შაქარს ვჭამთ, არამედ ის, რამდენი ეხება უშუალოდ კბილებს. საწუწნი კანფეტები და ტკბილი სასმელები პირში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სხვა ტკბილეული. ეს ზრდის კბილებზე იმ მჟავების ზემოქმედების ხანგრძლივობას, რომლებსაც შაქრისგან გამოყოფენ პირში მობინადრე ბაქტერიები. რამდენიმე გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოზარდები ნახშირწყლების დაახლოებით 8%-ს ტკბილი სასმელებიდან იღებენ. ამ სასმელების რეგულარული სმა ზრდის კარიესის განვითარების რისკს. უშაქრო სასმელები ნაკლებმავნედ არის მიჩნეული, მაგრამ თუ რეგულარულად ვსვით, კბილის მინანქრის დაზიანება მათაც შეუძლიათ.

  • მითი #3: სარძევე კბილების კარიესი საშიში არ არის

სარძევე კბილების კარიესი მშობლებს მაინცდამაინც არ აღელვებთ - მაინც მოსაცვლელიაო. სტომატოლოგები კი გვაფრთხილებენ, ყურადღებით ვიყოთ: სარძევე კბილის კარიესმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მუდმივი კბილის გვირგვინის განვითარებას. თუ სარძევე კბილი დროზე ადრე ამოვარდა, მუდმივი კბილი შესაძლოა არასწორად ამოიჭრას და ბავშვს სამომავლოდ ორთოდონტიული მკურნალობა დასჭირდეს.

  • მითი #4: ოსტეოპოროზი მხოლოდ ხერხემლისა და მენჯ-ბარძაყის ძვლებს აზიანებს

სინამდვილეში ოსტეოპოროზი კბილებზეც მოქმედებს. კბილები ზის ყბის ძვლებში, რომლებიც, სხვა ძვლების დარად, შეიძლება დააზიანოს ოსტეოპოროზმა. კალციუმის, D და K ვიტამინების ნაკლებობა ისევე მოქმედებს ყბის ძვლების სიმტკიცეზე, როგორც სხვა ძვლებზე.

ყბის, ღრძილების, ტუჩების, სასის ქსოვილების განახლება მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. ამ ქსოვილებისთვის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა სწორი კვება.

  • მითი #5: კბილის პროთეზი უკეთესად კვების საშუალებას გვაძლევს

თუ პროთეზი ადამიანს ზუსტად არ აქვს მორგებული, ის უარს ამბობს ხილსა და ბოსტნეულზე და ადვილად დასაღეჭ პროდუქტებზე გადადის.

კეროლ პალმერი აღნიშნავს, რომ "პროთეზი, პირველ რიგში, უნდა იყოს მოხერხებული. მაგრამ მაშინაც კი, როცა ადამიანი ერთგვარ დისკომფორტს განიცდის, მან შეიძლება მიირთვას მოხარშული ბოსტნეული, დაკონსერვებული ხილი, გატარებული ხორცი. ასევე აუცილებელია სათანადო რაოდენობით სითხის მიღება და უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება პირის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად".

  • მითი #6: კარიესი ახალგაზრდების პრობლემაა

სინამდვილეში კარიესი ყველა ასაკის ადამიანს ემართება. ხანდაზმულებში ღრძილების ასაკობრივმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ფესვახლო კარიესი. ანტიდეპრესანტები, დიურეტიკები (მათ ხშირად იყენებენ ასაკოვანი ადამიანები), ანტიჰისტამინური პრეპარატები ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და ზრდის კარიესის განვითარების რისკს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის ხშირი სმა. შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, პაროდონტოზის რისკფაქტორს წარმოადგენს - დიაბეტიანებში ეს პათოლოგია ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე არადიაბეტიანებში. პაროდონტოზი, თავის მხრივ, აუარესებს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას, ასე რომ, კბილების საგულდაგულო მოვლა დიაბეტის უკეთ მართვას უწყობს ხელს.


მედუზის უჯრედებს კიბოს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებენ

იორკის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კიბოს კვლევის ლაბორატორიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მედუზის ფლუორესცენტულ უჯრედებს უნარი შესწევთ, კიბოს უჯრედები, სხეულში ღრმად მდებარეც კი, ადრეულ სტადიაზევე გამოავლინონ.

გამოკვლევისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს მწვანე ფლუორესცენტული ცილის უჯრედები, რომელთა წყალობითაც მედუზა სიბნელეში ანათებს. გამოკვლევის ხელმძღვანელს, პროფესორ ნორმან მეიტლანდს მიაჩნია, რომ ეს აღმოჩენა კიბოს დიაგნოსტიკაში რევოლუციას მოახდენს. ზოგიერთი ტიპის კიბოს აღმოჩენა განვითარების ადრეულ სტადიაზე ძალიან ძნელია. მაგალითად, რენტგენის სხივებით ქსოვილში ან ძვალში ღრმად მდებარე სიმსივნური უჯრედების გამოვლენა ვერ ხერხდება. სიმსივნური დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის კი ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებელია.

იორკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც მედუზას ლუმინესცენტური უჯრედებიდან პროტეინის გამოყოფას და ადამიანის კიბოს უჯრედებში შეყვანას ეფუძნება. სპეციალური კამერა ამ მანათობელ პროტეინებს აფიქსირებს და ამგვარად ადგენს სიმსივნის ადგილმდებარეობას.

მეთოდს საფუძვლად დაედო ამერიკელი ქიმიკოსის, დოქტორ როჯერ ციენის აღმოჩენა, რომელსაც 2008 წელს ნობელის პრემია მიენიჭა მანათობელი ცილის მექანიზმის აღმოჩენისთვის. იორკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი მეთოდის კლინიკური გამოცდა უახლოეს 5 წელიწადში დაიწყება. მათი აზრით, კლინიკურ პრაქტიკაში მეთოდის ფართოდ დანერგვას მხოლოდ სპეციალიზებული კამერის უქონლობამ შეიძლება შეუშალოს ხელი - ამჟამად ასეთ კამერებს აშშ-ში მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს და მათი ფასი 800 000 დოლარს უტოლდება.

სტრესი ზრდის ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წარმატების შანსს

სტატენ-აილენდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 217-მა ქალმა, რომლებიც პირველად იტარებდნენ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას. რეპროდუქტოლოგთან პირველი ვიზიტის დროს მათ სთხოვეს, ათქულიანი სკალით შეეფასებინათ ჩასახვისა და შვილოსნობის პრობლემასთან დაკავშირებული სტრესის დონე - რაც უფრო ძლიერი იყო სტრესი, მით უფრო მაღალი იყო შეფასება. ისეთი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, როგორიც არის დეპრესია, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და ასაკი, აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფში, სადაც სტრესი ერთიდან სამ ქულამდე შეფასდა, დაორსულდა ქალების 30, ხოლო უფრო ძლიერი - 7-იდან 10 ქულამდე - სტრესის მქონე ქალების ჯგუფში ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ორჯერ უფრო შედეგიანი აღმოჩნდა - დაახლოებით 60% დაორსულდა.

გამოკვლევის ერთ-ერთ ავტორს, რობერტ ჰანტერს კი მიაჩნია, რომ მიღებული შედეგები საკმაოდ მოულოდნელია და ჯანმრთელობაზე, მათ შორის - ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სტრესული რეაქციების მავნე გავლენას ამტკიცებს.

დავიბრუნოთ გარეგნობა - მსოფლიო სიმელოტის გარეშე

მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხით გამოხატული თმის ცვენა, რომელიც საბოლოოდ სიმელოტით მთავრდება, მაგრამ მისი ნამდვილი მიზეზი ბოლო დრომდე გაურკვეველი რჩებოდა. რამდენიმე დღის წინ DKC სამკურნალო კომბინატში (ყოფილი ლეჩკომბინატი) გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც სიმელოტის პრობლემას მიეძღვნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ნიუ-იორკის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ცენტრის ჯგუფისა და თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლის" ხელმძღვანელმა თამაზ თამაზაშვილმა საზოგადოებას თავისი სენსაციური აღმოჩენა გააცნო, რომელზეც საუბარია მისსავე წიგნში "ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიაში და ალოპეციის ეტიოპათოგენეზში" (წიგნის გრანდიოზული პრეზენტაცია ნიუ-იორკში ამა წლის 5 ოქტომბერს გაიმართა).

ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ თმის ცვენა არის დაავადება, რომელსაც თმის ფოლიკულებზე მზის რადიაციის ზემოქმედება იწვევს. ამ აღმოჩენის წყალობით სიმელოტის პროფილაქტიკა რეალური გახდება. კონფერენციაზე დაიგეგმა მზის რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომიტეტის დაფუძნება, რომელიც უახლოეს მომავალში შეუდგება საქმიანობას.

მამაკაცების უნაყოფობა ნოუთბუქის ბრალია?

ახლახან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში უროლოგ დოქტორ ეფიმ შეინკინის ხელმძღვანელობით გამოკვლევა ჩატარდა. გაირკვა, რომ როცა ადამიანი მუხლებზე დადებულ ნოუთბუქთან მუშაობს, რეპროდუქციული ორგანოების ტემპერატურა კრიტიკულ ზღვრამდე ადის, რაც ნეგატიურად აისახება სპერმის ხარისხზე. ერთადერთი გამოსავალი ნოუთბუქის მაგიდაზე დადებაა. 29 ახალგაზრდა მამაკაცს, რომელთაც ნოუთბუქი მუშაობისას მუხლებზე ედოთ, მკვლევრებმა სათესლე პარკზე თერმომეტრი მიამაგრეს. აღმოჩნდა, რომ ისინი სადებმაც კი ვერ იხსნა გადახურებისგან. სათესლეების ზღვრულ ტემპერატურამდე გასახურებლად საკმარისი აღმოჩნდა 10-15 წუთი. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოსაზრება უკვე გამოთქვა რამდენიმე მედიკოსმა, მაგრამ ავტორიტეტული გამოკვლევა რატომღაც არ ჩატარებულა.

დიდი ხანია ცნობილია, რომ სათესლეების ერთი გრადუსით გახურება სპერმის ხარისხს ვნებს, ნოუთბუქის გამოყენებისას კი სათესლეები 2,5 გრადუსით და უფრო მეტად ხურდება. მამაკაცის გენიტალიების ბუნებრივი მდებარეობა სხეულისაზე ოდნავ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.