ეპილეფსია

ეპილეფსია

ეპილეფსია უამრავ ცრურწმენასთან დაკავშირებული

ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა. იგი ძალიან გავრცელებულია და მთელს მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 1% აღენიშნება.

ეპილეფსიის კლინიკური გამოვლინება ძალიან მრავალფეროვანია და მისი მარტივად და მოკლე დროში აღწერა შეუძლებელია. დაახლოებით 50-მდე ეპილეფსიური შეტევა არსებობს.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეპილეფსია დაკავშირებულია ადამიანის დავარდნასა და კრუნჩხვებთან. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეპილეფსიური გულყრა მრავალფეროვანია და გამომწვევი მიზეზიც მრავალნაირია. ნებისმიერი მიზეზი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის გამომწვევი

კომენტარები (2)
კახა
მაქ 16 წლიდან ეპილეფსია ვარ 45 წლი და მაინტერესებს ეპილეფსია იწვევს თუ არა მეხსიერების შესუსტებას დაბნეულობას და მეტყველების გაუარესებას ვსვავ ეპიქსს ნეიროლეფსინს და დიაზეპექსს
თარიღი : 21-03-2023
Irma
Me maqvs vzivar diazepamze 19celicadia nervuli stresis krunchvebiani var nutu es ar imkurneba
თარიღი : 11-10-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

კატეგორიის სხვა სტატიები

ყველაფერი, რაც კბილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც კბილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ

დღეში ორჯერ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

კბილის ნადები არის ბაქტერია, რომელიც კბილების არასწორად გაწმენდის შემთხვევაში ჩნდება. შემდეგ ეტაპზე კი ის ღრძილების დაავადებებსა და კბილის კარიესს იწვევს. კბილების გახეხვა ნადების გაჩენისგან გიცავთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა კბილის ზედაპირი გულდასმით გაიწმინდოთ ჯაგრისით.

როდის უნდა გავიხეხო კბილები?

mkurnali.ge

კბილები აუცილებლად უნდა გაიხეხოთ ძილის წინ და გახეხვის შემდეგ საკვები აღარ უნდა მიიღოთ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში კბილები მეორედაც უნდა გაიხეხოთ კბილის ჯაგრისითა და პასტით. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ კბილის პასტა თქვენი პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიოთ. მაგალითად, თუ მწეველი ხართ, გამოიყენეთ კბილის პასტა მწეველებისთვის, თუ ყავას ან ჩაის აქტიურად მოიხმართ, გამოიყენეთ ყავისა და ჩაის ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტა. ავსტრიულ ბრენდ White Glo-ს სხვადასხვა კატეგორიის კბილის პასტების მეტად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და მისი შეთავაზებებიდან თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ელექტრო კბილის ჯაგრისი გამოვიყენო თუ ჩვეულებრივი?

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ელექტრო ჯაგრისი უკეთესად ასუფთავებს კბილებს. რეალურად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ელექტრო იქნება თქვენი კბილის ჯაგრისი თუ ჩვეულებრივი. მთავარია, თქვენ სწორად გამოიყენოთ ჯაგრისი და მისი საშუალებით კბილის ზედაპირი კარგად გაწმინდოთ.

როგორი კბილის პასტა გამოვიყენო?

mkurnali.ge

მნიშვნელოვანია, რომ კბილის პასტას ფთორის ადექვატური შემცველობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ წაიკითხეთ კბილის პასტის ანოტაცია. მისი შემცველობა მინიმუმ 1350 პპმ უნდა იყოს. 6 წლამდე ბავშვებისთვის კი მაქსიმუმ 1000 პპმ შემცველობის კბილის პასტის გამოყენებაა რეკომენდებული. თქვენი სტომატოლოგი ინდივიდუალურად გირჩევთ, თუ მეტი ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენებაა თქვენთვის უმჯობესი.

როგორ გავიხეხო კბილები?

კბილების გახეხვის დროს ორი აუცილებელი წესი უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კბილებს 2 წუთის განმავლობაში იხეხავთ. ამ დროის განმავლობაში კი კბილის სრული ზედაპირი უნდა გაიწმინდოთ. ეს გულისხმობს კბილის წინა ზედაპირს, უკანა ზედაპირს და საღეჭი კბილების ზედაპირს. რაც შეეხება პატარებს, მათ, როგორც წესი, დამოუკიდებლად კბილების სრულყოფილი გახეხვა 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ. სასურველია, რომ მანამდე ბავშვებს თქვენ დაეხმაროთ.

არ გამოივლოთ წყალი გახეხვისთანავე

კბილების გახეხვას რომ დაასრულებთ, გადაანერწყვეთ პირში დარჩენილი კბილის პასტა და რამდენიმე წამი გაჩერდით. გახეხვის დასრულებისთანავე თუ გამოივლებთ წყალს, მაშინ კბილის პასტაში არსებულ ფტორს კბილზე მოქმედების საშუალებას არ მისცემთ. შესაბამისად, კბილის პასტის დადებითი ეფექტი შემცირდება.

გამოვიყენო პირის ღრუს სავლები?

mkurnali.ge

ფტორის შემცველი პირის ღრუს სავლების გამოყენება კარიესის გაჩენისგან გიცავთ. თუმცა მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული უშუალოდ კბილების გახეხვის შემდეგ. რადგან ის კბილებზე დარჩენილ ფტორს ჩამორეცხავს.

მისი გამოყენება უმჯობესია ლანჩის შემდეგ. პირის ღრუს სავლების გამოყენების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სასმელი.

როგორ გამოვიყენოთ კბილის ჩხირი

კბილის ჩხირის საშუალებით თქვენ კბილებს შორის დარჩენილ საკვებს მოიშორებთ. მისი რეგულარული გამოყენება ღრძილების დაავადებებისგანაც გიცავთ და ჯანსაღი სუნთქვის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კბილის ჩხირის გამოყენება იდეალურია გახეხვის წინ.