/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს
  • ამერიკელი გოგონა ორჯერ დაიბადა

MCNBS-ის ცნობით, მაისში ერთი ამერიკელი გოგონა მეორედ დაიბადა. მისი პირველი "დაბადება" მოხდა მაშინ, როცა იგი ქირურგებმა მუცლადყოფნის მე-6 თვეზე საშვილოსნოდან ამოიყვანეს სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით, შემდეგ კი უკანვე ჩასვეს. გოგონას მშობლებმა - ჩედ და კერი მაკარტნებმა ორსულობის 23-ე კვირაზე ბავშვის სქესის გასარკვევად გადაწყვიტეს ექოსკოპიური კვლევის ჩატარება. ნაყოფს კუდუსუნზე გრეიპფრუტის ზომის სიმსივ-ნური წარმონაქმნი ჰქონდა. სიმსივნე, კეთილთვისებიანი ბუნების მიუხედა-ვად, მაინც დიდ საშიშროებას უქმნიდა ნაყოფის სიცოცხლეს - დიდი ზომის გამო ბევრ სისხლს "პარავდა" მას.

მეანმა კერი გამოსაკვლევად ტეხასის ჰიუსტონის სახელობის საავადმყოფოში გაგზავნა. ქირურგ დარელ კასის თქმით, სიმსივნის ეს ნაირსახეობა იშვიათი არ არის, დიდი არ იზრდება და ნაყოფზე არ ახდენს გავლენას. სიმსივნის ზრდა შეინიშნება 40 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში. იმის გამო, რომ დიდი სიმსი-ვნე საფრთხეს უქმნიდა ნაყოფის სიცოცხლეს, გადაწყდა ოპერაციის დაუყოვნებლივ ჩატარება. საშვილო-სნოს სრული მოდუნებისთვის ოთხსაათიანი ოპერაციის დროს საჭირო გახდა ჩვეულებრივზე 7-ჯერ მეტი ნარკოზის გამოყენება. პლაცენტის დაუზიანებლად საშვილოსნოს გასაკვეთად იგი მთლიანად ამოიღეს, სიმსივნიანი ნაყოფი ისე ამოიყვანეს, რომ თავი საშვილოსნოში დატოვეს. შემდეგ კუდუსუნზე სიმსივნე ამოკვეთეს და ბავშვი, რომელიც საშვილოსნოს გარეთ 20 წუთი იმყოფებოდა, უკანვე ჩააბრუნეს. ოპერა-ციამ წარმატებით ჩაიარა და 10 კვირის შემდეგ, ვადაზე ერთი თვით ადრე, კერიმ გააჩინა ჯანმრთელი გოგონა, რომელსაც ქმართან ერთად დაბადებამდე დაარქვა მეისი ჰოუპი (ჰოპე - ინგლისურად იმედს ნიშნავს). დღეისთვის მსოფლიოში 20 დაუბადებელ ბავშვს გაუკეთეს ოპერაცია.

  • ქათმის გრიპის ვაქცინაციას რამდენიმე უსახლკარო პოლონელი შეეწირა

პოლონეთში აღძრულია საქმე სამი ექიმისა და ექვსი მედდის წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, უსახლკაროთა თავშესაფრის ბინადრებს ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. თავშესაფრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოკვლევის პერიო-დში მათ დაწესებულებაში სიკვდილიანობამ დაახლოებით 3-ჯერ მოიმატა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პოლონეთის ქალაქ გრუძიონძში მდებარე თავშესაფარში 2007 წელს ექსპერიმენტული პრეპარატის უკანონო გამოცდა ტარდებოდა. ყოველი აცრისთვის გამოსაცდელი პირები 5-10 ზლოტის ტოლფას ანაზღაურებას იღებდნენ. ამის გამო ზოგიერთი მათგანი 10 და მეტ აცრაზეც კი თანხმდებოდა. გამომძიებლების ვერსიით, გამოსაცდელ პირებს ატყუებდნენ, რომ ცრიდნენ უკვე დამტკიცებული პრეპარატით, სინამდვილეში კი მათ უკეთდებოდათ ფრინველის გრიპის ვირუსისგან (H5N1) დამცავი ექსპერიმენტული ვაქცინა.

გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტის ორგანიზატორებს შეცდომაში შეჰყავდათ პრეპარატის მწარმოებლები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ კვლევაში მონაწილეთა შერჩევის მეთოდზე. თავშესაფრის დირექტორის მეჩისლავ ვაცლავსკის მონაცემებით, 2007 წელს გარდაიცვალა დაწესებულების 21 ბინადა-რი, მაშინ, როცა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იქ წელიწადში სიკვდილის ცხრაზე მეტი შემ-თხვევა არ დაფიქსირებულა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მართალია, სიკვდილიანობის მატებასა და გამოსაცდელ უცნობ ვაქცინას შორის მიზეზშედეგობრივი კავ-შირი ჯერ არ დადგენილა, მაგრამ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ევა კოპაჩმა განაცხადა, რომ დამნა-შავეები უმკაცრესად დაისჯებიან. სამედიცინო ეთიკის უხეშ დარღვევაში ეჭვმიტანილი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ უდანაშაულონი არიან. მათი თქმით, კვლევის ყველა მონაწილემ იცოდა, რა რისკს ეწეოდა და ხელიც მოაწერა საინფორმაციო ხელშეკრულებას კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე.

  • ფერადი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი

ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ფერადი გამოსახულების მიღება, რაშიც მათ სხვადასხვა კონფიგურაციის მიკრომაგნიტები დაეხმარა. ახალი ტექნოლოგია ადრინდელთან შედარებით გაცილებით ინფორმაციული სურათების მიღების საშუალებას იძლევა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პრინციპი ეფუძნება მაღალი ძაბვის მაგნიტურ ველში მყოფი წყალბადის ატომების მიერ რადიოტალღების გამოსხივებას, რაც მიიღწევა განსაზღვრული კომბინაციის ელექტრომაგნიტური ტალღების წყალბადის ატომებზე ზემოქმედების შედეგად. მიღებულ შავ-თეთრ გამოსახულებაზე რუხი ფერის სიმკვეთრე ორგანიზმის შესაბამის სტრუქტურაში წყლის შემცველობის პროპო-რციულია.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა მოემზადოთ მშობიარობისთვის
რა არის PET-CT - პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფია

ფერადი გამოსახულების მისაღებად კოლორადოს შტატში მდებარე აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს 2-10 მიკრომეტრი დიამეტრის მაგნიტური მიკრონაწილაკები, რომლებიც ერთმანეთისგან არამაგნიტური ნივთიერებით გამოყოფილი ლითონის ფირფიტებისგან შედგება. გამოსაკვლევ გარემოში შეყვანის შემდეგ მიკრომაგნიტები ცვლის რადიო-ტალღების სიხშირეს. ცვლილება მაგნიტურ ფირფიტებს შორის არსებული მანძილის პროპორციულია.

თუ მიკრომაგნიტებს შევაკავშირებთ ნივთიერებასთან, რომელიც გროვდება განსაზღვრულ ქსოვილში (მაგალითად, კიბოს სიმსივნურ წარმონაქმნში), ეს ქსოვილი რადიოტალღებს გამოასხივებს. მიღებული სიგნალის კომპიუტერული გადამუშავების შემდეგ სხვადასხვა სიხშირის რადიოტალღა გარდაიქმნება სხვადასხვა ფერად, რაც ფერადი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა.

ვიდრე ახალ ტექნოლოგიას დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ, ცხოველებზე ბიოლოგიურად ინერტული მაგნიტური ნაწილაკებით კვლევების მთელი სერია უნდა ჩატარდეს.

ექსპერიმენტული მიკრომაგნიტები დამზადებულია ტოქსიკური ლითონისგან - ნიკელისგან, მაგრამ გამოგონების ერთ-ერთი ხელმძღვანელის გარი ზეიბოუს აზრით, მისი შეცვლა ნებისმიერი უვნებელი მაგნიტური ლითონით შეიძლება.

  • მეცნიერებმა მიიღეს ტვინის ქერქის ნეირონული კავშირების ზუსტი სურათი

შვეიცარიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა თავის ტვინის ქერქის ნეირონული კავშირების დღესდღეობით ყველაზე დახვეწილი გამოსახულება მიიღეს. გარდა ამისა, მოახდინეს იმ უბნის იდენტიფიცირება, სადაც გადამკვეთი (ტვინის სხვადასხვა ნაწილის შემაერთებელი) აქსონების სიმკვრივე ყველაზე მაღალია.

ინდიანის უნევირსიტეტის, ჰარვარდის სამდიცინო სკოლის (აშშ), ლოზანის უნივერსიტეტისა და ლოზა-ნის სახელმწიფო პოლიტექნიკური სკოლის (შვეიცარია) თანამშრომლებმა გამოიყენეს თავის ტვინის გამო-კვლევის ნოვატორული მეთოდი - დიფუზიური სპექტრული ტომოგრაფია. ეს მეთოდი ნერვული უჯრე-დების წანაზარდებს შორის არსებული სივრცული თანაფარდობის ფიქსირების საშუალებას იძლევა.

ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდი დღემდე მხოლოდ სხვადასხვაგვარი სტიმულაციის პასუხად ტვინის ამა თუ იმ უბნის აქტიურობაზე დაკვირვების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ამ უბნების დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოების სტრუქტურებს უმთავრესად ცხოველების მოდელებზე შეისწავლიდნენ. გამოკვლევის ახალი ტექნიკის დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს თვალყური ედევნებინათ მილიონობით ნერვული უჯრედის წანაზარდისთვის და გამოევლინათ ამ წანაზარდების გადაკვეთის ყველაზე მაღალი სიმკვრივის უბნები, მარტივად რომ ვთქვათ, ტვინის კავშირების ცენტრალური კვანძი. აღმოჩნდა, რომ საკვლევ პირებს ეს ცენტრი ორივე ნახევარსფეროში ქერქის უკანა მედიალურ ნაწილში ჰქონდათ მოთავსებული.

"წინათ მეცნიერებს ეს უბანი სხვა მოსაზრებით აინტერესებდათ. მაგალითად, ცნობილი იყო, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ეს უბნები დიდი ოდენობის ენერგიას ფლობდა, მაგრამ ეს ფენომენი ბოლო დრო-მდე აუხსნელი გახლდათ", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა ოლაფ სპონსმა. მომდევნო ეტაპზე მეცნიერებს განზრახული აქვთ გაარკვიონ, როგორ შეიცვლება მათ მიერ გამოვლენილი სტრუქ-ტურული კავშირები ტრავმებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შედეგად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას საქმიანობს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამირან გამყრელიძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას საქმიანობს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამირან გამყრელიძე

- ბატონო ამირან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითქმის 10-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, დაახლოებით 1 თვის წინ მიიღეთ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. თავდაპირველად გვითხარით, რას საქმიანობთ ახლა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დატოვების შემდეგ?

- ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით ვსაქმიანობ. ვაჯამებ ამ 10 წლის მოღვაწეობის შედეგებსა და გამოცდილებას რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის, რაც ვფიქრობ, შესაძლოა, მომავალში გამოადგეს ცენტრისა და დარგის ხელმძღვანელობას თუ რა თქმა უნდა, მათთვის მისაღები იქნა. რამდენიმე უნივერსიტეტი დამიკავშირდა და შემომთავაზა, გავიხსენო ძველი გამოცდილება და ლექციები წავიკითხო. ვამზადებ ისეთ ლექციებს, როგორიც არის მაგალითად: „3 წელი კორონავირუსთან ერთად გლობალურად და ჩვენთან“, „ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებები, გამოწვევები და მიღწევები დამოუკიდებლობის პერიოდში ( ბოლო 30 წელი)“. ასევე, სერიოზულ მიმოხილვას, პუბლიკაციას ვამუშავებ ყველაზე დიდი პროგრამის, „С ჰეპატიტის“ ელიმინაციის შესახებ, როგორ იწყებოდა, როგორ განვითარდა, რა არის კიდევ გასაკეთებელი, რომ საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ამ დაავადებას. სამედიცინო განათლებისა მეცნიერების განვითარების ჩემეული ხედვა და სხვა.

განვაახლებ ლექციათა ციკლს გლობალურ ჯანმრთელობაში, რომელსაც ვკითხულობდი რამდენიმე უნივერსიტეტში საქართველოსა და ნორვეგიაში. ჯერ კიდევ ვარ კონსულტანტად და მრჩევლად რამოდენიმე საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში. ამ ეტაპზე, ამ თემებით ვარ დაკავებული. ვალაგებ და სისტემატიზაციაში მომყავს ის ძალიან ბევრი ქაღალდი და ელექტრონულ ფაილი, რაც თან წამოვიღე.

- რაც შეეხება თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს, საზოგადოება თქვენს წერილობით განცხადებას კი გაეცნო, მაგრამ ამ კუთხით კითხვები მაინც რჩება, მით უფრო, რომ მედიაში არაერთი ინფორმაციაც გავრცელდა. ნაწილი ფიქრობს, რომ წასვლა თქვენი შვილის საკმაოდ კრიტიკული პოზიციის და პოსტების გამო მოგიწიათ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თანამდებობის დატოვებას საფუძვლად ედო უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. შეგიძლიათ გულწრფელად გვითხრათ, რა იყო წასვლის რეალურად მიზეზი, რადგან თქვენ არ წასულხართ მაშინაც კი, როდესაც პანდემიის „ცხელი პერიოდის“ დროს საზოგადოების ნაწილი თქვენს გადადგომას ითხოვდა...

- გასაგებია, რომ პრესას ყოველთვის სკანდალური ინფორმაცია აინტერესებს. ამის აპელირება ხდება ხოლმე. ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი.

გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი/ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ასეა ნათქვამი ხომ? არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში. შეგიძლიათ იხილოთ აგვისტოში „შპიგელში“ პროფესორ დროსტენის (შარიტეს უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ვინც იყო გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი პანდემიისას), დრ, ანდერს ტეგნელი, შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი და შვედური პანდემიური პასუხის არქიტექტორი, ყველასთვის კარგად ცნობილი ენტონი ფაუჩი და კიდევ სხვები. გასაგებია, მე მათ არ ვედრები, მაგრამ გარკვეულ პარალელებს ნახავთ და შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიტანოთ დასკვნები. პანდემია ომია და ომში როცა მიდიხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო ყველაზე უარესისთვისაც. თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები. ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამაში გასაკვირია არაფერი უნდა იყოს, რადგან ასე ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობის 85%. ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და პოლიტიკაში არაფერს ვგეგმავ.

- რაც შეეხება პრემიერთან დაკავშირებულ განცხადებას?

- გიპასუხეთ, რომ მე არავისთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, იერარქიას ყოველთვის ვიცავ და ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვქონდა და ვფიქრობ, გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოზე ზოგიერთ საკითხზე წევრებს შორის შესაძლებელია ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერი წყდებოდა კონსენსუსის წესით.

- არ მიგიღიათ არცერთი ოფიციალური თანამდებობის პირისგან შეთავაზება, რომ საჯარო სექტორში დარჩენილიყავით? როგორ შეხვდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად ჯანდაცვის მინისტრი? მან თქვა, რომ თქვენ დამსახურებულ პენსიაზე გახვედით...

- ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა იყო მინიშნება მაღალი ეშელონებიდან, რომ რამეს ხომ არ ვისურვებდი. მე საჯარო სამსახური დავტოვე 1 თვის წინ და დიდი ალბათობით, საჯარო სამსახურს აღარ დავუბრუნდები. მოგეხსენებათ 70 წელს გადავაბიჯე.

რაც შეეხება განცხადებას, რაც გაკეთდა, დელიკატურად რომ ვთქვა, ალბათ, ცოტა კორექტულობა აკლდა. მინდა დავიჯერო, რომ უფრო იმპულსური იყო. მე თვითონ გახლდით მინისტრი და ჯანდაცვის არცერთ მინისტრზე ცუდი არაფერი მითქვამს არასდროს და არც დღევანდელ მინისტრზე ვიტყვი რაიმეს, თუმცა იმ გამოთქმაში ცოტა მეტი კორექტულობა იყო საჭირო. მე 10 წლის წინ სხვა, საერთაშორისო დაგროვებითი პენსია დამენიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციში მუშაობის გამო, ამიტომ სახელმწიფო პენსიას ვერ მივიღებ. სხვათა შორის, პენსიაზე რომ უნდა გავსულიყავი, სწორედ მაშინ, 2012 წელს შემომთავაზეს ხელმეორედ ჯანდაცვის მინისტრობა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად